2016 წელს, Royal Bank of Scotland თანამშრომლების შენარჩუნების ინოვაციურ და ყველაზე სასარგებლო მოდელს მიაგნო.
საქმე ისაა, რომ 2014-2015 წლებში, თანამშრომლების გადინების მაჩვენებლი მზარდი არ იყო, თუმცა არც მათი პროდუქტიულობა იზრდებოდა.
2016 წელს, ლიდერი საკონსულტაციო კომპანიის - „მაკენზი“, დახმარებით, RBS-მა თანამშრომლების ჩართულობის, შენარჩუნებისა და განვითარების პროგრამები მნიშვნელოვნად შეცვალა და გააუმჯობესა. ამ მიზანს კი მან მონაცემების დამუშავებითა და People Analytics მოდელით მიაღწია.
აი, რა შეიცვალა ბანკში, მას შემდეგ რაც ბანკის მენეჯმენტმა დრო და რესურსი დახარჯა მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე:
· თანამშრომლებისა და ლიდერების განვითარების პროგრამა - მონაცემების დამუშავების შემდეგ, ბანკში ტრენინგის ფორმატი შეიცვალა, რადგან მონაცემებმა დადასტურა, რომ თანამშრომლები უკეთესად სწავლობენ, თუ მათ ჯგუფური თამაშები უწევთ;
· ლიდერების განვითარების პროგრამა - მონაცემების დამუშვების შემდეგ, უფრო მეტი დრო დაეთმო მომავალ ლიდერებთან უკუკავშირის გაზიარებას, ვიდრე ლექციის ან ტრენინგის მოსმენას. ამის მიზეზი კი კვლავ მონაცემების ანალიზი გახდა - როგორც აღმოჩნდა, ლიდერები უფრო მარტივად ცვლიან ქცევას, როდესაც უკუკავშირს იღებენ და არა სხვის გამოცდილებას ისმენენ;
თუ თქვენი გუნდისთვისაც მნიშვნელოვანია სწორი პრობლემის სწორად მოგვარება, ხალხის მართვის სხვადასხვა პროგრამების ეფექტურობა და შოტლანდიური სამეფო ბანკის გამოცდილების გაზიარება, ინსორსის გუნდი დაგეხმარებათ:
· შევაფასოთ თქვენს ორგანიზაციაში მონაცემების საკმარისობა ანალიტიკისთვის;
· შევქმნათ სპეციფიური ფაილები მონაცემების მოსაგროვებლად;
· შევქმნათ სხვადასხვა ტიპის პრედიქტული და დესკრიპტული ანალიზის გამოცდილება;
· დაგეხმარებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში სწორი ჰიპოთეზისა და მისი გატესტვის საშუალებით;
შეგვეხმიანეთ მეილზე: info@insource.ge
და საკონტაქტო ნომერზე 032 214 77 73