განვითარება და სწავლა ადამიანების ერთერთი ძირითადი მოტივატორია. მოტივაციის სხვადასხვა თეორიებს ადამიანების დეკლარირებული სურვილი განამტკიცებს - ადამიანები საქმეს თუ სასწავლო პროგრამას სწორედ განვითარებისა და სწავლების სურვილით ირჩევენ.
ინსორსის ინიციატივას, გამოგვეკითხა თუ რას მიიჩნევენ ადამიანები განვითარებად, ერთმა საინტერესო ისტორიამ უბიძგა, როდესაც რამოდენიმე ადამიანთან საუბრისას დავაფიქსირეთ, რომ მიუხედავად მათი წარმატებული კარიერისა, ზოგი ადამიანისთვის “განვითარება” მენეჯერულ თანამდებობას ნიშნავდა, ნაწილისთვის კი მხოლოდ საინტერესო საქმეა.
მენეჯერულ პოზიციაზე დაწინაურება ნამდვილად მიეკუთვნება განვითარებას, რადგან ადამიანებს მართვის უნარების გაუმჯობესება თუ განვითარება სჭირდებათ. აქ პიტერის კანონიც გაგვახსენდა, თუმცა პიტერის კანონი მენეჯერულ უნარებზე არაფერს ამბობს.
ინსორსის გამოკითხვა ჩატარდა კომპანიის ფეისბუქ გვერდისა და ონლაინ გამოკიხთვის მეთოდით. გამოკითხვაში მონაწილეობა 2300 ადამიანმა მიიღო. მათგან 71% მდედრობითი სქესია. რესპოდენტთან 73% დასაქმებულია;გამოკითხულთა უმეტესობას (37%) 10 წელზე მეტი სამუშაო სტაჟი აქვს.
პროფესიული განვითარებისთვის გამოკითხულებმა ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად საკუთარი საქმის სიღრმისეული შესწავლა დაასახელა(74%), ამ ფაქტორის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს ჩვენი რესპოდენტების მაღალ მოტივაციას პროფესიულ განვითარებაზე. ასევე საინტერესოა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ (71%)საქმესთან დაკავშირებული სიახლეების გაცნობა დაასახელა, რაც კვლავ საინტერესოა და ადასტურებს ჩვენი რესპოდენტების დამოკიდებულებას - პროფესიონალიზმი რომელიმე სფეროში #1 მოტივატორია.
როგორც გამოიკვეთა, გამოკითხულებისთვის ასევე მნიშვნელოვანია მათ კომპანიაში არსებულ სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, 53% ფიქრობს, რომ განვითარებისთვის სხვადასხვა საქმიანობა, ინფორმაცია და ახალი უნარების განვითრება საჭიროა.
ჩვენი გამოკითხვის “მიზეზმა”, დაწინაურებით განვითარებამ, რესპოდენტების საინტერესო დადასტურება მიიღო - 51%-ს მიაჩნია, რომ განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია დაწინაურება.
რაც შეეხება მიმდინარე სამუშაო პროცესში უნარების განვითარებას, რესპოდენტებისთვის აქტუალური აღმოჩნდა დამოუკიდებლად ფიქრი და გადაწყვეტილების მიღების უნარი (75%),პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება (72%), რაც შეეხება “ყუთის გარეთ ფიქრს” და პრობლემის არასტანდარტულად მოგვარებას, ამ ფაქტორს რესპოდენტების 49% დაეთანხმა, როგორც განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვან უნარს. უნდა აღინიშნოს, რომ რესპოდენტების 34% ფიქრობს, რომ “უკეთესი სამუშაო პირობებიც” განვითარებაა. ეს დებულება ერთი შეხედვით სადავოა, თუმცა, ხალხის მართვის გავრცელებული პრაქტიკით, “უკეთესი პირობები” ხშირად განსხვავებული სამუშაოსა და სხვა უნარების სანაცვლოდ გაიცემა.
ინფოგრაფიკით მოცემულია გამოკითხვის შედეგები. ჩვენი კვლევის მიხედვით და თანახმად მოტივაციის თეორიებისა, განვითარების მთავარ ობიექტად პროფესიონალიზმი, სხვადასხვა სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და სწავლა დასახელდა.
სწორედ ამ მოტივატორების შენარჩუნებისა თუ განვითარებისკენ ისწრაფიან ცნობილი კომპანიები, როდესაც ცდილობენ გუნდის წევრების სხვადასხვა პროექტებში განთავსებას თუ მათ მიერ ინიცირებული იდეების განხორციელებას.