ახალი რეალობის დასაქმების ბაზარი (2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვის ანალიზი)

 

Covid 19-ის გავლენა ეკონომიკაზე და დასაქმების ბაზარზე მუდმივი კვლევის ობიექტი გახდა. მსოფლიოს ლიდერმა საკონსულტაციო კომპანიებმა თუ ეკონომიკური კვლევის ცენტრებმა  ცალკე მიმართულებადაც კი  აქციეს ახალი რეალობის ეკონომიკისა და შესაბამისად, დასაქმების ბაზრის, ცოდნის ბაზრის და უმუშევრობის ტენდენციების შესწავლა.  მაგალითად, Deloitte საუბრობს, რომ  ახალი რეალობაში კომპანიებს ახალი  უნარები სჭირდებათ იგივე ინოვაციების, მაღალი შედეგების და  თუნდაც WFH (work from home)  სამართავად. McKinsey ივლისის კვლევაში, Covid 19 -  Adapting Performance Management and Leadership,დამაჯერებელ არგუმენტებს გვიზიარებს იმის შესახებ, რომ ახალ რეალობში თანამშრომლების შეფასების მეთოდის შეცვლაც კი აუცილებელია. ახალი რეალობა ითხოვს შეფასდეს მხოლოდ გუნდის შედეგები, ლიდერებმა კი  თანამშრომლებს გაუზიარონ უკუკავშირი ნებისმიერ დროს და მხოლოდმათ უნარებზე, ინტერესებსა და ღირებულებებზე. ამას გარდა, ახალი რეალობა ლიდერებისგან მოითხოვს, იცოდნენ და ზრუნავდნენ გუნდის წევრების  განწყობაზე, უნდა გამოხატონ მხარდაჭერა და თანამშორმლებს ასწავლონ საქმიან თუ ემოციურ სირთულეებთან ურთიერთობა და არა დაძლევა. McKinsey-ის იგივე სტატიის მიხედვით, ახალი რეალობის ბიზნესი მომავალი  გუნდის წევრს დაიქირავებს უფრო მეტად ღირებულებებისა და უნარების თავსებადობის და არა გამოცდილების მიხედვით. ეს კი კომპანიებისგან სწავლებისა და განვითარების ახალ მოდელს მოითხოვს.

ჯერ კიდევ 2012 წელს, Deloitte აკეთებდა პროგნოზს, რომ ტექნოლოგიური პროგრესის გამო 21 საუკუნეში ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმდება ტექნოლოგიების, სერვისის, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ახალი რეალობა  ტექნოლოგიურ პროგრესს ნაკლებად“ბრალდება“,  მსოფლიოს დასაქმების ბაზარი სწორედ ასეთ ცვლილებებს განიცდის- ჩნდება და ქრება პროფესიები ტექნოლგიებშიც კი, იზრდება მოთხოვნა სერვისის სფეროდან (მაგ:  delivery boy, ანუ კურიერი), ჩნდება ახალი პროფესიები და სფეროებიც კი ჯანმრთელობის სფეროში. რაც მთავარია, ამ სიახლეებს ახალი ცოდნა და შესაბამისად, განათლება სჭირდება, ხოლო განვითარებასთან ერთად   ინდუსტრიებსაც - ახალი პროფესიონალები.

Covid-19 ის გავლენა ჩვენი ქვეყნის დასაქმებისა და ტალანტების ბაზარზე  ბევრ ადამიანს აინტერესებს, ზოგი სამსახურის მაძიებელია, ზოგი დაინტერესებული, ზოგი კი მომავლისთვის ემზადება.  დაპირებისამებრ  ჩვენ გავაგრძელეთ დასაქმების ბაზრის კვლევა და ივლისი- აგვისტოს ტენდენციებიც გავაანალიზეთ (ჩვენი 2020 წლის ივნისის დასაქმების ბაზრის კვლევა შეგიძლიათ იხილოთ http://insource.ge/ge/node/496 ). ვფიქრობთ, მივბაძოთ McKinsey ს ტენდენციას, შევქმნათ რუბრიკა ‘ახალი რეალობის ტალანტების ბაზარი“ და კიდევ უფრო დეტალური ინფორმაციაც გავუზიაროთ დაინტერესებულ პირებს.

ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში დასაქმების ბაზარი გააქტიურდა საკმაოდ შესაშური მაჩვენებლით და მიმდინარე წლის ყველაზე აქტიური თვის, მარტის ნიშნულს  (2355 ვაკანსია) გადააჭარბა, კერძოდ: ივლისში დაფიქსირდა -2444 ვაკანისა, ხოლო აგვისტოში კი 2691 ვაკანსია.

მიდმინარე ორი თვის სტატისტიის მიხედვით, ყველაზე აქტიურ ინდუსტრიებს მიეკუთვნება მომსახურება და ვაჭრობა, შემდეგ კი წარმოება და ფინანსური სექტორი (ბანკი, დაზღვევა, მიკროსაფინანსო კომპანიები)

მომსახურების სფერომ  ყველაზე მაღალი მოთხოვნა შექმნა კურიერებზე, ქოლცენტრის ოპერატორებსა და ავტოსერვისზე. უნდა აღინიშნოს რომ, ქოლცენტრი, როგორ მომსახურების ერთერთი მიმართულება, საკმაოდ აქტიური დამსაქმებელია და ვითარდება  სერვისების მიწოდების სხვადასხვა ტექნოლოგიები, შესაბამისად ჩნდება  ახალი სამუშაო ადგილებიც, როგორიცა  ონლაინ კონსულტანტი, ონლაინ მომსახურების  სპეციალისტი და სხვ.

ვაჭრობა და დისტრიბუცია ყოველთვის მაღალ მოთხოვნას ქმნის გაყიდვების სფეროს სპეციალისტებსა და პროფესიონალებზე. ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში  სფერომ 1158 ვაკანსია გამოაცხადა. განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა შექმნა სავაჭრო ქსელმა -სუპერმარკეტები, ჰიპერმარკეტები, სხვადასხვა სპეციფიკის მაღაზიების ქსელი (მაგ: ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, სამშენებლო მასალებით ვაჭრობა, ტექნიკით ვაჭრობა)

დისტრიბუციის სფერომ ძირითადი მოთხოვნა შექმნა დისტრიბუტორების (302 ვაკანსია), პრისელერების (56 ვაკანსია), მძღოლი დისტრიბუტორებისა (34) და სავაჭრო მარკეტინგის მიმართულებით (12 ვაკანსია)

აღსანიშნავია, წარმოების სფეროს გამოკვეთილი გააქტიურება. ამ სფერომ ჯამურად 246 ვაკანსია შექმნა, უმეტესად დამხმარე პროფესიონალებზე (დამლაგებელი, შემფუთველი, მუშა, ელექტრიკოსი და სხვ) და ყველაზე  მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა პურ-პროდუქტების (30%)  ხორც-პროდუქტების (28%), ღვინისა და ალკოჰოლური წარმოების (14%) სექტორში. ამას გარდა, გაიზარდა მოთხოვნა სამშენებლო მასალებისა და ავეჯის წარმოების მიმართულებითაც და ამ ორმა სფერომ, ჯამურად, ორი თვის განმავლობაში 83 ვაკანსია შექმნა.

ფინანსური სექტორი ისევ არ კარგავს ლიდერის პოზიციებს. ბანკებმა, სადაზღვევო კომპანიებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ჯამურად 206 ვაკანსია დააფიქსირა. ამ ვაკანსიების 40% რეგიონებს მიეკუთვნება. საბანკო სფერომ ჯამურად შექმნა 168 ვაკანისა და ჭარბობდა მოთხოვნა ისეთ  პოზიციებზე, როგორიცაა კლიენტების მომსახურე ოპერატორი, ონლაინ მომსახურების ოპერატორი,  საკრედიტო ექსპერტი, ბანკირი, შემფასებელი და იტ სფეროს პროფესიონალები. საბანკო სექტორში ცალკე მიმართულებად იკვეთება ციფრული ბანკი, რომელმაც 21 ვაკანსია დააფიქსირა და ცხადია, ძირითადად ტექნოლოგიების მიმართულებით: დეველოპერი, ბიზნესის ანალიტიკოსი, ანალიტიკოსი, პროდუქტ მენეჯერი.

კიდევ ერთი ინდუსტრია, რომელიც აქტიურ დამსაქმებლად მოიაზრება ჯანდაცვის სფეროა, კერძოდ: კლინიკების ქსელი, სააფთიაქო ქსელი, სამედიცინო წარმომადგენლობები, ლაბორატორიები. ჯამურად, ამ სფეროდან 162 ვაკანსია შეიქმნა, საიდანაც 96 ვაკანსია ეკუთვნის კლინიკების ქსელს, 49- ფარმაცევტულ ბიზნესს, 7- ესთეტიკურ მედიცინას, 10- ლაბორატორიას და 32 სამედიცინო წარმომადგენლობებს.

ყურადღება მიიქცია გართობა- დასვენების სექტორმაც, სადაც ლიდერია  გემბლინგი, შემდეგ კი ფიტნესი და გასართობი კომპლექსები:  გემბლინგი- 45 ვაკანსია (იტ და ტექნოლოგიები 70%) , ფიტნესი- 26 ვაკანსია (ტრენერი, მასაჟისტი, მომსახურე პერსონალი), დასასვენებელი კომპლექსები - 25 ვაკანსია (გაყიდვები და მარკეტინგი 40%, ბარი და სამზარეულო - 25%, დამხმარე პერსონალი- 35%)

ნელნელა ვითარდება და ქმნის ვაკანსიებს ელექტრონული კომერციაც. ამ ახალმა სფერომ ჯამურად 13 ვაკანსია შექმნა, ძირითადად კურიერისა და კლიენტების მომსახურე ოპერატორების პოზიციებზე.

გამოიკვეთა აქტიურობა განათლების სფეროდან, სადაც 12 ვაკანსია შექმნა უნივერსიტეტმა, 5- კვლევითმა ცენტრმა,  18- სკოლამ და  8 - საბავშვო ბაღი. ძირითადად ამ სფეროს მოთხოვნა აკადემიურ პერსონალზე დაფიქსირდა (ლექტორი, პედაგოგი)

ინდუსტრიების გარდა, საინტერესოა რა არის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში. ცხდია ესაა გაყიდვები (47%), იტ და ტექნოლოგიები (28%), ციფრული მარკეტინგი. ბოლო ორი თვის განმავლობაში,  მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა ფინანსებისა და ბუღატლერიის სფეროს სპეციალისტებზე (8%), ადამიანური რესურსის მართვის სპეციალისტებზე (8%) მარკეტინგის (5%)  და პრ სფეროს სპეციალისტებზეც (4%)

ვინაიდან IT  ყოველთვის დიდ ყურადღებას იპყრობს, გაგიზიარებთ  თუ რა პროფესიებზე შეიქმნა მოთხოვნა ძირითადად ბანკებიდან, IT კომპანიებიდან, გემბლინგიდან და ელექტრონული კომერციდან: 104 ვაკანსია ეკუთვნის დეველოპერებს (ჭარბობს: React, .Net, PHP, Full stack, Backend, Frond End) 

 

IT სფეროს დანარჩენი ვაკანსიები მიეკუთვნება - მხარდაჭერას (13 ვაკანსია), DevOps (12 ვაკანსია), Product Owner (10 ვაკანსია), უსაფრთხოება (6 ვაკანსია), DBA ( 5 ვაკანსია), სოფტვეარ არქიტექტორი (4), ქსელის ადმინისტრატორი (5), ტესტერი (12).

უნდა აღინიშნოს, IT სფეროში იზრდება მოთხოვნა პროდუქტის მენეჯერის (Product owner) პოზიციაზე. აქვე ყურადღება მიიპყრო  შემცირებულმა მოთხოვნამ  პროექტ მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც სულ რაღაც 3 წლის წინ ერთერთი ყველაზე მოთხოვნად საქმედ და პროფესიად მოიაზრებოდა სფეროში.

ციფრული ბიზნესის სტრუქტურა ასევე საინტერესოა. ამ ახალ, სწრაფად გავნითარებად სფეროში გაჩნდა ახალი მოთხოვნა UI /UX დეველოპერზე და არა დიზაინერზე. ჯამურად, ციფრული ბიზნესის სპეციალისტებზე შექიმნა 56 ვაკანსია და სტრუქტურა შემდეგია:

ციფრული ბიზნესის სპეციალისტებზე მოთხოვნა ძირითადად შექმნა ელექტრონულმა კომერციამ (44%), გემბლინგმა (32%), ბანკები და დაზღვევა ( 17%) და ციფრული მარკეტინგის სააგენტოებმა (7%).

გარდა დასაქმებისა, ბოლო ორი თვის განმავლობაში კომპანიები ქმნიან სტაჟირების შესაძლებლობებსაც და ეს ტენდენცია მზარდია, მაგ: ივლისის თვეში კომპანიებმა 47 მოთხოვნა დააფიქსირეს სტაჟირებაზე (წარმოება, ვაჭრობა, დისტრიბუცია, ალკოჰოლოური სასმელების წარმოება), ხოლო აგვისტოს თვეში 32 მიწვევაა სტაჟირებაზე. ვფიქრობთ ეს ტენდენციაც აუცილებლად გახდება ჩვენი დაკვირვების ობიექტი მომდევნო პერიოდშიც. ამას გარდა, მცირდება ვაკანსიებში მაღალი და საშუალო რგოლის ვაკანსიების ხვედრითი წილიც: განყოფილების ხელმძღვანელის ვაკანსია 0.04 %, დირექტორი- 0,01%, ჯგუფის უფროსი 0.4%

პოსტპანდემიის შედეგად, დასაქმების ბაზრის ცვლილებები აშკარად იკვეთება. საინტერესოა რა შინაარსს შეიძენს ჩვენი ტალანტების ბაზარი. ცხადია, მომდევნო პერიოდის ტენდენციებს კვლავ გაგიზიარებთ. 

2020 წლის ივნისის თვის დასაქმების ბაზრის ანალიზი
HRM სფეროს კვლევა (2020 წლის დეკემბრის შედეგები)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა (2020 წლის სექტებრისა და ოქტრომბრის მონაცემები)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა
კვლევა: როგორ იმოქმედა Covid -19-მა ჩვენს სამუშაო განწყობასა და მოტივაციაზე
2018 წლის იანვარი-აპრილის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის მეოთხე კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები (პირველი 3 კვარტლის მონაცემებით)
HR მენეჯერების რჩეული კითხვები გასაუბრების ჩასატარებლად
სამსახურში დაგვიანების მიზეზები
ინტერვიუზე ხშირად დასმული კითხვები
რას ფიქრობს ხალხი განვითარებაზე?
2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
რა შემთხვევაში შეიცვლიდით სამსახურს? (გამოკითხვის შედეგები)
რა მუსიკას უსმენენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები
სამუშაო გარემოსა და ოფისის კულტურის კვლევის შედეგები
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები (2016)
2015 წლის IV კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
საშუალო რგოლის მენეჯერების ჩართულობის ანალიზი
რატომ მიდიან თანამშრომლები მენეჯერისგან?
2015 წლის III კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
მოტივაციის შესაფასებელი გამოკითხვის შედეგები
2015 წლის I კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2015 წლის II კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები
ინტერვიუს კითხვების გამოკითხვის შედეგები