ინტერვიუს კითხვების გამოკითხვის შედეგები

ნაცნობები ხშირად გვეკითხებიან  რამდენად სწორად უპასუხეს გასაუბრებაზე დასმულ შეკითხვებს. ასევე, ხშირად  გვიზიარებენ და გვიყვებიან, თუ რა კითხვები დაუსვეს კომპანიის წარმომადგენლებმა ინტერვიუზე. იმიტომ, რომ ინფორმაციის გაზიარება გახშირდა, ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა კვლევა, თუ რომელია ის კითხვები, რომლებიც ყველაზე "ხშირად დასმული კითხვებია" ინტერვიუზე.

გადავწყვიტეთ შემოგვეთავაზებინა სტანდარტული კითხვების ჩამონათვალი, ის რაც ყველა კომპანიაში ისმის და ნებისმიერი კანდიდატისთვის ნაცნობია - აუცილებლად დაუსვამენ ამ კითხვას. ამას გარდა, მონაწილეებს ვთხოვეთ გაეზიარებინათ მათი შთაბეჭდილება არასტანდარტულ, "უცნაურ" კითხვებზე,  რომლებიც მათი აზრით შესაუბამო იყო ვაკანსიის მოთხოვნებთან  და გაუჭირდათ პასუხს გაცემა. კვლევაში 800-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ჩვენმა ინიციატივამ ძალიან საინტერესო შედეგები მოგვცა.

ქვემოთ მოყვანილ ინფოგრაფიკაში ასახულია თუ რა არის სტანდარტული კითხვების სიხშირე  და შევარჩიეთ  ყველაზე საინტერესო, "უცნაური" კითხვები, რომელზე პასუხის მოძებნა ჩვენც გაგვიჭირდა :)

სტანდარტული კითხვებიდან ყველაზე ხშირია:  "მოგვიყევით თქვენს შესახებ";  "მოგვიყევით თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ" და "რა იცით ჩვენს კომპანიაზე?"

ნაკლებია სიხშირე შემდეგი კითხვებისა: "რა იცით ვაკანსიის შესახებ?"; "რამდენი წელია მუშაობთ?" და "რომელ წლებში სწავლობით?"

როგორც კვლევამ აჩვენა, რესპოდენტების უმრავლესობა შეუსაბამო კითხვად მოიაზრებს ოჯახის წევრებისა და პირადი ცხოვრების შესახებ კითხვებს და ამ მოსაზრებას ჩვენც ვიზიარებთ - ეს კითხვა კანდიდატის პოზიციასთან შესაბამისობის შეფასებაში საერთოდ არ დაეხმარება კომპანიის წარმომადგენელს.

უინტერესო და შეუსაბამო კითხვად მიაჩნიათ "სად ხედავთ თავს 5 წლის შემდეგ" - ეს კითხვა კარგია, როდესაც კომპანია განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს ეძებს.

რესპოდენტების უმრავლესობამ დაგვიტოვა კომენტარი, რომ ცუდი კითხვაა დაოჯახებისა და ბავშვის შეძენის  შესახებ - ამაშიც ვეთანხმებით რესპოდენტებს. მშობიარობის გრაფიკზე საუბარი ძალინ სენსიტიურია და ცოტა დისკრიმინაციულიც.

რესპოდენტების ნაწილმა დააფიქსირა აზრი, რომ  კითხვა დადებით და უარყოფით მხარეებზე უნტერესოა. - ეს კითხვა კვლავ საინტერესოა იმ შემთხვევაში, თუ გვჭირდება გაუმჯობესებაზე ორიენტირებული კანდიდატი და არ უნდა ვკითხოთ კანდიდატს ისე, ზოგადად სასაუბროდ.

"რატომ უნდა აგიყვანოთ სამსახურში"- საინტერესო კითხვაა და რესპოდენტებიც ეთანხმებიან ამ კითხვის საჭიროებას.  ასევე საჭირო და შესაფერის კითხვებად.

როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, ჩვენმა პოტენციურმა კანდიდატებმა ძალიან კარგად იციან, თუ რა კითხვები უნდა დავუსვათ მათ გასაუბრებაზე და უკმაყოფილებას გამოხატავენ, როდესაც მათი და ჩვენი დრო არასწორად იხარჯება ინტერვიუზე.

ჩვენი აზრით, ინტერვიუზე კანდიდატს უნდა ვკითხოთ მისი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ, ვაკანსიასა და ჩვენს კომპანიაზე მისი ინტერესის შესახებ და მოტივაციის შესახებ. ის კითხვები, რომელზე პასუხიც თვითონაც არ ვიცით, უმჯობესია არ დავსვათ ინტერვიუზე და განსაკუთრებით მაშინ, თუ კითხვა ინდივიდუალურ მოსაზრებას ეხება და არა ცოდნას.

გისურვებთ წარმატებებს!

2020 წლის ივნისის თვის დასაქმების ბაზრის ანალიზი
HRM სფეროს კვლევა (2020 წლის დეკემბრის შედეგები)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა (2020 წლის სექტებრისა და ოქტრომბრის მონაცემები)
ახალი რეალობის დასაქმების ბაზარი (2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვის ანალიზი)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა
კვლევა: როგორ იმოქმედა Covid -19-მა ჩვენს სამუშაო განწყობასა და მოტივაციაზე
2018 წლის იანვარი-აპრილის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის მეოთხე კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები (პირველი 3 კვარტლის მონაცემებით)
HR მენეჯერების რჩეული კითხვები გასაუბრების ჩასატარებლად
სამსახურში დაგვიანების მიზეზები
ინტერვიუზე ხშირად დასმული კითხვები
რას ფიქრობს ხალხი განვითარებაზე?
2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
რა შემთხვევაში შეიცვლიდით სამსახურს? (გამოკითხვის შედეგები)
რა მუსიკას უსმენენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები
სამუშაო გარემოსა და ოფისის კულტურის კვლევის შედეგები
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები (2016)
2015 წლის IV კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
საშუალო რგოლის მენეჯერების ჩართულობის ანალიზი
რატომ მიდიან თანამშრომლები მენეჯერისგან?
2015 წლის III კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
მოტივაციის შესაფასებელი გამოკითხვის შედეგები
2015 წლის I კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2015 წლის II კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები