2017 წლის მეოთხე კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი

რევოლუციური  სიახლეები ტექნოლოგიებში,  საინტერესო სტარტაპები და რაც შეიძლება მეტი დიჯიტალიზაცია  უკვე არსებულ სერვისებში  საკმაოდ საინტერესო გამოწვევას ქმნის  ადამიანური კაპიტალის მართვაში.

შეიძლება ვერც შევამჩნიეთ, როგორ გაჩნდა და ვითარდება პროფესია  ციფრული მარკეტინგის მენეჯერი, ან სოციალური მედიის მენეჯერი“, „ონლაინ კამპანიების მენეჯერი“, მონაცემთა ანალიტიკოსი, მომხმარბელთა ქცევის ანალიტიკოსი და სხვ.

წამყვანი ქვეყნების ბიზნეს კონსულტანტები ხშირად აქვეყნებენ კვლევებით დადასტურებულ ინფორმაციას, რა პროფესიებს შეეხო და შეეხება მომვალაში ცვლილებები. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა დღეს თითქმის ყველა ინდუსტრიაში და პროფესიაში ცვლილებაა, რაც ცხადია ადამიანური კაპიტალის მართვის ცვლილებებსაც იწვევს.

მიუხედავად ჩვენი ქვეყნის მცირე მასშტაბისა და ინფორმაციაზე მცირედ ხელმისაწვდომობისა, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საინტერესო ცვლილებების მომსწრეები ჩვენც ვართ. გაიზარდა კომპანიების რიცხვი, რომელიც ცდილობს შედეგების მართვის (ე.წ performance appraisal) სისტემების დანერგვას, შედეგების მიხედვით ანაზღაურებას, შედეგების მართვისა და მერიტოკრატიის კულტურის დამკვიდრებას. გაიზარდა იმ ორგანიზაციების რიცხვიც, სადაც ცდილობენ სამუშაო დროისა და პირადი დროის გამიჯვნას, ადამიანების საჭიროებაზე მორგებული შეღავათების  შექმნას, გაჩნდა და ვითარდება ორანიზაციის, როგორც „კარგი“ ან “საუკეთესო დამქირავებლის“ ბრენდინგი, გუნდურობის შემეცნებითი აქტივობები, გემიფიკაცია, საკომუნიკაციო პლატფორმები და სხვ. გარდა ამ ტენდენციებისა, თვალშისაცემად გაიზარდა კომპანიების მხრიდან მზაობა და სურვილი თანამშრომლებს დაუფინანსონ სწავლის მიღების პროცესი, ორგანიზაციებში გაჩნდა ტრენინგ ცენტრები, ორგანიზაციის გარეთაც გაიზარდა ტრენინგ ცენტრები, გახშირდა საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლებიც და შესყიდვის მსურველებიც.

საინტერესოა ცოდნის ბაზრის სტრუქტურაც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 66.1% მიეკუთვნება 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფს; ხოლო 25-29 წლის ასაკობრივი ჯგუფი შეადგენს 7.49% -ს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ პოპულაციის ეს მნიშნველოვანი ნაწილი ქმნის დღეს ძირითად სამუშაო ძალას.

ისევ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 177.546 ბიზნეს სუბიექტი, საიდანაც ყველაზე განვითარებადი ინდუსტრიები შემდეგია:  35.6% -  ვაჭრობა/დისტრიბუცია; 7.8% - უძრავი ქონება და უძრავი ქონების მართვა; 7.1%- დამამუშავებელი და გადამამუშავებელი  მრეწველობა;  3.48% - რესტორნები და სასტუმროების ბიზნესი. იმავე წყაროზე დაყრდნობით, სწორედ ეს ინდუსტრიები არიან ერთერთი მსხვილი დამსაქმებელი საქართველოს შრომის ბაზარზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების გარდა, „ინსორსის“ გუნდმა კვლავ  მოვიკვლიეთ ინფორმაცია თუ რა პროფესიებზე იქმნება მოთხვონა ბიზნესიდან. ასევე,  დავამუშავეთ მონაცემები, ბიზნესის რა სექტორია სამუშაო ძალის აქტიური მაძიებელი, რა ცვლილებები გამოიწვია ინდუსტრიებისა და ტექნოლოგიების განვითარებამ ცოდნის ბაზარზე და რა არის მოთხოვნადი პროფესიები.

2017 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემების მიხედვით,  სამუშაო ძალის აქტიური მაძიებელია  ვაჭრობა/სავაჭრო ქსელი/დისტრიბუცია - 1610 ვაკანსია; სასტუმროები და რესტორნები - 951 ვაკანსია; ბანკი - 268 ვაკანსია; კლინიკების ქსელი - 220 ვაკანსია; წარმოება - 156 ვაკანსია; მომსახურების სფერო - 133;  მომსახურება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში - 125.  ყველაზე მცირე მოთხვონა შექმნა - კომუნიკაციის სფერომ (12 ვაკანსია), ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობამ (4 ვაკანსია);  არასამთავრობო სექტორი - 3.

2017 წლის განმავლობაშიც გამორჩეულად მაღალია მოთხოვნა  გაყიდვების პერსონალზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს მიერ წარმოებული კვლევების მიხედვით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა „გაყიდვების მენეჯერი“.  2017 წლის განმავლობაში გაზრდილია მოთხოვნა სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურე პერსონალზე, რაც ალბათ უკავშირდება ქვეყანაში ტურიზმის სფეროს განვითარებას. სხვათაშორის, სამშენებლო ბიზნესის გააქტიურებაც გარკვეულწილად ტურიზმის სფეროს განვითარებამ განაპირობა.

ინფოგრაფიკით მოცემულია თუ რა პოზიციებზე იყო მოთხოვნა მაღალი 2017 წლის ბოლო კვარტალის განმავლობაში (2017 წლის სამი კვარტლის მონაცემები იხლიეთ ჩვენს ვებგვერდზე)

 

 

ინფოგრაფიკით მოცემულ ინფორმაციას დავამატებთ, რომ IT პროფესიებზე ყველაზე მაღალია მოთხოვნა ინფორმაციული ტექნოლოგიების საკონსულტაციო კომპანიებიდან (გამოცხადებული ვაკანსიების 37%), გემბლინგი (12%) და ფინანსური ინსტიტუტები (15%), ვაჭრობა/დისტრიბუცია/სავაჭრო ქსელი - 7%.

მოლარის პოზიციაზე დასაქმების მსურველებს ეძებდა ვაჭრობა/დისტრიბუცია/სავჭრო ქსელი (41.9%); სასტუმროები და რესტორნები -16.9%;  ბანკი - 15.

სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესმა მაღალი მოთხოვნა შექმნა ადმინისტრატორის (40.52%) დიასახლისისა (57.07%) და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზეც (4.28%).

თუ ჩვენი კვლევისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს დავეყრდნობით, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე მზარდ მოთხოვნას სამუშაო ძალასა და ადამიანურ კაპიტალზე ქმნის: 1. სასტუმროები და რესტორნების ბიზნესი;  2. ვაჭრობა/სავაჭრო ქსელი/დისტრიბუცია  3.საფინანსო ინსიტიტუტი/ ბანკი.

 

 

2020 წლის ივნისის თვის დასაქმების ბაზრის ანალიზი
HRM სფეროს კვლევა (2020 წლის დეკემბრის შედეგები)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა (2020 წლის სექტებრისა და ოქტრომბრის მონაცემები)
ახალი რეალობის დასაქმების ბაზარი (2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვის ანალიზი)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა
კვლევა: როგორ იმოქმედა Covid -19-მა ჩვენს სამუშაო განწყობასა და მოტივაციაზე
2018 წლის იანვარი-აპრილის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები (პირველი 3 კვარტლის მონაცემებით)
HR მენეჯერების რჩეული კითხვები გასაუბრების ჩასატარებლად
სამსახურში დაგვიანების მიზეზები
ინტერვიუზე ხშირად დასმული კითხვები
რას ფიქრობს ხალხი განვითარებაზე?
2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
რა შემთხვევაში შეიცვლიდით სამსახურს? (გამოკითხვის შედეგები)
რა მუსიკას უსმენენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები
სამუშაო გარემოსა და ოფისის კულტურის კვლევის შედეგები
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები (2016)
2015 წლის IV კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
საშუალო რგოლის მენეჯერების ჩართულობის ანალიზი
რატომ მიდიან თანამშრომლები მენეჯერისგან?
2015 წლის III კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
მოტივაციის შესაფასებელი გამოკითხვის შედეგები
2015 წლის I კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2015 წლის II კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები
ინტერვიუს კითხვების გამოკითხვის შედეგები