სოციალურ ქსელში პოპულარულია ფრაზა “თანამშრომელი ტოვებს მენეჯერს და არა საქმეს”. ამ ფრაზის პოპულარობამ გვიბიძგა მოგვეკვლია მცირე აუდიტორია და დაგვეზუსტებინა მაინც რატომ მიდიან მენეჯერისაგან თანამშორმლები.
ონლაინ გამოკითხვის მეთოდით, შევძელით გაგვეგო 600 დასაქმებულის აზრი, დატოვეს თუ არა სამსახური მენეჯერის გამო. ანონიმურად გამოკითხული რესპოდენტების 83%-მა სამსახური დატოვა მენეჯერის გამო და 56% მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. როგორც ჩანს, მენეჯერის სამუშაო საკუთარ მენეჯერთან რთულია და მენეჯერბიც ტოვებენ ორგანიზაციას.
(გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
სამუშაოს დატოვების ყველაზე ხშირად დაფიქსირებული მიზეზია მენეჯერის მიერ შექმნილი სტრესი და დაძაბულობა (44%). რესპოდენტების მიერ დატოვებული კომენტარებიდან, დაძაბულობისა და სტრესის ძირითადი მიზეზებია - გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაჭიანურება და/ან გადაწყვეტილების მიღების უნარის არ ქონა; სწრაფად ცვლადი და ბუნდოვანი დავალებები (“ხასიათის მიხედვით იცვლებოდა სამუშაოები”; “მთხოვდა იმ საქმის შესრულებას, რაც მას აწყობდა და ჩემს კომპეტენციაში არ შედიოდა”), მენეჯმენტის არცოდნა, თანამშრომლების ხშირად დაქირავება და გათავისუფლება.
შედეგების მიღწევისა და ზოგადად, ეფექტური მენეჯმენტისთვის, მნიშვნელოვანია მენეჯერისა და გუნდის წევრების გაზიარებული ხედვა თუ მიდგომა იგივე შედეგებსა თუ შესასრულებელ ამოცანებზე. ორგანიზაციიდან წასვლის მეორე ძირითად მიზეზად კი სწორედ მენეჯერისა და თანამშრომლების განსხვავებული ხედვა დაფიქსირდა. რესპოდენტების 27%-მა დადებითად უპასუხა შეთავაზებულ კითხვას “საქმესთან დაკავშირებით, ჩემი და მენეჯერის მოსაზრებები არ ემთხვეოდა ერთმანეთს”.
სწორი და ეფექტური დელეგირება მენეჯერის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპეტენციაცაა და ფუნქციაც. გუნდის მართვას, შექმნასა და შედეგების მიღწევას სწორედ ეფექტურად დელეგირებული სამუშაოები განაპირობებს. ეფექტური დელეგირება გულისხმობს თანამშრომლის უნარების მიხედვით სამუშაოებისა თუ საქმეების განაწილებას. სწორედ ეს მნიშნველოვანი კომპენტეცია დაფიქსირდა სამსახურიდან წასვლის კიდევ ერთ ძირითად მიზეზად, სადაც რესპოდენტების 26%-მა სამსახურიდან წასვლის მიზეზად დაასახელა “არასწორად დაგეგმილი და განაწილებული საქმე”, 9% - “არ ვიცოდი რა იყო ჩემი საქმე, 7% - “მაძლევდა იმაზე მეტ საქმეს, ვიდრე შემეძლო შემესრულებინა”.
შედეგების აღიარება და წახალისება, დროული უკავშირი და განვითარების მხარდაჭერა კვლავ მენეჯერის საქმე და კომპეტენციაა და როგორც გამოკითხვამ გვაჩვენა, კიდევ ერთი სისუსტე. გამოკითხულთა 19%-ს მიაჩნია, რომ მისი შედეგები არ დაფასდა და არ ჰქონდა შესაბამისი ანაზღაურება, 16% - სამსახური დატოვა განვითარებისა და უფრო მეტი სწავლის შესაძლებლობების არქონის გამო, ხოლო 13% - “არ მქონდა შედეგების აღიარება”.
საერთო მიზნის გარშემო გუნდის ორგანიზება კვლავ აუცილებელია გუნდის შედეგების მისაღებად. მენეჯერის კვლავ აუცილებელი კომპეტენცია და საქმეა ორგანიზაციის გეგმების, გუნდის გეგმების გუნდის წევრებთან კომუნიკაცია და საერთო ხედვის გაზიარება. რესპოდენტების 10%-ის სამსახურიდან წასვლის მიზეზი სწორედ ინფორმაციის სიმწირე და არფლობა გახდა.
გამოკითხულთა 16%-მა გაგვიზიარა, რომ განსხვავებული პიროვნული ღირებულებები სამსახურიდან წასვლის მიზეზია, რაც კვლავ მენეჯერის, როგორც შერჩევის ლიდერის შეცდომაა და აუცილებლად იწვევს გუნდის წევრების დაკარგვას.
კვლევის შედეგების მიხედვით, მენეჯერის ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთერთი ძირითადი კომპეტენცია ხალხის მართვა, ფაქტიურად გუნდის წევრების დაკარგვის ძირითადი მიზეზია.