კომპანია ინსორსი აგრძელებს დასაქმების ბაზრის კვლევას. ამჯერად წარმოგიდგენთ სამუშაოს მაძიებლების სტრუქტურისა და სამუშაოს მოძიების მეთოდების კვლევის შედეგებს. გამოკითხვის მიზანი იყო შეგვესწავლა თუ ვინ არიან სამსახურის მაძიებლები, რა საშუალებებით ეძებენ სამსახურს და როგორ აწვდიან საკუთარი მიღწევების შესახებ ინფორმაციას პოტენციურ დამსქმებლებს.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1187-მა ადამიანმა, საიდანაც 64% დასაქმებულია, 49% - არ არის აქტიური მაძიებელი, თუმცა ღიაა სამსახურის შეცვლისთვის, ანუ დაინტერესდება უკეთესი სამუშაოს შეთავაზებით. გამოკითხულთა უმრავლესობამ (68%) დააფიქსირა, რომ ერთი წელია სამუშოს ძიების პროცესში არიან; 75%-ს დასაქმებისათვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად პირადი კონტაქტები მიაჩნია. გამოკითხულთა მხოლოდ 32%-მა შეიცვალა სამუშაო ადგილი ვაკანსიების განთავსების ვებ-გვერდების საშუალებით. როგორც კვლევამ აჩვენა, სამუშოს მოძიების ყველაზე გავრცელებულ საშუალებად (79%) კვლავ ვაკანსიების განთავსების ვებ-გვერდები რჩება.
საკუთარი გამოცდილებისა და უნარების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად გამოკითხულთა 36% იყენებს Linkedin-ს, 33% - Facebook-ს, ხოლო 31%-მა დააფიქსირა, რომ არ მიმართავს სოციალურ და პროფესიულ ქსელს.
დასაქმების მიზნით, Linkedin-სა და Facebook-ის მომხმარებელთა სტრუქტურა განსხვავებულია. Linkedin-ის მომხარებელთა ჯგუფში მდედრობითი სქესის წარმომადგენლების (60%) და 18-29 წლის ასაკობრივი ჯგუფის პროცენტული წილი მაღალია (41%).
Facebook-ის საშუალებით სამსახურის მოძიება კვლავ პოპულარულია 18-29 წლის ასაკობრივი ჯგუფში - გამოკითხულთა 35% სოციალურ ქსელს სამუშაოს მოსაძიებლადაც იყენებს. აღსანიშნავია, რომ Facebook-ით მაძიებლეში კვლავმდედრობითი სქესი (85%) აქტიურობს.
სოციალური და პროფესიული ქსელით მაძიებელთა უმეტესობა ბაკალავრია და გადანაწილება შემდეგია: Linkedin – 32%, Facebook – გამოკითხულთა 20%. კარიერაში ცვლილებების ან სამსახურის მოსაძებნად Linkedin–საც და Facebook-საც ძირითადად სპეციალისტები მიმართავენ. მაღალია ფინანსურ ინსტიტუტებში დასაქმებულთა აქტიურობა (Linkedin – 18%, Facebook – 10%) და მომსახურების სფეროში (Linkedin – 8%, Facebook – 5%).
განსხვავებულია Linkedin-სა და Facebook-ზე ინფორმაციის მოძიება-გავრცელების სტრუქტურაც. გამოკითხულთა უმრავლესობა (30%), Linkedin-ს მიმართავს საკუთარი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და ინფორმაციის განახლების მიზნით. გამოკითხულთა 21% Linkedin-ს მიმართავსვაკანსიებზე ინფორმაციის მიღების მიზნით, 15% - კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით.
Facebook-ის საქმიანი მიზნით გამოყენების პროცესი, ძირითადად კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ეკუთვნის (20%). ამას გარდა, სოციალურ ქსელში, რესპოდენტების 19% მუდმივად გაანახლებს ინფორმაციას საკუთარი კარიერის შესახებ, 10% თვალყურს ადევნებს საინტერესო კომპანიებს (Following) და 9% გაწევრიანებულია პროფესიულ ჯგუფში.
მოცემული ციფრებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Linkedin-ისა Facebook-ისსაქმიანი მიზნით გამოყენება დაახლოვებით ერთნაირი სიხშირით ხდება (თითქმის თანაბარია პროცენტული მაჩვენებლი) და მაღალია იმ რესპოდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც არცერთ ქსელს მიმართავს ძიების პროცესში.
ვფიქრობთ, სამსახურის მაძიებლებმა აქტიურად უნდა მიმართონ Linkedin-ს და ყურადღება მიაქციან საკუთარი გვერდის (profile) მართვას.