IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა

დღეს ტექნოლოგიები ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ყოველდღიური ქმედებები, დიდწილად, ჩვენს მობილურ ტელეფონებსა და პერსონალურ კომპიუტერებს უკავშირდება. ჩვენ ერთმანეთს ტექსტურ შეტყობინებებით ვუკავშირდებით სხვადასხვა Messanger აპლიკაციის საშუალებით, ვესაუბრებით კოლეგებსა თუ მეგობრებს Zoom-ისა თუ Google Meet-ის ვიდეო ზარების მეშვეობით, სიახლეებს მედია გამოცემების ვებ-გვერდსა თუ Facebook გვერდზე ვეცნობით, ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს Twitter-ისა თუ Facebook-ის საშუალებით, გადავადგილდებით ტაქსის გამოძახების აპლიკაციის დახმარებით და ასე შემდეგ...

ტექნოლოგიებმა არა მარტო ინდივიდუალური ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება, არამედ დღევანდელი ბიზნეს სამყაროც შეცვალა. შეგვიძლია დავიწყოთ იმით, რომ დღეს კომპანიების მარკეტინგის ბიუჯეტის დიდი წილი სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა თუ Google-ის პლატფორმებზე იხარჯება. ამასთან, საბანკო მომსახურებების მიღება დღეს სრულიად ონლაინ შეგვიძლია, ბეჭდური მედია ნელ-ნელა ონლაინ გამოცემებმა ჩაანაცვლეს, სასწავლო დაწესებულებებმაც შექმნეს ონლაინ პლატფორმები, სადაც ცოდნის მიღება სრულიად დისტანციურადაა შესაძლებელი.  ამასთან, ტექნოლოგიებმა გაამარტივეს ბიზნესის ყოველდღიური ოპერაციები - თუნდაც, კარანტინის პერიოდში Zoom, Google Meet თუ Slack ყველა ბიზნესის სამუშაოს განუყოფელი ნაწილი გახდა. მანამდე კი ERP სისტემებმა ბევრი ადმინისტრაციული თუ ფინანსური ხარჯების შემცირება შეძლეს.

ამ ყველაფრის შემქმნელები კი IT პროფესიონალები არიან. შესაბამისად, დღევანდელ ტექნოლოგიურ ერაში მათი საჭიროება როგორც ბიზნესში, ისე სამთავრობო სტრუქტურებში ძალიან მაღალია. IT პროფესიონალებზე მაღალ მოთხოვნას Linkedin-ის 2020 წლის ივნისის თვის მონაცემებიც ადასტურებს, რომლის მიხდვითაც დღეს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესია IT დეველოპერია. ბიზნესისა თუ საჯარო სექტორის მხრიდან დეველოპერებზე მაღალი მოთხოვნის არსებობა ჩვენმა 2020 წლის დასამქების ბაზრის კვლევამაც დაადასტურა, რომლის მიხედვითაც IT პროფესონალებზე მოთხოვნა ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.

ანაზღაურება

მსგავსმა მოთხოვნამ IT პროფესიონალების ხელფასების ზრდაც გამოიწვია. Glassdor-ის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში IT დეველოპერის საშუალო ანაზღაურება 76,526$-ია.გასულ თვეს, ჩვენც ჩავატარეთ კვლევა, სადაც მონაწილეობა 375-მა IT პროფესიონალმა მიიღო. ამ კვლევის შედეგების მიხედვით, IT სფეროში,  ყოველწლიური შემოსავლები  ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 48 %-ის ყოველწლიური შემოსავალი 60000 ლარზე ნაკლებია, 3%-ის  წლიური შემოსავალი  250,000 ლარს შეადგენს  1%-ის ყოველწლიურ შემოსავალი 350,000-ზე მეტია, ხოლო 2 %-ის 450,000 ლარს აღემატება. ანაზღაურება დარიცხულია და წარმოდგენილია ლარში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კვლევის მიხედვით,  ჩვენს ბაზარზე ყველაზე ხშირად გავრცელებული ყოველწლიური ანაზღარეუბა 60.000ლ ზე ნაკლებია. რაც შეიძლება აიხსნას იმ ფაქტით, რომ ამ სფეროში 1-2 წლის სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალისტები იტ სფეროში, უკვე  56%ს შეადგენს.  

 

როგორც ავღნიშნეთ, IT პროფესიონალების ანაზღაურება ერთმანეთისგან გამოცდილების მიხედვით განსხვავებულია: Glassdoor-ის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში უმცროსი  დეველოპერის საშუალო ანაზღაურება წლიურად დაახლოებით 65,056$ შეადგენს, ხოლო Senior დეველოპერის ანაზღაურება საშუალოდ 91,727$-ია. ჩვენი კვლევის მიხედვით,  2-დან 4 წლამდე გამოცდილების მქონე (გამოკითხულთა 36%) სპეციალისტების ანაზღაურება 1100-2000 ლარს აღწევს (ხელზე ასაღები), ხოლო 5-დან 7 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე პროფესინალების ( 33% _. ანაზღაურება 3500-დან 6000 ლარამდე მერყეობს. მაღლი ანაზღაურება ფიქსირდება ჩვენს ბაზარზეც Senior დეველოპერის პოზიციაზე, სადაც   8-10წ სამუშაო გამცდილების მქონე IT პროფესიონალების ხელფასი 6100-დან 10000 ლარამდე მერყეობს.

 

განსხვავება ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურებას შორის

 

ცნობილია ის ფაქტიც, რომ მსოფლიოში ქალების ანაზღაურება მამაკაცების ანაზღაურებაზე დაბალია. 2020 წლის Business Insider-ის კვლევის მიხედვით განსხვავება ქალების საშუალო ხელფასსა და მამაკაცების საშუალო ხელფასს შორის 18,9 პროცენტია. გადავწყვიტეთ დაგვედგინა თუ რამდენად განსხვავდებოდა საქართველოში ქალი დეველოპერების ანაზღაურება მამაკაცების ანაზღაურებისგან. ჩვენი რესპოდენტების 78% მომარობითი სქესის წარმომადგენელია, ხოლო 22%- მდედრობითი. ყოველთვიური ანაზღაურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 10,000 ლარზე მეტი გამოკითხული მამაკაცების 9%-ს აქვს, ხოლო ქალების - 1%-ს. ამასთან,  ყოველთვიური ანაზღაურება 6100-დან 10000 ლარამდე გამოკითხული მამაკაცების 18 %-ს აქვს, ხოლო ქალების - 16 %-ს.

შეთავაზება, გადაწყვეტილება, ცვლილება

IT პროფესიონალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია კომპანიების განსხვავებული მიდგომა  მათ შერჩევასა და შენარჩუნებაზე.  ამას გარდა,  თვალშისაცემია, რომ ჩვენთანაც იქმენბა და ვითარდება IT რეკრუტერერის ვაკანსია.  ვინაიდან მოთხოვნა ძალიან მაღალია,  იტ IT სფეროს წარმომადგენლები ძალიან ხშირად და ერთდროულად რამდენიმე შეთავაზებას იღებენ სამსახურზე.  ეს გადავამოწმეთ კვლევითაც, რომლის მიხედვითაც, ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩვენი  რედპოდენტების 25 %-მა სამსახურზე შეთავაზება მიიღო 5 -ზე მეტჯერ,  , 17 % მა - 3 ჯერ, ხოლო 23%- მა პროცენტმა 4 ჯერ.

შეთავაზებების სიმრავლიდან გამდინარე, დიდია ალბათობა იმისა, რომ IT პროფესიონალს გაუმჯობესებული პირობები და საინტერესო საქმეს სთავაზობენ. შესაბამისად, ისინი სამსახურს სხვა პროფესიის წარმოამდგენლებთან შედარებით, უფრო ხშირად იცვლიან. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა მეოთხედმა (25%-მა) ბოლო სამი წლის განმავლობაში სამსახური 5ჯერ ან მეტჯერ შეიცვალა.

ჩვენმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კომპანიის განხილვისას დეველოპერების ძალიან დიდი ნაწილი (92%) ანაზღაურებას აქცევს ყურადღებას. მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად მოქნილი იქნება  სამუშაო გრაფიკი  და  შეძლებენ თუ არა იმუშაონ ნებისმიერი ადგილიდან. გარდა სამუშაო გარემოსი და პირობებისა, ცხადია, სამსახურზე შეთავაზების განხილვისას, IT პროფესიონალები დიდ ყურადღებას აქცევენ სამუშაოების შინაარს, ტექნოლოგიებს და სტრატეტიულ მიზნებსაც კი. 

 

Covid 19-ის შემდეგ IT პროფესიონალებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა, მომავალში ამ მოთხოვნის შემცირებას არ პროგნოზირებენ. მზარდი  მოთხოვნა და პროფესინალების სიმცირე კიდევ უფრო მეტად გაართულებსIT პროფესიონალების შერჩევასა და მათ შენარჩუნებასაც კი, თუ რა არის გამოსავალი ასეთი დეფიციტური ცოდნის შევსებისა, დღეს და ჯერჯერობით, კორპორატიული „უნივერსიტეტებია“, სადაც მსურველები სხვადასხვა კოდირების ენებს ეუფლებიან. ამას გარდა, სასურველი იქნება, თუ შენარჩუნდება და გაიზრდება ტენდენცია ე.წ ‘დამყწები“ (ანუ მცირე გამოცდილების მქონე) ტალანტების მოზიდვა და შემდეგ მათი შენარჩუნება. თუმცა ეს რჩევებია, კომპანიების საჭიროებები კი ინდივიდუალური.

IT სფეროში არსებულ განაკვეთებსა თუ მოტივებს, დადგენილი პერიოდულობით მოვიკვლევთ და ცხადია, გაგიზიარებთ ჩვენს ვებგვერდზე.

 

2020 წლის ივნისის თვის დასაქმების ბაზრის ანალიზი
HRM სფეროს კვლევა (2020 წლის დეკემბრის შედეგები)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა (2020 წლის სექტებრისა და ოქტრომბრის მონაცემები)
ახალი რეალობის დასაქმების ბაზარი (2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვის ანალიზი)
კვლევა: როგორ იმოქმედა Covid -19-მა ჩვენს სამუშაო განწყობასა და მოტივაციაზე
2018 წლის იანვარი-აპრილის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის მეოთხე კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები (პირველი 3 კვარტლის მონაცემებით)
HR მენეჯერების რჩეული კითხვები გასაუბრების ჩასატარებლად
სამსახურში დაგვიანების მიზეზები
ინტერვიუზე ხშირად დასმული კითხვები
რას ფიქრობს ხალხი განვითარებაზე?
2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
რა შემთხვევაში შეიცვლიდით სამსახურს? (გამოკითხვის შედეგები)
რა მუსიკას უსმენენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები
სამუშაო გარემოსა და ოფისის კულტურის კვლევის შედეგები
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები (2016)
2015 წლის IV კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
საშუალო რგოლის მენეჯერების ჩართულობის ანალიზი
რატომ მიდიან თანამშრომლები მენეჯერისგან?
2015 წლის III კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
მოტივაციის შესაფასებელი გამოკითხვის შედეგები
2015 წლის I კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2015 წლის II კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები
ინტერვიუს კითხვების გამოკითხვის შედეგები