"ინსორსი" კვლავ გთავაზობთ დასაქმების ბაზრის ანალიზს და გთავაზობთ 2015 წლის IV კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიტიკას.
პირველი სამი კვარტლის მსგავსად, მოთხოვნა კვლავ მომსახურე/სერვის პერსონალზეა (კონსულტანტი, მძღოლი, დამლაგებელი და ა.შ.). მეოთხე კვარტალში ყველაზე დიდი მოთხოვნა საცალო ქსელმა კონსულტანტებზე შექმნა (5.75%), რაც შეიძლება აიხსნას იმით, რომ წინასაახალწლო პერიოდში საცალო ქსელს დამატებითი პერსონალის საჭიროება აქვს. წინა კვარტლებთან შედარებით, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მოთხოვნამ დაიკლო და 4.25% შეადგინა. მესამე კვარტალთან შედარებით, გაზრდილია მოთხოვნა მოლარეებზე (3.5%), აკადემიურ პერსონალზე (2.75%) მზარეულებზე (1.85%) და სამედიცინო პერსონალზე (1.5%). კვლავ დიდიa მოთხოვნა დისტრიბუტორებზე (2.5%), მიმტანებზე (2.25%), დამლაგებლებზე (2%) და მძღოლებზე (1.65%).
გასული კვარტლების მსგავსად, დასაქმების ბაზარზე მოთხოვნას კვლავ საცალო ქსელი და მომსახურების სფერო ქმნის.
მოთხოვნად პროფესიებზე სტატისტიკური ინფორმაცია მიღებულია ვებ-გვერდებზე განთავსებული ვაკანსიებისა და ინსორსის მიერ მოძიებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე.