სამსახურში დაგვიანების მიზეზები

მოქნილი სამუშაო გრაფიკის შესახებ ბევრმა ვიცით და მოგვწონს. მოქნილობა სამუშაო საათებში გულისხმობს 8 საათიანი სამუშაო დღის დაწყებისა და დასრულების სურვილისამებრ მართვას. ბევრი ორგანიზაცია ცდილობს გუნდის წევრებს შესთავაზოს მოქნილი გრაფიკით მუშაობა, მაგრამ ამბობენ, რთულია და ამიტომ, ტრადიციულ, მართვად სამუშაო გრაფიკს ამჯობინებენ. 
სამსახურში დროულად მისვლა ნებისმიერი ორგანიზაციისა თუ მენეჯერისათვის მნიშვნელოვანია ბევრი რამის გამო, მაგალითად: სამსახურში დროულად მისვლისას "დილის ამბების" მოსმენაში ყველა მონაწილეობს ("დილის ამბები" ყველა გუნდს აქვს - წინა დღის და არასაქმიან ამბებზე საუბრობენ, ფინჯან ყავასთან ერთად); დროულად მისვლა გულისხმობს სამუშაოების დროულად დაწყებასაც და გუნდის დროულ დახმარებასაც, დროულად მისვლა მნიშვნელოვანია ასევე კლიენტების მომსახურებისათვის და სხვ.
სამსახურში დაგვიანება კი ნებისმიერი თანამშრომლის "ცდუნებაა", თითქმის ყველას გვაგვიანდება ზოგს ე.წ "ობიექტური" და ზოგს "არაობიექტური" მიზეზების გამო. 
რამოდენიმე თვის წინ, ამერიკულმა ვებსაიტმა "გლასდრომა" (კომპანიებისა და ლიდერების ანონიმური რეიტინგი თანამშრომლების მიერ) გაგვიზიარა საინტერესო მიზეზები, რომლებსაც ადამიანები სამსახურში დაგვიანების გამო ასახელებდნენ. მიზეზები იმდენად საინტერესო და სახალისო იყო, ჩვენც დავინტერესდით, რა არის მიზეზები, რომლითაც "თავს ვიმართლებთ" დაგვიანების დროს. აღმოჩნდა, ჩვენთანაც საინტერესო და სახალისო სიაა.
ბმულზე მოცემულია ინფორგრაფიკი, სადაც ლიდერსობს "საცობში ვიყავი". დაგვიანების მიზეზად რესპოდენტების 35% დაასახელა "მაღვიძარამ არ დარეკა"; 12% ის მიზეზია - "რაღაცამ მომწამლა გუშინ" (ჩვენი გამოცდილებით, ეს ნაბახუსევზე დაგვიანების საუკეთესო მიზეზია, თუ გნებავთ - გამოიყენეთ :) ) მოგვეწონა რესპოდენტების მიერ შემოთავაზებული "ექიმთან ვიყავი" - შესანიშნავი მიზეზია, ვერ მოგვედავება მენეჯერი - ექიმთან ყველას უწევს მისვლა 
გული დაგვწყდა, ჩამონათვალში არ მივუთითეთ, "ვიღაცამ ჩამიყენა მანქანა, ჩამკეტა და სანამ ტაქსი მოვიდა"- ეს მიზეზი ბევრმა დაასახელა და უნდა დავეთანხმოთ, ორშაბათობით ძალიან ხშირად ხდება- 'ჩაგიყენებენ მანაქნას და ხელს გიშლიან მოძრაობაში" - ეს ხუმრობით, ისე კი ორშაბათი ნამდვილად მძიმე დღეა და წარმატებულ ორშაბათს გისურვებთ!

2020 წლის ივნისის თვის დასაქმების ბაზრის ანალიზი
HRM სფეროს კვლევა (2020 წლის დეკემბრის შედეგები)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა (2020 წლის სექტებრისა და ოქტრომბრის მონაცემები)
ახალი რეალობის დასაქმების ბაზარი (2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვის ანალიზი)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა
კვლევა: როგორ იმოქმედა Covid -19-მა ჩვენს სამუშაო განწყობასა და მოტივაციაზე
2018 წლის იანვარი-აპრილის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის მეოთხე კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები (პირველი 3 კვარტლის მონაცემებით)
HR მენეჯერების რჩეული კითხვები გასაუბრების ჩასატარებლად
ინტერვიუზე ხშირად დასმული კითხვები
რას ფიქრობს ხალხი განვითარებაზე?
2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
რა შემთხვევაში შეიცვლიდით სამსახურს? (გამოკითხვის შედეგები)
რა მუსიკას უსმენენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები
სამუშაო გარემოსა და ოფისის კულტურის კვლევის შედეგები
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები (2016)
2015 წლის IV კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
საშუალო რგოლის მენეჯერების ჩართულობის ანალიზი
რატომ მიდიან თანამშრომლები მენეჯერისგან?
2015 წლის III კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
მოტივაციის შესაფასებელი გამოკითხვის შედეგები
2015 წლის I კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2015 წლის II კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები
ინტერვიუს კითხვების გამოკითხვის შედეგები