სოციალურ ქსელში ხშირად ვაზიარებთ მუსიკას, გვაინტერესებს რას უსმენენ სხვები - ჩვენი მეგობრები თუ კოლეგები. ხშირად ინტერნეტში ვაწყდებით სტატიებს, თუ რა პროფესიის ადამიანები რომელი ჟანრის მუსიკას უსმენენ. დავინტერესდით, მოქმედებს თუ არა პროფესია და საქმიანობა მუსიკალურ გემოვნებაზე? ამ მიზნით ჩავატარეთ გამოკითხვა, რომლის შედეგებსაც გთავაზობთ სახალისო ინფოგრაფიკის სახით. მონაწილეობა 760-მდე ადამიანმა მიიღო. დასახელებული იქნა 200-მდე შემსრულებელი, რომელთაგან უპირობო ლიდერები არიან ბრიტანული ჯგუფები Coldplay (18%) და Radiohead (17%). გამოკითხვის მონაწილეები აგრეთვე უპირატესობას ანიჭებენ Pink Floyd-ს (10%), Red Hot Chili Peppers-ს (9%), U2-ს (9%) და Muse-ს (8%). ქართველი შემსრულებლებიდან ირაკლი ჩარკვიანი (3%) და ჯგუფი 33ა (2%) დასახელდა.
მონაწილეთა ძირითადი ნაწილი როკის მოყვარულია (მსუბუქი როკი - 7%, ალტერნატიული - 29%, მძიმე როკი - 16%, აგრეთვე მეტალის - 21%, ტრიპ ჰოპის - 10%, ელექტრონული მუსკის - 16%, მცირე რაოდენობით კლასიკური მუსიკისა და პოპის მოყვარულებმაც მიიღეს მონაწილეობა (4%).
მონაწილეთა უმეტესობა HR, ფინანსისტი, მარკეტერი და IT პროფესიონალია. როგორც აღმოჩნდა, HR პროფესიონალები უფრო მეტად ალტერნატიულ როკს უსმენენ, ფინანსისტები - ალტერნატიულ როკს და კლასიკურ როკს, მარკეტერები კლასიკურ და მძიმე როკს, ხოლო IT პროფესიონალები კი მძიმე როკის, ტრიპ ჰოპის და ელექტრონული მუსიკის მოყვარულები არიან.
ქვემოთ წარმოდგენილ ინფოგრაფიკაზე შეგიძლიათ ნახოთ, თუ რა პროფესიის ადამიანები რომელ შემსრულებლებს ანიჭებენ უპირატესობას