CV და 6 წამი

ნებისმიერ რეკრუტერს თუ ჰკითხავთ, გეტყვით, რომ ყველაზე მცირე დრო CV- წაკითხვაზე იხარჯება. CV გასაცნობად თუ წასაკითხად განკუთვნილი დრო კი 6 წამს არ აღემატება, რადგან რეკრუტერის გამოცდილმა თვალმა იცის როგორ და სად მოძებნოს მისთვის საინტერესო და ვაკანსიისთვის საჭირო ინფორმაცია.

არის თუ არა ჩვენი CV ისე შედგენილი, რომ მივიღოთ, სამუშაო თუ არა, ჩვენთან შეხვედრის მოწვევა (ინტერვიუ) 6 წამში? აუცილებლად უნდა იყოს, რადგან რეკრუტერს საშუალება უნდა მივცეთ, დროის უმცირეს მონაკვეთში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება - “შეესაბამება” / “არ შეესაბამებავაკანსიის მოთხოვნებს. ცხადია, სამუშაოს მაძიებლის მოლოდინი სხვაა - დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს CV ზე რეკრუტერი სათანადო დროს დახარჯავს და არცერთი დეტალი  დარჩება უყურადღებოდ. ეს არასწორია! რეკრუტერს უამრავი CV აქვს და თითოეულზე 5 ან 10 წუთს ვერ დახარჯავს და არც უნდა დახარჯოს - ჩვენს შესახებ ინფორმაციის მოძიება ჩვენსავე CV-ში უნდა იყოს იოლი და არა რეკრუტერი ვაიძულოთ ეძებოს ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოსა თუ სასწავლებელზე. ესეც ნიმუში, თუ როგორ წაიკითხება ჩვენი სვ 6 წამში:

იმისათვის რომ 6 წამი ჩვენთვის წარმატებულად დასრულდეს, CV-ში ინფორმაციის განთავსება პრიორიტეტულობის მიხედვით აუცილებელია და სტრუქტურა შემდეგია:

1. CV-ს დასაწყისშივე მიუთითეთ სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი, ელ-ფოსტა; 

2. მიმდინარე სამუშაო ადგილი;

3. მიმდინარე დამსაქმებელი კომპანია;

4. მიმდინარე პოზიციაზე სამუშაოს დაწყების პერიოდი

5. წინა სამუშაო პოზიცია

6. წინა სამუშაო კომპანია

7. წინა სამუშაოს დაწყება-დასრულების თარიღები

8. განათლება

გარდა ამ სტრუქტურისა, CV-ს არ სჭირდება ვიზუალური გაფორმება, რადგან არ ვიცით რეკრუტერის გემოვნება და შეიძლება კრიტიკა დავიმსახუროთ და რაც მთავარია, რეკრუტერის თვალსგავართობთვიზუალური ეფექტებით და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ყურადღების მიღმა დარჩება. ასევე მნიშვნელოვანია CV-ს მკაფიო სტრუქტურა ქვემოთ მოცემული ნიმუშის მიხედვით, სადაც ინფორმაცია იკითხება მარტივად:

 

სწორია თუ მცდარია, რეკრუტერის გადაწყვეტილებას დასახელებული 8 ფაქტორი ქმნის. ცხადია, დანარჩენი ინფორმაციაცშეავსებსჩვენს შეფასებას, მაგრამ პირველი ეფექტი მაინც 6 წამში უნდა მოვახდინოთ. თუ ჩვენი კარიერა მრავალწლიანია, აუცილებელია პირველი ორი სამუშაოს ძალიან მოკლე აღწერა და არა სამუშაოების თუ ფუნქციების ჩამონათვალი.

ყველა წამი მნიშვნელოვანია, ამიტომ ეფექტურად სტრუქტურირებული და განთავსებული ინფორმაცია დაგვეხმარება შერჩევის პირველი ეტაპი დავასრულოთ წარმატებულად.

რაც მთავარია და აუცილებელი:

1. CV- აუცილებლად დავარქვათ სახელი - ჩვენი სახელი და გვარისახელითა და გვარით ჩვენი ინფორმაციის აღქმაც და დამახსოვრებაც მარტივია. ამას გარდა, CV-ით ვეცნობით რეკრუტერს და ჩვენ გვაქვს საკუთარი სახელები და გვარები, CV არ გვქვია;

2. შესაძლებელია ძალიან კარგად გამოვიყურებით ზღვის პირას გადაღებულ ან მეგობრის წვეულების ამსახველ ფოტოზე, მაგრამ ასეთი ფოტოს CV-ში განთავსება დაუშვებელია. თუ არ გაქვთ ბიზნეს საჭიროებებისთვის განკუთვნილი ფოტო, ჯობია არ დავურთოთ CV;

3. არ შევაფასოთ ქულებით უცხო ენების ცოდნა (მიუთითეთ როგორი კომუნიკაცია შეგიძლიათ და რა დონეზე); 

4. არავითარ შემთხვევაში არ გავაგზავნოთ რომელიმე ორგანიზაციის ვაკანსიაზე შევსებული სააპლიკაციო ფორმა - ამ შემთხვევაში არავინ გამოგვეხმაურება.

სათაური
გამოქვეყნების დრო
რატომ გახდა HRM მარკეტინგული?
02.11.2017
რა ენაზე უნდა იყოს CV?
12.10.2017
“ახალ გამოწვევებს ვეძებ”
02.10.2017
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ინსორსის 2016 წლის პროექტების სტატისტიკა
22.12.2016
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015