ინსორსის შესახებ

ინსორსი წამყვანი საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანიაა. ჩვენ ვეხმარებით პარტნიორ ორგანიზაციებს ლიდერების მოძიებასა და ხალხის ეფექტურად მართვაში.

ჩვენი მიზანია მაქსიმალური შედეგის მიღწევა, მაშინაც კი, როდესაც საქმე რთულად დასაძლევ ამოცანას ეხება. სამუშაოსადმი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიდგომა განაპირობებს ჩვენს მიმართ ქვეყნის წამყვანი ორგანიზაციების მაღალ ნდობასა და ერთგულებას.

ჩვენი პარტნიორები არიან სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი ორგანიზაციები. ჩვენ ვმუშაობთ ლიდერებთან ერთად გრძელვადიანი და ხილვადი შედეგების მისაღწევად, რაც განაპირობებს ბიზნესის წარმატებას.

ჩვენი მომსახურება მოიცავს პროფესიონალებისა და ლიდერების მოძიებას, მენეჯმენტის კონსულტაციასა და ტრენინგს წარმატებული გუნდის შესაქმნელად.

ინსორსის გუნდი არის (როგორც გუნდი, ჩვენ ვართ):

ა. პროფესიონალი

ინსორსი პროფესიონალების გუნდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია წარმატებული შედეგი, ეთიკა და მუშაობის სწორად შერჩეული მეთოდი. უნაკლოდ შესრულებული სამუშაო ჩვენი ძირითადი ღირებულებაა.

ბ. მეგობრული და სანდო

ჩვენ ვენდობით ერთმანეთს და ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ ვმონაწილეობთ ჩვენი პარტნიორებისა და კლიენტების წარმატებაში, რაც ქმნის გრძელვადიან პირად ურთიერთობებს პარტნიორებთან, კლიენტებსა და კანდიდატებთან. ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები ჩვენი მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

გ. უნარიანი

ჩვენს კონსულტანტებს აქვთ მოძიების, მართვისა და სწავლების მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ერთმანეთს ვუზიარებთ საუკეთესო პრაქტიკას უფრო მეტი ეფექტურობისა და უფრო მეტი შედეგის მიღწევის მიზნით. ვფლობდეთ სიახლეებს და განვავითაროთ მოძიებისა თუ ხალხის მართვის საუკეთესო პრაქტიკა - ჩვენი მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

დ. კლიენტზე ორიენტირებული 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი კლიენტებისა და პარტნიორების კმაყოფილება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობები, ამიტომ ჩვენი ძირითადი წამახალისებელია ჩვენი პარტნიორების საუკეთესო შედეგი და არა სამუშაოს ღირებულება. ჩვენ ვსწავლობთ ჩვენი კლიენტების საჭიროებებს, შესაძლებლობებს და ვგეგმავთ ორივე მხარისთვის წარმატებულ შედეგს. ვიცოდეთ და ვმონაწილეობდეთ ჩვენი კლიენტების წარმატებაში - ჩვენი მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

 

სერვისები