2015 წლის I კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი

როგორც ცნობილია, „ინსორსი“  მუდმივად აწარმოებს დასაქმების ბაზრის მონიტორინგსა და ანალიზს.  ჩვენ მუდმივად მოვიძიებთ ინფორმაციას სხვადასხვა ორგანიზაციის საჭიროებისა და  ვაკანსიების შესახებ (ვებსაიტი, გამოკითხვა, ინსორსის ინფორმაცია), ვსწავლობთ თუ რა სამუშაოებს გულისხმობს ვაკანსია და რა არის კანდიდატების შესარჩევი კრიტერიუმები.

გაგაცნობთ 2015 წლის 1 კვარტლის ყველაზე მოთხოვნად  ვაკანსიებს:

მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნა კვლავ მაღალია გაყიდვების მენეჯერებზე, სადაც ყველა კომპანია ითხოვს სამუშაო გამოცდილებას  (70%),  ინგლისური და რუსული ენების ცოდნას (90%) და საოფისე პროგრამების ფლობას (100%).  რაც შეეხება ანაზღაურებას, კომპანიების 90% არ გაამჟღავნა ინფორმაცია, ხოლო 10% გეგმავს 500-1000ლ მდე სახელფასო ანაზღაურებას.

მაღალია მოთხოვნა დისტრიბუტორზეც, სადაც  კომპანიების 30% კანდიდატებისგან ითხოვს საკუთარი ავტომობილის, ხოლო  80% მართვის მოწომბის ფლობას.  დამსაქმებლების 90% ითხოვს სამუშაო გამოცდილებას.  კომპანიების მხოლოდ 50% ითხოვდა უმაღლეს განათლებასა და დედაქალაქის ქუჩების ცოდნას. აღსანიშნავია, რომ კომპანიების 50% ისთვის მისაღებია მამრობითი სქესის კანდიდატი 20-35 წლის ასაკობრივი ჯგუფიდან.

ხშირია მოთხოვნა  მოლარეზეც, სადაც კომპანიების 90%-თვის აუცილებელია უმაღლესი განათლება, 70% -თვის სამუშაო გამოცდილება და რუსული და ინგლისური ენების ცოდნა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კომპანიების 40%  კანდიდატებისგან ითხოვდა გაყიდების უნარების ფლობას.

სამედიცინო წარმომადგენლის პოზიცია ერთერთი მოთხოვნადია გასული კვარტლის განმავლობაში.  კომპანიების 85%  არ მოითხოვდა სამუშაო გამოცდილებას (დაფიქსირდა, რომ მხოლოდ სასურველია) და მაღალია მოთხოვნა (90%) კანდიდატების ისეთ უნარებზე როგორიცაა  გუნდუნარად  და  დამოუკიდებლად მუშაობის უნარები

იტ და ტექნოლოგიების სფეროდან, კლვავ პოპულარულია დეველოპერი (იგივე პროგრამისტი).    მაღალია მოთხოვნა ვებ დეველოპერის პროფესიაზე (80%), სადაც კომპანიები კანდიდატებისგან უმეტესწილად მოითხოვდნენ PHP, HTML, CSS-ის პროგრამირების ენის ცოდნას (თითქმის მოთხოვნის 90%) და მცირეა მოთხოვნა  C# .NET-ის ცოდნაზე.  დეველოპერის ანაზღაურებაზე ინფორმაცია თითქმის ყველა კომპანიიდან კონფიდენციალურია, თუმცა გამოკითხული კომპანიების 97% PHP დეველოპერის საწყის ანაზღაურებად 2500ლ ს ასახელებს, ხოლო C# სა და .NET  საწყისი ანაზღაურებაა  3.500 ლ

ფინანსური მართვის სფეროდან კვლავ აქტუალურია ბუღალტრის პროფესია, სადაც ორგანიზაციების 60% -თვის მნიშვნელოვანია მენეჯერული უნარები, 80%-თვის ინგლისური ენის ცოდნა. ბუღალტრის ანაზღაურება განსხავდება ინდუსტრიის მიხედვით. მაღალია საწყისი ანაზღაურება საცალო ქსელსა დ სადისტრიბუციო კომპანიებში, სადაც საწყისი ანაზღაურება მერყეობს 2000- 3000ლ მდე.

სამსახურის ცვლილებაზე ინსორსის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დასაქმების ბაზრის მოთხოვნას (გაყიდვები, დეველოპერი, ბუღალტერი) მეტნაკლებად შეესაბამება რესურსის მიწოდება, რადგან სამუშაოს ცვლილების  ერთერთი მაღალი ინტერესი დაფიქსირდა  ფინანსების, იტ და გაყიდყვების პროფესიებში.

 

2020 წლის ივნისის თვის დასაქმების ბაზრის ანალიზი
HRM სფეროს კვლევა (2020 წლის დეკემბრის შედეგები)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა (2020 წლის სექტებრისა და ოქტრომბრის მონაცემები)
ახალი რეალობის დასაქმების ბაზარი (2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვის ანალიზი)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა
კვლევა: როგორ იმოქმედა Covid -19-მა ჩვენს სამუშაო განწყობასა და მოტივაციაზე
2018 წლის იანვარი-აპრილის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის მეოთხე კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები (პირველი 3 კვარტლის მონაცემებით)
HR მენეჯერების რჩეული კითხვები გასაუბრების ჩასატარებლად
სამსახურში დაგვიანების მიზეზები
ინტერვიუზე ხშირად დასმული კითხვები
რას ფიქრობს ხალხი განვითარებაზე?
2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
რა შემთხვევაში შეიცვლიდით სამსახურს? (გამოკითხვის შედეგები)
რა მუსიკას უსმენენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები
სამუშაო გარემოსა და ოფისის კულტურის კვლევის შედეგები
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები (2016)
2015 წლის IV კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
საშუალო რგოლის მენეჯერების ჩართულობის ანალიზი
რატომ მიდიან თანამშრომლები მენეჯერისგან?
2015 წლის III კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
მოტივაციის შესაფასებელი გამოკითხვის შედეგები
2015 წლის II კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები
ინტერვიუს კითხვების გამოკითხვის შედეგები