მენეჯერის საქმე და ზოგადად მენეჯერის დეფინიცია ორი სიტყვით ესაა გუნდის მართვა საერთო მიზნების/შედეგების მისაღწევად. როგორც ცნობილია, მენეჯერის ტრადიციული საქმე ესაა გუნდის შექმნა, განვითარება, დაწინაურება და “სწორი ადამიანის სწორ საქმეზე” მორგება, გუნდის წევრების წახალისება და დაჯილოდვება საუკეთესო შედეგებისთვის. დღეს ორგანიზაციების ყველაზე რთული თუ საინტერესო გამოწვევა მაინც ძლიერი მენეჯერი და/ან მენეჯერების გუნდია. გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, ორგანიზაციაში მენეჯერებად გვევლინებიან წარმატებული თანამშრომლები, რომლებმაც მიაღწიეს მაღალ შედეგებს და ორგანიზაციის მესვეურებიდან ნდობას იმსახურებენ,ანუ დააწინაურეს.
თანდაყოლილი მენეჯერული უნარების თუ ნიჭის მქონე მენეჯერები დაწინაურებით შექმნილ ამ სასიამოვნო გამოწვევას უმკალვდებიან, მათ “ეხერხებათ” მართონ გუნდის მოტივაცია, თანამშრომლების ჩართულობა და ენთუზიაზმი. თუმცა, ნიჭის, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზი, სავარაუდოდ მათ გამოწვევას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის, ხოლო ორგანიზაციისთვის კი საუკეთესო შედეგების მიღწევა უფრო რეალური გახდება, რადგან “პროფესიონალი” მენეჯერი შეძლებს გუნდის ეფექტურად მართვას, ენთუზიაზმისა თუ ჩართულობის შენარჩუნებას.
ონლაინ გამოკითხვის გზით, შევეცადეთ მოგვეძიებინა ინფორმაცია ყველა იმ ორგანიზაციული თუ ადამიანური ფაქტორის შესახებ, რაც გავლენას ქმნის მენეჯერების ჩართულობაზე. აქვე მცირე განმარტება: ჩართულობა გულისხმობს საქმის კეთების სურვილს, როდესაც საქმის შესრულების ცოდნა და უნარ/ჩვევები, ორგანიზაციული კულტურა და ინდივიდუალური ინტერესები ჰარმონიაშია ერთმანეთთან.
ჩვენს მიმდევრებსა და ზოგადად, დაინტერესებულ პირებს, ვთხოვეთ მონაწილეობა მიეღოთ ონალინ გამოკითხვაში ფაქტორებისა და ზოგადად, საერთო მდგომარეობის უკეთ წარმოდგენაში. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 117-მა რესპოდენტმა, სადაც კვლავ მაღალი პროცენტული მაჩვენებლით მონაწილეობდა საბანკო სფერო. მათგან უმეტესობა (79%) 26-დან 35 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია.
საინტერესოა შემდეგი ფაქტორებით მიღებული შედეგების შედარება, რომელიც 1 დან (არ ვეთანხმები) 5 მდე (აბსოლუტურად ვეთანხმები) ქულებით შეფასდა:
ა) ინფორმაციის ფლობა, ბ) როლისა და საქმის შესაბამისობა გ) ორგანიზაციის სტრუქტურა და პროცედურები, დ) ორგანიზაციის მართვაში ჩართულობა და ე) ხალხის მართვა.
რესპოდენტი მენეჯრების უმრავლესობა ფლობს ინფორმაციას მიღწეულ და მომავალ შედეგებზე (23.2%). ამავე დროს, 26.5% საშაუალოდ (3 ქულით შეფასება) ჩართულია სტრატეგიულ დაგემგვაში და აქვე, 29.9% თვლის რომ მისი როლისა და საქმისათვის საჭირო ინფორმაციას მეტნაკლებად (3 ქულით შეფასება) ფლობს.
მენეჯრების 27.4 % მიიჩნევს რომ გუნდის წარმატება მხოლოდ მის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, და ამავე დროს, 24.8% კვლავ საშუალოდ აფასებს დამოუკიდებლად მიღების გადაწყვეტილების შესაძლებლობას ორგანიზაციაში.
25% უარყოფითად აფასებს სტრატეგიისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შესაბამისობას და აქვე, 31.6 % თვლის, რომ მათი ორგანიზაციის ძირითადი გამოწვევა გარე ფაქტორებითაა გაპირობებული და არა შიდა ორგანიზაციული ფაქტორებით.
მენეჯერების 30.8%-სთვის ძირითად პრობლემას ფინანსური რესურსის სიმცირე წარმოადგენს, ხოლო 33.3% ადამიანური რესურსის სიმწირეს უჩივის. ამ შედეგების დათანხმება უდავოდ მოგვიწევს, რადგან ორივე რესურსის სიმწირე სახეზეა ქართული ბიზნესებისთვის.
საინტერესოა და საკმაოდ დამაიმედებელი, გუნდის მართვის შესახებაც ინფორმაცია. მენეჯრებისთვის სირთულეს არ წარმოადგენს შედეგებისა და განვითარებისთვის საჭირო კომუნიკაცია და მიიჩნევენ, რომ წარმატებული გუნდის წევრი მათ სჭირდებათ და რესპოდენტების 28.2% დარწმუნებულია, რომ გუნდის წევრის წასვლა მათთვის მიუღებელია.
საინტერესოა მენეჯრების მოლოდინი და HR მენეჯერთან კომუნკაციაზეც. 25.6% თვლის რომ აუცილებელია HR მენეჯერის დახმარება გუნდში არსებული კონფლიქტის მოგვარებაზე, თუმცა იმავე გამოკითხვის მიხედვით, მენეჯრები მიიჩნევენ რომ მაღალია მათი მხარდაჭერა გუნდის წევრებთან მიმართებაში.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ძირითადი გამოწვევა ესაა ორგანიზაციული კულტურა, როლისა და პასუხისმგებლობების არცთუ ისე შესაბამისობა და შემდეგ ფინანსური და ადამიანური რესურსის სიმცირე.
უფრო მეტ წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ მენეჯრებს.