IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა (2020 წლის სექტებრისა და ოქტრომბრის მონაცემები)

IT   ტალანტების ბაზრის მიმართ ინტერესები კვლავ მზარდია. რადგან ბევრჯერ ვახსენეთ, რომ პანდემიამ ძალიან დააჩქარა ბიზნესის გაციფრულების და ტექნოლოგიური ცვლილებების პროცესი, უბრალოდ ავღნიშნავთ რომ გაციფრულების ტემპი შეუქცავადი გახდა და საქართველოში კი IT  კომპანიებისთვის  ბიზნესის წარმოების მოქნილი საგადასახადო სისტემა კიდევ უფრო მეტ და განსხვავებულ დინამიკას შესძენს აღნიშნულ სფეროს.

გარდა გაციფრულებისა, პანდემიამ დააჩქარა თანამშორმლობის ხასიათის შეცვლაც და დღეს, IT სფერო ერთერთი ლიდერია, სადაც  ე.წ ფრილენსერობის ან remote working (მუშაობა დამოუკიდებლად და დისტანციურად) ტემპი მზარდია, რაც შედეგად გამოიწვევს კომპანიებდან მოთხოვნის ხასიათის ცვლიებასაც- თანამშორმლობა წამოიწყონ არა full time ანუ სრულ განაკვეთზე, არამედ ფრილენსერული სამუშაოების გასაწევად. ამ ვარაუდს ადასტურებს ასევე შეუქცევად მზარდი მოთხოვნა ადგილობრივი თუ არაქართული კომპანიებიდან IT ტალანტებზე, რასაც ტალანტების მიწოდება დღეს ვერ აკმაყოფილებს.

ბოლო ორი თვის განამავლობაში (სექტემბერი-ოქტომბერი) IT სფეროში დაფიქსირდა 117 ვაკანსია, საიდანაც 77 მოთხოვნა მიეკუთვნება დეველოპერს, 11 Product Owner, 4-  ბიზნესის ანალიტიკოსს , 6 ტესტერს და დანარჩენიკი იტ სპეციალისტი (5), სისტემური ინჟინერი (2), სოფთვეარ არქიტექტორი (3), იტ მენეჯერი, (4) AI დეველოპერი (2)  გადანაწილდა.

საინტერესოა, დამსაქმებლის გაზრდილ ინტერესს როგორ შეესაბამება IT ტალანტების მოლოდინები. სექტემბრის თვეში, კვლავ მივმართეთ თხოვნით IT პროფესიონალებს , გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და მოლოდინები, თუ რა არის მათთვის საინტერესო ვაკანსიები, ინდუსტრიები, საქმე და თანამშრომლობის პირობები.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 445 პირმა, საიდანაც 38% აქვს მუშაობის 2-4 წლიანი გამოცდილება, 26%  5-7 წლიანი სამუშო სტაჟი, 11%-ს - 8-10 წლიანი, ხოლო 10%-ის სამუშაო გამოცდილება აღემატება 10  წელს.

ჩვენი რესპოდენტებიდან 209 დველოპერია, მათი 15 % .Net დეველოპერია, 10% -Java, 18 % - React, 18% -PHP, 12%- Node.js, 10%- Angular, 6% -Python, 7%-Ios, ხოლო 4% Android.

ჩვენი რესპოდენტების 6% პროექტ მენეჯერია, 3% სისტემური ინჟინერი, 4% -Product Owner, 3% - ბიზნესის ანალიტიკოსი. ყურადღება მიიქცია შედარებით ახალი როლების განაწილებამაც: CTO-5.6%; Scrum Master -2.2%, Tech Lead -7.2%, Devops-2.1%

აც შეეხება კიდევ უფრო ახალ, თანამედროვე პროფესიებს როგორიცაა Full-stack developer, Data Engineer, Data Scientist,- რესპოდენტების მხოლოდ 1 % ს მიეკუთვნება.

რესპოდენტების მიხედვით, ყველაზე მოთხოვნად .Net დეველოპერების მინიმალური ანაზღაურება შეადგენს 1000 ლარზე ნაკლებს (6,3%)   ლარს, ხოლო მაქსიმუმი კი 7000 ლარზე მეტს ლარს (14), საშუალო ანაზღაურებად კი 2100-3500 ლარის განაკვეთი შეგვიძლია მოვიაზროთ, რადგან ეს ანაზღაურება რესპოდენტების 26,6% მა დააფიქსირა

ვინაიდან Java დეველოპერიც მოთხოვნადია, 27,5% მა აღნიშნა, რომ მისი ანაზღაურება 2100-3500 ლარია, ხოლო 20% მა ანაზღაურების განაკვეთად  დააფიქსირა 5100-7000 ლარი.

როგორც ჩანს, React დეველოპმენტის ანაზღაურება განსხვავდება Java და .Net გან, რადგან 30,2% ის მიხედვით, მათი ანაზღაურება 1100-2000 ლარია. ასეთი სხვაობის მიზეზი კი შეიძლება იყოს ამ ტექნოლოგიის შედარებით ახალგაზრდა ასაკიც და შედარებით მცირე გამოცდილებაც (6 თვე- 1 წელი). მობილური აპლიკაციების დეველოპმენტების ანაზღაურება კი ასე გამოიყურება:

კვლევის მონაწილეების ინფორმაციის მიხედვით, iOs, მინიმალური ანაზღაურება 1100-2000 ლარიაა (7,1%) საშუალო განაკვეთი 3600-5000ლ, (28,6%), მაქსიმუმი კი 7000 ლარზე მეტი (32,1%).

Android: ყველაზე გავრცელებულია 3600-5000 (30,7%) ხოლო მაქსიმალური 7000ლ ს აღწევს, თუმცა გამოკითხულების 15,4% მა მიუთითა განსხვავებული განაკვეთიც.

ბოლო ორი თვის განმავლობაში დაფიქსირებული მოთხოვნების მიხედვით, პოპულარულია ასევე Angular დეველოპერიც, სადაც 1 წლამდე გამოცდილების ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია, ხოლო შედარებით მაღალი კვალიფიკაციისთვის საშუალო ხელფასი3600-5000 ლარს უახლოვდება.

ფისქირებული ანაზღაურების გარდა, პოპულარულ ტექნოლოგიებში საბონუსე ანაზღაურებებიც გამორჩეულია. მაგალითისთვის, .Net დეველოპერის წლიური საშუალო ბონუსი აღემატება 40.000ლარს, ამავე ნიშნულს უახლოვდება Java დეველოპერისადა PHP დეველოპერის საბონუსე ანაზღაურებაც.

აღსანიშნავია, რომ ერთის მხრივ, „მმართველობითი“ როლები, როგორიცაა პროექტის მენეჯერი, პროდუქტის მფლობელი, CTO , მეორეს მხრივ დიზაინის, ხარისხისა და პროდუქტების განვითარების როლებიც მსგავს, წლიურ საბონუსე ანაზღაურებაზე მიუთითებენ > 40.000. 

კველვის მონაწილეების 46% მა აღნიშნა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში სამუშაოზე შეთავაზება მიიღო მინიმუმ ოთხჯერ და მეტჯერ, 19% აღნიშნავს რომ 3 ჯერ, 17. %მა კი სამუშაოზე შეთავაზება მიიღო მინიმუმ 2 ჯერ. სხვა კომპანიებიდან შეთავაზების მიუხედავად, გამოკითხულების 30% აღნიშნავს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში სამსახური შეიცვალა მხოლოდ ერთხელ, 27% მიუთითა, რომ არ შეუცვლია სამსახური, ხოლო 25 %მა ორჯერ მოახერხა სამსახურის ცვლილება.

სამუშაო შეთავაზებებს ყველაზე ხშირად იღებენ  iOS დეველოპერი 24%,  Android  დეველოპერი- 25.1 , PHP დეველოპერი- 26.1, Product Owner – 17.3, UX/UI დიზაინერი- 6.3%

მოთხოვნა-მიწოდების დინამიკის თუნდაც მინიმალური ანალიზისთვის, HR მენეჯერებისგან მოვიძიეთ ინფორმაცია, თუ რა არის დამსაქმებლებთან\ IT სფეროს ვაკანსიების სიხშირე. გამოვკითხეთ 28 ორგანზიაციის  HR მენეჯერი და გამოკითხული მენერეჯების 39% -მა აღნიშნა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში, მათ ორგანიზაციაში 5 ზე მეტი ვაკანსიაა IT მიმართულებით, 10.7 % მა აღნიშნა რომ დაახლოებით 5 ვაკანსიაა სფეროში. ყველაზე ხშირი ვაკანსიებია IT კომპანიებში -17.9%, შემდეგ  ლიდერობს ბანკში -17.9%, გემბლინგი 7,1% და სახელმწიფო უწყებები- 14,3%.

HR მენეჯერების გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე ხშირია ვაკანსიები PHP დეველოპერის (25%), . Net დეველოპერის 21.4%,  Android დეველოპერის- 17,9%,  ბიზნეს ანალიტიკოსის 21,4%, UX/UI დიზაინერის -14.3%  და პროექტ მენეჯერის -25%  პოზიციებზე.

აღმოჩნდა, რომ გასული 6 თვის განმავლობაში კომპანიებმა დაიქირავეს 5 ზე მეტი IT  პროფესიონალი 35.7%, 4 ტალანტი შეიძინა 14.3% მა, და 1 კი 14,3-მა კომპანიამ.

გამოკითხივს მიხედვით,  IT  პროფესიონალის დაქირავებას საშუალოდ სჭირდება 3 თვე, თუმცა რესპოდენტებმა აღნიშნეს, რომ მოახერხეს სასურველი კანდიდატის დაქირავება 1 ან 2 თვეშიც.

მაღალი კონკურენციის პირობებში, დაგვაინტერესა, თუ რას სთავაზობენ მომავალი დამქირავებლები „ძვირადღირებულ“ რესურსს. გამოვიკითხეთ თუ როგორია ანაზღაურების სტრუქტურა. გამოკითხული 28 კომპანიიდან, 32.1 % აღნიშნავს რომ IT ტალანტების განვითარებისთვის აქვთ მენტორინგის პროგრამა, 35.7 % მა მიუთთა, რომ განვითარებისთვის იყენებენ შეფასების სისტემას. კომპანიებს დავუსვით კითხვა, აქვთ თუ არა IT სფეროში სტაჟირების პროგრამა სწავლების მიზნით, საიდანაც57.1 %-მა აღნიშნა, რომ მსგავის პროგრამები აქვთ.

გამოკითხული კომპანიების 53,8% მა დააფიქსირა, რომ .Net 2-3 წლიან გამოცდილებას, საშუალო ანაზღაურებად სთავაზობს 3500-5000ლარს; იგივეა შეთავაზება  Java დეველოპერზე, React, Angular, PHP, iOs და Android დეველოპმენტზე.  რაც შეეხება პროექტების მართვას, Product Owner და UI/UX აქ შეთავაზება ვარირებს 2100- 3500 ლარის ფარგლებში.  ვინაიდან IT ტალანტების არსებული ანაზღურება შეთავაზებას ემთხვევა, შეიძლება ვივარაუდოთ რომ IT ტალანტების მოძიებისთვის საჭირო ხანგრძლივ ვადას ეს მოცემულობაც განაპირობებს.

 

2020 წლის ივნისის თვის დასაქმების ბაზრის ანალიზი
HRM სფეროს კვლევა (2020 წლის დეკემბრის შედეგები)
ახალი რეალობის დასაქმების ბაზარი (2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვის ანალიზი)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა
კვლევა: როგორ იმოქმედა Covid -19-მა ჩვენს სამუშაო განწყობასა და მოტივაციაზე
2018 წლის იანვარი-აპრილის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის მეოთხე კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები (პირველი 3 კვარტლის მონაცემებით)
HR მენეჯერების რჩეული კითხვები გასაუბრების ჩასატარებლად
სამსახურში დაგვიანების მიზეზები
ინტერვიუზე ხშირად დასმული კითხვები
რას ფიქრობს ხალხი განვითარებაზე?
2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
რა შემთხვევაში შეიცვლიდით სამსახურს? (გამოკითხვის შედეგები)
რა მუსიკას უსმენენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები
სამუშაო გარემოსა და ოფისის კულტურის კვლევის შედეგები
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები (2016)
2015 წლის IV კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
საშუალო რგოლის მენეჯერების ჩართულობის ანალიზი
რატომ მიდიან თანამშრომლები მენეჯერისგან?
2015 წლის III კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
მოტივაციის შესაფასებელი გამოკითხვის შედეგები
2015 წლის I კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2015 წლის II კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები
ინტერვიუს კითხვების გამოკითხვის შედეგები