ინსორსი აგრძელებს სამუშაოს მაძიებელთა სტრუქტურის ყოველწლიურ კვლევას. გამოკითხვის მიზანი იყო მოგვეკვლია ინფორმაცია სამუშაოს მაძიებელთა სტრუქტურის, მოძიების გზებისა და ძიების მიზეზების შესახებ. ამას გარდა, ჩვენი სურვილია მიგვეღო ინფორმაცია დამსაქმებლებიდანაც, თუ რა საშუალებებს მიმართავენ კანდიდატების მოსაძიებლად.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა რესპოდენტმა. კვლევა მიმართული იყო სამუშაოს აქტიურ, პასიურ მაძიებლთა და დაუსაქმებლების გამოკითხვაზე.
გამოკითხულთა 68.5% ქალია. რესპოდენტების 54.1% მიეკუთვნება 26-დან 35 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს, დასაქმებულია ფინანსურ ინსტიტუტში (28.8%) და მათი ანაზღაურება მიეკუთვნება 1000-დან 2000ლ ჯგუფს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა უმეტესობა (61%) დასაქმებულია და მიმდინარე სამუშაოთი კმაყოფილია, მაგრამ მაინც ფიქრობს სამსახურის შეცვლას - ანუ, სამსახურის პასიური მაძიებელია. სამსახურის შეცვლის ძირითადი მიზეზებია: 1. კარიერული განვითარება და 2. საკუთარი ძალების ახალ სფეროში მოსინჯვა (65%). გამოკითხულთა პროფესიების სტრუქტურა შემდეგია: HR - 24.3%, ფინანსისტი - 13.5%, IT პროფესიონალი - 10.8%, მარკეტინგი- 9%; გაყიდვების მენეჯერი-8.9%, ლოჯისტიკა და შესყიდვები-6%, იურისტი-4%.
აღსანიშნავია, რომ სამსახურის აქტიური და პასიური მაძიებლებისთვის ცვლილების სურვილის წამყვანი მიზეზებია ანაზღაურების გაზრდის სურვილი (76.6%) და კარიერული წინსვლის სურვილი (74.8%). რესპოდენტების 1/4 -ისთვის სამსახურის ცვლილების სურვილი კომპანიის მენეჯმენტის სტილიმა და ორგანიზაციულმა კულტურამ გამოიწვია.
სამსახურის მაძიებლების მიერ სამუშაოს მოძიების და დამსაქმებლების მიერ კანდიდატების მოძიების სტრუქტურა ერთმანეთს მეტ-ნაკლებად შეესაბამება, ორივე მხარე ძიების #1 საშუალებად ვაკანსიების განსათავსებელ პორტალებს ასახელებს.
ქვემოთ მოცემულია მოძიების მეთოდის სტრუქტურა კომპანიასა და კანდიდატებს შორის:
როგორც მონაცემები გვიჩვენებს, კომპანია და მომავალი თანამშრომლების მოლოდინები ეთმხვევა ერთმანეთს ინფორმაციის გაცვლის პროცესზე. თუმცა, საინტერესოა სანაცნობო წრის გააქტიურება ჩვენს დასაქმების ბაზარზეც. როგორც Linkedin, Gallup და Deloitte-ის კვლევებიც ადასტურებს, დღეს დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები ხშირად მიმართავენ ნაცნობებს და ყოფილ კოლეგებს (მაგ. Alumny network) რეკომენდაციებისთვის ვაკანსიაზე ან ტალანტზე.
რაც შეეხება სამუშაოს იმ მაძიებლებს, ვინც დაუსაქმებელია მათი სტრუქტურა შემდეგია: ბოლო 3 თვის განმავლობაში, სამსახური დაკარგა 13.5%-მა (პოზიციის შემცირება, კომპანიის არსებობის შეწყვეტა), ხოლო 10.8% 6 თვეზე მეტია სამსახურის გარეშეა. დაუსაქმებელი ადამიანები სამუშაოს აქტიური მაძიებლების 23%-ს შეადგენენ.
დაუსაქმებლების 55.9% ბოლო 3 თვის განმავლობაში გამოეხმაურა 1ან 2 გამოცხადებულ ვაკანსიას, ხოლო 39.7%-მა 3-ზე მეტ ვაკანსიაზე გაგზავნა CV. მაძიებლების 39.1%-მა თითქმის ყველა კომპანიიდან მიიღო უკუკავშირი; 37.5%-ს მხოლოდ ერთი კომპანია გამოეხმაურა, ხოლო გამოკითხულთა 23.4%-სთვის CV-ს გაგზავნამ შედეგი არ გამოიღო.
2015 წელთან შედარებით სამუშაოს მოძიების საშუალებების სტრუქტურას დიდი ცვლილება არ განუცდია. კვლავ ვაკანსიების განსათავსებელი პორტალები და პირადი სანაცნობო წრე ყველაზე ეფექტურ საშუალებად რჩება. აქვე, გაიზარდა დასაქმებულებში სამუშაოთი კმაყოფილების დონე, თუმცა მაინც არსებობს სამუშაოს გაუმჯობესების ინტერესი (2015 - 49%, 2016 - 61%). ეს ტენდენციაც ჩვეულებრივი მოვლენად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან როგორც კვლავ წამყვანი კვლევითი და საკონსულტაციო ორგანიზაციები აღნიშნავენ, მსოფლიოში მაღალია სამუშაოების შეცვლის ინტერესი და მაჩვენებელი, დაიკლო ლოიალურობის კოეფიციენტმა მიუხედავად სამუშაოთი მაღალი კმაყოფილებისა (ეს კი ტექნოლოგიური რევოლუციის ერთერთი შედეგია).