ინტერვიუზე ხშირად დასმული კითხვები

გასაუბრება, იგივე თანამშრომლის შერჩევის ინტერვიუ დიდი ხანია აქტუალური თემაა, რომელზეც ბევრს საუბრობენ კონსულტანტები, რეკრუტინგის მენეჯერები და ადამიანები, ვისაც ამ პროცესის გამოცდილება აქვს

მენეჯერებისთვის ბევრია რჩევა , როგორ უნდა წარმართონ გასაუბრება, რა ჯობია ცოდნის, თუ მოტივაციის დაქირავებარატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიის ძირითადი ღირებულებების გამზიარებელი ადამიანის შერჩევა და არა მაინდამაინც მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება; რატომ უნდა დავუთმოთ შერჩევას ყველაზე მეტი დრო და სხვ

ცნობისთვის, ინტერვიუ ეს ორ მხარეს შორის დიალოგია და სულაც არ არის მიზანშეწონილი კანდიდატი გრძნობდეს, რომ კანდიდატია დაუნდა შეარჩიონ”. კვლავ ცნობისთვის, შერჩევის ინტერვიუ მინიმუმ 30 წთ. და მაქს. 1 სთ. გრძელდება და თავისი სტრუქტურაც აქვს: შესავალი (.წ. icebreaking) ინფორმაციის მოძიება (information gathering), ინფორმაციის გადამოწმება (what if მიდგომა, ანუ

სხვადასხვა სიტუაციების/ქეისების განხილვა) და დასასრული, როდესაც კანდიდატს დამატებით ინფორმაციას აწვდიან და კიდევ ერთხელ სთხოვენ, მისთვის საინტერესო კითხვების დასმას

ძალიან საინტერესოა რჩევები სამუშაოს მაძიებლებისთვისაც, როდესაც კონსულტანტები თუ ექსპერტები ურჩევენ, თუ როგორ უნდა მოემზადონ, როგორ წარადგინონ საკუთარი თავი, როგორ უპასუხონ კითხვასსად ხედავთ თქვენს თავს 5 წლის შემდეგ”? და სხვ.

ხშირია, როდესაც ადამიანებს გვაინტერსებს, თუ რატომ დასვა მენეჯერმა თუნდაც ზემოთხსენებული კითხვა - “სად ხედავთ თქვენს თავს 5 წლის შემდეგ?” ასევე ხშირად ვცვლით მოსაზრებებს რაკითხვები დაგვისვესინტერვიუზე და რა დასვკნა თუ შეფასება გააკეთა ჩვენზე ინტერვიურმა ამავე კითხვებით.

ვიფიქრეთ, კვლავ საინტერესო იქნებოდა გასაუბრების მეორე მხარის - კანდიდატების გამოცდილების მოსმენა და მათთვის საინტერესო თუ უცნაურ კითხვებზე ინფორმაციის მოძიება.

ონლაინ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გასაუბრებაზე ყველაზე ხშირად დასმული კითხვებია: 1) კითხვა ანაზღაურებაზე; 2) კითხვაკ ანდიდატის გამოცდილებაზე და 3) კითხვა კომპანიის შესახებ ინფორმაციის ფლობაზე.

სამივე კითხვა ინტერვიუს სხვადასხვა პროცესს მიეკუთვნება და უნდა ვიცოდეთ, რომ: 1. კითხვა ხელფასზე - ნიშნავს ინტერვიუ დასასრულს მიუახლოვდა 2. კითხვა, “რა იცით ჩვენს კომპანიაზემიმართულია კანდიდატის კომპანიისა და საქმისადმი ინტერესის შესაფასებლად. რაც შეეხება კითხვას თუ თხოვნასმოგვიყევით თქვენს შესახებეს სწორედ ე.წ.ყინულის გასადნობიანუ ინტერვიუს შესავალი ნაწილია, რომლის დროსაც კანდიდატმა საკუთარი ცოდნა-გამოცდილების რეზიუმე უნდა გააკეთოს.  

ჩვენს მკითხველებს აუცილებლად ეცოდინებათსტრესული გასაუბრებისშესახებაც. ესაა გასაუბრება, რომლის დროსაც ინტერვიუერი კანდიდატს გამომწვევ კითხვებს უსვამს და აკვირდება კანდიდატს, შეძლებს თუ არააღელვებულმდგომარეობაში ლოგიკურ მსჯელობას. მოგეხსენებათ, როცა ემოციები ჭარბობს, “საღი აზრიისვენებს... გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ისეთი კითხვები, როგორიცაარატომ წამოხვედით სამსახურიდან”, “რატომ ფიქრობთ, რომ წარმატებული ხართ?” ასეთ კითხვებს მიეკუთვნება.

ბევრი ლიდერისთვი სსასურველია განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანთან მუშაობა, გასაუბრებაზე ამ უნარსაც თავისი შესაბამისი კითხვები აქვს და ასეთებიასად წარმოგიდგენიათ თავი XX წლის შემდეგ”, “რატომ შეესაბამებით ვაკანსიას?”, “რატომ უნდა შეგარჩიოთ თქვენ” ? “რა არის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები?”

არსებობს კრეატიული კითხვები, რომლებსაცგუგლისკ ითხვებიცკი ჰქვია. კრეატიული კითხვები ადამიანის არასტანდარტული აზროვნების (out of box thinking) შესაძლებლობებსა დასაზღვრებსგამოვალენს, მაგ: შეძლებს თუ არა ადამიანი ასანთის ყუთში სპილოს ჩასმას. ასეთი უნარი ალბათ ბევრ პროფესიას არ სჭირდება, მაგრამ მაინც პოპულარულია. კრეატიული კითხვების ნიმუშებიამარსზე რომ მიდიოდეთ, რას წაიღებდით?”  “რამდენი ფოთოლია თბილისში?” “რამდენი წრე გაჩნდება წყალზე, თუ კენჭს მოისვრითდა სხვ? სხვათაშორის, 2015 წლიდან კრეატიული კითხვების პოპულარობა დაეცა, რადგან არც თუ ისე ეფექტური აღმოჩნდა თუნდაც კრეატიული აზროვნების შესაფასებლად.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ჩვენთან ინტერვიუს სტანდარტული კითხვების გამოყენება სწორად ხდება და ძალიან კარგი საშუალებაა მენეჯერმა მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის ცოდნასა და გამოცდილებაზე, მოტივაციასა და განვითარების სურვილზე. თუმცა, აღმოვაჩინეთ ნამდვილად საინტერესო კითხვებიც, რომლების მიზნობრიობა ცოტა ბუნდოვანია, თუმცა ინტერვიუერებისგან რესპოდენტებმა მოისმინეს და პასუხის გაცემაც მოუწიათ.

ინფოგრაფიკით მოცემულია, ინტერვიუს კითხვები, რომლებიც გაგვიზიარეს რესპოდენტებმა საკუთარი გამოცდილებისა და შეფასების მიხედვით.

 

2020 წლის ივნისის თვის დასაქმების ბაზრის ანალიზი
HRM სფეროს კვლევა (2020 წლის დეკემბრის შედეგები)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა (2020 წლის სექტებრისა და ოქტრომბრის მონაცემები)
ახალი რეალობის დასაქმების ბაზარი (2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვის ანალიზი)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა
კვლევა: როგორ იმოქმედა Covid -19-მა ჩვენს სამუშაო განწყობასა და მოტივაციაზე
2018 წლის იანვარი-აპრილის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის მეოთხე კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები (პირველი 3 კვარტლის მონაცემებით)
HR მენეჯერების რჩეული კითხვები გასაუბრების ჩასატარებლად
სამსახურში დაგვიანების მიზეზები
რას ფიქრობს ხალხი განვითარებაზე?
2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
რა შემთხვევაში შეიცვლიდით სამსახურს? (გამოკითხვის შედეგები)
რა მუსიკას უსმენენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები
სამუშაო გარემოსა და ოფისის კულტურის კვლევის შედეგები
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები (2016)
2015 წლის IV კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
საშუალო რგოლის მენეჯერების ჩართულობის ანალიზი
რატომ მიდიან თანამშრომლები მენეჯერისგან?
2015 წლის III კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
მოტივაციის შესაფასებელი გამოკითხვის შედეგები
2015 წლის I კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2015 წლის II კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები
ინტერვიუს კითხვების გამოკითხვის შედეგები