მოქნილი სამუშაო გრაფიკის შესახებ ბევრმა ვიცით და მოგვწონს. მოქნილობა სამუშაო საათებში გულისხმობს 8 საათიანი სამუშაო დღის დაწყებისა და დასრულების სურვილისამებრ მართვას. ბევრი ორგანიზაცია ცდილობს გუნდის წევრებს შესთავაზოს მოქნილი გრაფიკით მუშაობა, მაგრამ ამბობენ, რთულია და ამიტომ, ტრადიციულ, მართვად სამუშაო გრაფიკს ამჯობინებენ.
სამსახურში დროულად მისვლა ნებისმიერი ორგანიზაციისა თუ მენეჯერისათვის მნიშვნელოვანია ბევრი რამის გამო, მაგალითად: სამსახურში დროულად მისვლისას "დილის ამბების" მოსმენაში ყველა მონაწილეობს ("დილის ამბები" ყველა გუნდს აქვს - წინა დღის და არასაქმიან ამბებზე საუბრობენ, ფინჯან ყავასთან ერთად); დროულად მისვლა გულისხმობს სამუშაოების დროულად დაწყებასაც და გუნდის დროულ დახმარებასაც, დროულად მისვლა მნიშვნელოვანია ასევე კლიენტების მომსახურებისათვის და სხვ.
სამსახურში დაგვიანება კი ნებისმიერი თანამშრომლის "ცდუნებაა", თითქმის ყველას გვაგვიანდება ზოგს ე.წ "ობიექტური" და ზოგს "არაობიექტური" მიზეზების გამო.
რამოდენიმე თვის წინ, ამერიკულმა ვებსაიტმა "გლასდრომა" (კომპანიებისა და ლიდერების ანონიმური რეიტინგი თანამშრომლების მიერ) გაგვიზიარა საინტერესო მიზეზები, რომლებსაც ადამიანები სამსახურში დაგვიანების გამო ასახელებდნენ. მიზეზები იმდენად საინტერესო და სახალისო იყო, ჩვენც დავინტერესდით, რა არის მიზეზები, რომლითაც "თავს ვიმართლებთ" დაგვიანების დროს. აღმოჩნდა, ჩვენთანაც საინტერესო და სახალისო სიაა.
ბმულზე მოცემულია ინფორგრაფიკი, სადაც ლიდერსობს "საცობში ვიყავი". დაგვიანების მიზეზად რესპოდენტების 35% დაასახელა "მაღვიძარამ არ დარეკა"; 12% ის მიზეზია - "რაღაცამ მომწამლა გუშინ" (ჩვენი გამოცდილებით, ეს ნაბახუსევზე დაგვიანების საუკეთესო მიზეზია, თუ გნებავთ - გამოიყენეთ :) ) მოგვეწონა რესპოდენტების მიერ შემოთავაზებული "ექიმთან ვიყავი" - შესანიშნავი მიზეზია, ვერ მოგვედავება მენეჯერი - ექიმთან ყველას უწევს მისვლა
გული დაგვწყდა, ჩამონათვალში არ მივუთითეთ, "ვიღაცამ ჩამიყენა მანქანა, ჩამკეტა და სანამ ტაქსი მოვიდა"- ეს მიზეზი ბევრმა დაასახელა და უნდა დავეთანხმოთ, ორშაბათობით ძალიან ხშირად ხდება- 'ჩაგიყენებენ მანაქნას და ხელს გიშლიან მოძრაობაში" - ეს ხუმრობით, ისე კი ორშაბათი ნამდვილად მძიმე დღეა და წარმატებულ ორშაბათს გისურვებთ!