სტაფინგი

ორგანიზაციის სპეციფიკაზე მიმართული მოძიება

ჩვენი გამოცდილება ტალანტების მოძიებაში ეფუძნება ორგანიზაციისა და ინდუსტრიის სპეციფიკის გაანალიზებას, რაც გულისხმობს კლიენტის საფუძვლიან შესწავლას, ბიზნესის სპეციფიკის გაანალიზებას, კონკურენტული გარემოსა თუ სხვა გამოწვევების მაქსიმალურ გააზრებას.

ჩვენ ვმართავთ კომპანიასთან აქტიურ კომუნიკაციას მისი საჭიროებების დასაზუსტებლად, სასურველი კანდიდატის მახასიათებლების დასადგენად და მოძიების მეთოდის შესათანხმებლად.

ორგანიზაციის სპეციფიკის გათვალისწინებით, ჩვენ მოვიძიებთ: 

  • ლიდერებს;
  • მაღალი რგოლის მენეჯერებს;
  • საშუალო რგოლის მენეჯერებს;
  • სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს.

მიგვაჩნია, რომ საერთო ღირებულებების მქონე ადამიანების გუნდი წარმატების აუცილებელი პირობაა, ამიტომ ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლით პარტნიორი კომპანიის ღირებულებებს, გავიაზრებთ სპეციფიკას და მოვძებნით ისეთ კანდიდატებს, რომლებიც მაქსიმალური წარმატებით ინტეგრირდებიან ორგანიზაციის კულტურაში.

ჩვენ ვეხმარებით კანდიდატებს, გაიაზრონ იმ კომპანიის სპეციფიკა და მიზნები, რომელთანაც გეგმავენ თანამშრომლობას და დარწმუნდნენ, რომ საქმე და როლი, რომელსაც სთავაზობენ, მათი ინტერესებისა და მოლოდინების შესაბამისია.

შესაბამისობის დასადგენად ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლით პოტენციურ კანდიდატებს, რაც გულისხმობს შემდეგს:

  • შევაფასებთ კანდიდატის პროფესიონალიზმს და შედეგებს;
  • მოვიძიებთ რეკომენდაციებს მისი შედეგებისა და კომპეტენციების შესახებ;
  • შევაფასებთ კანდიდატის ძლიერ და სუსტ მხარეებს;
  • ვაზუსტებთ და შევაფასებთ კანდიდატის ცოდნას;
  • ვაზუსტებთ მოტივაციას;
  • ვაზუსტებთ მის მოლოდინებს.

კვლევის ყველა ეტაპზე ჩვენ ვაწვდით კლიენტს ინფორმაციას პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

საუკეთესო კანდიდატის შერჩევა 

კანდიდატები, რომლებიც შეესაბამებიან კომპანიის, როლისა და სამუშაოს სპეციფიკას, გადაინაცვლებენ შერჩევის მომდევნო საფეხურზე - კომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრაზე. კანდიდატებთან შეხვედრამდე ჩვენ წარვუდგენთ დამკვეთს საუკეთესო კანდიდატების რეზიუმეებს, შეფასებასა და სარეკომენდაციო წერილს, მასთან ერთად განვიხილავთ თითოეული კანდიდატის შესაძლებლობებს და ვგეგმავთ მხარეებს შორის ინდივიდუალურ შეხვედრებს.

შერჩევის საფეხურზე მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის პროცესს მუდმივად აკონტროლებს ჩვენი კონსულტანტი.

საუკეთესო შეთავაზების მომზადება 

ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებსა და კლიენტებთან, ჩვენ მუდამ მზად ვართ, დავეხმაროთ კომპანიებს არა მარტო პროფესიონალების მოძიებაში, არამედ დასაქმების ბაზარზეც, პარტნიორი კომპანიის პოზიტიური კონტურების შექმნასა თუ განმტკიცებაში. 

ინსორსის გუნდის წევრები მზად ვართ, მაქსიმალურად გავიაზროთ ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და გადავაჭარბოთ ჩვენი კლიენტების მოლოდინს.