"ინსორსი" აგრძელებს დასაქმების ბაზრის მონიტორინგსა და ანალიზს. გაგაცნობთ 2015 წლის II კვარტლის 10 ყველაზე მოთხოვნად ვაკანსიას ინდუსტრიების მიხედვით.
სტატისტიკის მიხედვით, მოთხოვნა ძირითადად დაბალ მენეჯერულ პოზიციებზეა, მაგ: მიმტანი, ოფის-მენეჯერი, მოლარე. გაყიდვების მენეჯერი კვლავ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. პირველ კვარტალთან შედარებით შემცირდა მოთხოვნა სამედიცინო წარმომედგენელზე, თუმცა გაიზარდა სხვადსახვა პროფილის ექიმებზე კლინიკებსა და ჰოსპიტალებში. შემცირებულია მოთხოვნა დეველოპერზე (IT) და ტექნიკურ პერსონალზე (მძღოლი, მუშა, დამლაგებელი და ა.შ.). პირველ კვარტალთან შედარებით გაიზარდა მოთხოვნა მიმტანის პოზიციაზე (HoReCa სექტორი) და ოფის-მენეჯერის პოზიციაზე (არასამთავრობო სექტორი, მომსახურების სფერო, სადისტრიბუციო ქსელი). ბაზარზე კვლავ აქტიურად ქმნის მოთხოვნას საცალო ქსელი (კონსულტანტი, ოფის-მენეჯერი, ბუღალტერი და სხვ.) და მომსახურების სფერო (გაყიდვების მენეჯერი, ოფის-მენეჯერი, ბუღალტერი და სხვ.), აგრეთვე ფინანსური ინსტიტუტები (საკრედიტო მენეჯერის და მოლარის პოზიციები ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში).
მოთხოვნად პროფესიებზე სტატისტიკური ინფორმაცია მიღებულია ვებ-გვერდებზე განთავსებული ვაკანსიებისა და ინსორსის მიერ მოძიებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე.