2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

სხვადასხვა საქმიან თუ არასაქმიან წრეებში, დასაქმება და სამუშაო ადგილები 2016 წელსაც  აქტუალურ თემად დარჩა. ზოგადად, დასაქმების ბაზრის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მზარდია 2010 წლიდან და ეს ის პერიოდია, როდესაც ბიზნეს კონიუნქტურამ ცვლილება და განვითარება დაიწყო საქართველოში.

ინსორსმა კვლავ დაამუშავა 2016 წლის მონაცემები და ინფორმაცია მოიძია საქართველოში ვაკანსიების განსათავსებელ ვებგვერდებზე, ლინქდილსა და კომპანიის ვებგვერდებზე.

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმების ბაზარს ცვლილება არ განუცდია - ჩვენ  მიმდინარე წლის  მონაცემები შევადარეთ 2015 წლის მონაცემებს და მოთხოვნა პროფესიებსა თუ სამუშოების შემსრულებლებზე უმნიშვნელო ცვლილებეს ატარებს.

გაყიდვების მენეჯერი კვლავ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა მთელი წლის განმავლობაში (9.7%). ამ სამუშაოზე მოთხოვნას ძირითადად მომსახურების სფერო (82%) და საცალო ქსელი (7%) ქმნიდა.  2016 წლის განმავლობაში გაიზარდა ბიზნესის საჭიროება  კონსლუტანტების დაქირავებაზე (8.9%) და ამ მოთხოვნას ძირითადად საცალო ქსელი ქმნიდა (100%).

2016 წელს გააქტიურდა  სარესტორნო ბიზნესი და  ზოგადად, HoReCa სექტორიც. ამ სექტორმა შექმნა  მაღალი მოთხოვნა მიმტანებისა (6.8%)  და დიასახლისების  (56%) დასასაქმებლად. ამას გარდა, იგივე სექტორიდან 5.4% ვაკანსიებისა მოდიოდა მზარეულებზე.

სუპერმარკეტებიდან და ზოგადად, საცალო ქსელიდანაც მაღალი იყო მოთხოვნა დიასახლისებზე - ვაკანსიების  56% სწორედ ამ პოზიციაზე გამოცხადდა

რაც შეეხება ფინანსურ სექტორს, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ბანკები. მათი აქტიურობა საკრედიტო ოფიცრებზე ასე გადანაწილდა: ვაკანსიების 56% ეკუთვნის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს; 44% კი ბანკს.

გაყიდვების მენეჯერებთან ერთად, კვლავ აქტიურია დისტრიბუტორის პოზიციაზე დასაქმების მსურველების ძიება და  2016 წლის ვაკანსიების 4.3% სწორედ ამ პოზიციებზე მოდის.

ასევე აქტიურია მოთხოვნა ბუღალტრის პოზიციაზე და 2016 წელს ამ პროფესიაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა  (ბუღალტრის ვაკანსიის 36%) დაფიქსირდა მომსახურების სფეროში (სალონი, საკონსულტაციო მომსახურება სხვადასხვა მიმართულებით, ტრენინგ ცენტრი და სხვ.).

მოცემული მონაცემებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ კომპანიები ვაკანსიების ვებგვერდებს ძირითადად მასიური რეკრუტინგისთვის მიმართავენ, რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა. სამუშაოს საძებელი ვებგვერდებიდან ნელნელა ქრება გენერალური დირექტორის, დირექტორის და სხვა მსგავსი ვაკანსიები, რაც პროფესიონალის საძიებლად არასწორი ადგილი აღმოჩნდა ბევრი კომპანიისთვის.

2020 წლის ივნისის თვის დასაქმების ბაზრის ანალიზი
HRM სფეროს კვლევა (2020 წლის დეკემბრის შედეგები)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა (2020 წლის სექტებრისა და ოქტრომბრის მონაცემები)
ახალი რეალობის დასაქმების ბაზარი (2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვის ანალიზი)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა
კვლევა: როგორ იმოქმედა Covid -19-მა ჩვენს სამუშაო განწყობასა და მოტივაციაზე
2018 წლის იანვარი-აპრილის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის მეოთხე კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები (პირველი 3 კვარტლის მონაცემებით)
HR მენეჯერების რჩეული კითხვები გასაუბრების ჩასატარებლად
სამსახურში დაგვიანების მიზეზები
ინტერვიუზე ხშირად დასმული კითხვები
რას ფიქრობს ხალხი განვითარებაზე?
რა შემთხვევაში შეიცვლიდით სამსახურს? (გამოკითხვის შედეგები)
რა მუსიკას უსმენენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები
სამუშაო გარემოსა და ოფისის კულტურის კვლევის შედეგები
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები (2016)
2015 წლის IV კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
საშუალო რგოლის მენეჯერების ჩართულობის ანალიზი
რატომ მიდიან თანამშრომლები მენეჯერისგან?
2015 წლის III კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
მოტივაციის შესაფასებელი გამოკითხვის შედეგები
2015 წლის I კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2015 წლის II კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები
ინტერვიუს კითხვების გამოკითხვის შედეგები