რა შემთხვევაში შეიცვლიდით სამსახურს? (გამოკითხვის შედეგები)

ცხოვრების მანძილზე სამსახურის შეცვლის გადაწყვეტილება ყოველ ჩვენგანს მივიღია. გადაწყვეტილების მიღებისას ყველა სხვადასხვანაირად ვიქცევით; ზოგისთვის ანაზღაურებაა საინტერესო, ზოგისთვის პოზიცია, ზოგს სფეროს და პროფესიის შეცვლაც კი სურს. დაგვაინტერესა, თუ რას აქცევენ ყურადღებას ადამიანები, როდესაც საკითხი სამსახურის შეცვლას ეხება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა გამოკითხვა,  რომელიც გაგრძელდა 3 კვირა და მასში მონაწილეობა მიიღო  2000-მდე  დაინტერესებულმა პირმა.  წარმოგიდგენთ გამოკითხვის შედეგებს და შედეგების  ანალიზს, ინფოგრაფიკაში  შეგიძლიათ იხილოთ ვიზუალურად გადმოცემული ინფორმაცია იმ ხუთი  პროფესიის შესახებ, რომლებიც გამოკითხულთა უმრავლესობას წარმოადგენს და ქმნის ძირითად ცოდნას დასაქმების ბაზარზე. 

მონაწილეთა 69% ქალია. გამოკითხულთა უმეტესობა (28%) 26-30 წლის ასაკობრივ ჯგუფშია, 26% 31-35 წლისაა, ხოლო 21%  -  21-25 წლის ასაკობრივ ჯგუფშია.

მონაწილეთა 19% ფინანსისტია, 14% - HR, 12% - მარკეტერი, 10% - გაყიდვების მენეჯერი და 9% IT პროფესიონალი. სწორედ, ამ პროფესიის ადამიანების მოლოდინებს გაგაცნობთ ინფორმაციას  ინფოგრაფიკის სახით:

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ყველა პროფესიასა და ასაკობრივ ჯგუფზე,  ზოგადი სურათი ასეთია:  ყველა  რესპოდენტის მიმდინარე საშუალო ხელფასი (Median) 1600 ლარია. მონაწილეთა 17% სამსახურის აქტიური მაძიებელია, 15% აქტიურად განიხილავს სამუშაო შეთავაზებებს, 52% არ არის მაძიებელი, მაგრამ საინტერესო შეთავაზებით დაინტერესდებოდა, ხოლო მხოლოდ 4% არ განიხილავს ახალ შეთავაზებებს. 55% შეიცვლიდა სამსახურს უკეთესი პოზიციისა და უკეთესი ანაზღაურების პირობებში, ხოლო 22% - გადავიდოდა იგივე პოზიციაზე უკეთესი ანაზღაურების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ სამუშაოს აქტიური მაძიებლების 39% უკეთეს პოზიციას და უკეთეს ანაზღაურებას გეგმავს,  ხოლო 29%-სთვის მისაღებია იგივე პოზიციაზე უკეთესი ანაზღაურების პირობა.

მათთვის, ვინც არ განიხილავს ცვლილებას მიმდინარე კარიერაში,  ფიქრობს რომ ცვლილების შემთხვევაში, მომვალი ანაზღაურება ( ხელფასი ) მიმდინარე ანაზღაურებას 55%-ით უნდა აღემატებოდეს. ასეთი ადამიანების მიმდინარე საშუალო ანაზღაურება  2500 ლარს შეადგენს.

პასიური კანდიდატებიც (ადამიანი, რომელიც   არ ეძებს სამსახურს, მაგრამ შეთავაზებას მაინც განიხილავს) გათვლას მაღალ ანაზღაურბეაზე აკეთებენ, თუკი მათთვის კარიერის ცვლილება გახდება აქტუალური.

სამუშაოს აქტიური მაძიებლები მიმდინარე ხელფასზე საშუალოდ 43%-ით მეტ ანაზღაურებას ელოდება. მათი მიმდინარე საშუალო ანაზღაურება 1100 ლარია. მონაწილეთა 41%-სთვის საინტერესოა მიმდინარე ბიზნეს ინდუსტრიისა და სფეროს შენარჩუნება საინტერესოა.  განსაკუთრებული ინტერესი  გამოიხატა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობების მიმართ. გამოკითხულთა 18%-ს სურს მსგავს კომპანიაში დასაქმება. გამოკითხულდა ინტერესის სფეროებს მიეკუთვნება   საკონსულტაციო ბიზნესი (7%), საბანკო-საფინანსო სექტორი (7%), ტელეკომუნიკაცია (4%) და წარმოება (4%).

გამოკითხულთა მიმდინარე, გავრცელებული ბენეფიტებია ჯანმრთელობის დაზღვევა (67%) და სატელეფონო ლიმიტი (61%). აგრეთვე , გავრცელებულია ფასდაკლების ბარათები (15%), კვებით (13%) და საწვავით უზრუნველყოფა (13%). გამოკითხულთა 10% არ სარგებლობს ბენეფიტით.

სწავლის დაფინანსება, შვილების სწავლის დაფინანსება, საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა, თავისუფალი გრაფიკი, დამსაქმებლის პროდუქტებზე/მომსახურებაზე ფასდაკლება - ასეთი ბენეფიტებით სარგებლობს გამოკითხულთა 2 %

სამსაუხის ცვლილებისთვის, რესპოდენტთა 79%-სთვის ბენეფიტებიც  საინტერესო. ცვლილების შემთხვევაში გამოკითხულთა 92%-ს სურს  ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, 72% - სატელეფონო ლიმიტი, 26% - საწვავის ანაზღაურება, 23% -  ფასდაკლებები სხვადასხვა გასართობ და გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში, 18% - კვების დაფინანსება, 14% -  ტრანსპორტით უზრუნველყოფა, 12% - კომპანის ავტომობილის მფლობელობაში გადაცემა.

როგორც კვლევამ აჩვენა, ანაზღაურება ნომერ პირველი პრიორიტეტია სამსახურის ცვლილების სურვილისას, შემდეგი პრიორიტეტული ინტერესია ბენეფიტები და ასევე მნიშვნელოვანია თანამდებობა, ანუ ინდივიდის კარიერული ცვლილება.

 

 

 

2020 წლის ივნისის თვის დასაქმების ბაზრის ანალიზი
HRM სფეროს კვლევა (2020 წლის დეკემბრის შედეგები)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა (2020 წლის სექტებრისა და ოქტრომბრის მონაცემები)
ახალი რეალობის დასაქმების ბაზარი (2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვის ანალიზი)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა
კვლევა: როგორ იმოქმედა Covid -19-მა ჩვენს სამუშაო განწყობასა და მოტივაციაზე
2018 წლის იანვარი-აპრილის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის მეოთხე კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები (პირველი 3 კვარტლის მონაცემებით)
HR მენეჯერების რჩეული კითხვები გასაუბრების ჩასატარებლად
სამსახურში დაგვიანების მიზეზები
ინტერვიუზე ხშირად დასმული კითხვები
რას ფიქრობს ხალხი განვითარებაზე?
2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
რა მუსიკას უსმენენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები
სამუშაო გარემოსა და ოფისის კულტურის კვლევის შედეგები
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები (2016)
2015 წლის IV კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
საშუალო რგოლის მენეჯერების ჩართულობის ანალიზი
რატომ მიდიან თანამშრომლები მენეჯერისგან?
2015 წლის III კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
მოტივაციის შესაფასებელი გამოკითხვის შედეგები
2015 წლის I კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2015 წლის II კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები
ინტერვიუს კითხვების გამოკითხვის შედეგები