სამსახურის ძიების პროცესი შრომატევადი, სტრესული და ხანგრძლივი პროცესია. სამსახურის მოძიებას, საშუალოდ, ხუთი თვე შეიძლება დასჭირდეს.
ChatGPT, ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი, დაგეხმარებათ დააჩქაროთ და გააუმჯობესოთ სამსახურის ძიების პროცესი. ჩატბოტის გამოყენება შეგიძლიათ აპლიკაციის შევსების და გასაუბრებისთვის მომზადების ეტაპებზე. გიზიარებთ ოთხ გზას, თუ როგორ დაიხმაროთ ChatGPT:
1. სამუშაო აღწერილობებში ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვების მოძიება;
ხშირად, სამსახურის მაძიებლები ვერ იაზრებენ რამდენად მნიშვნელოვანია მათი რეზიუმე შეესაბამებოდეს ვაკანსიაში აღწერილ სამუშაო აღწერილობებს. რეზიუმეების შერჩევის პირველი ეტაპისთვის დამსაქმებელი შეიძლება იყენებდეს სპეციალურ პროგრამას ATS, რომელიც კანდიდატების რეზიუმეებს ავტომატურად არჩევს დამსაქმებლის ვაკანსიისთვის მნიშვნელოვანი უნარების შესაბამისად.
ვაკანსიის აღწერილობა ჩააკოპირეთ ChatGPT-ში და თხოვეთ მიგითითოთ 3-5 ყველაზე მნიშნელოვანი ვალდებულება, შედეგები კი გადაიტანეთ თქვენს რეზიუმეში.
2. შეადგინეთ პერსონალიზირებული რეზიუმე და სამოტივაციო წერილი;
ChatGPT-ს შეუძლია დაგეხმაროთ პერსონალიზირებული რეზიუმეს შედგენაში, რომელიც მორგებული იქნება ვაკანსიაზე. ამგვარი რეზიუმე გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან და გაზრდის თქვენი კანდიდატურის შემჩნევის ალბათობას.
ChatGPT-ს მიწერეთ „personalize my resume for this [Job Title] role at [Company]“ („შეადგინე რეზიუმე პოზიციაზე/პოზიციის დასახელება/ კომპანიისთვის /კომპანიის დასახელება/“), ვაკანსიის აღწერილობა და თქვენი არსებული რეზიუმე. ChatGPT-ს მიერ შემოთავაზებული ვარიანტი გადაიკითხეთ და შეცვალეთ ისე, რომ უფრო მორგებული იყოს თქვენთვის სასურველ როლზე და საუკეთესოდ აღწერდეს თქვენს თავს.
ChatGPT დაგეხმარებათ სამოტივაციო წერილის დაწერაშიც. თხოვეთ ChatGPT-ს დაწეროს სამოტივაციო წერილი მაგალითად, Java დეველოპერის პოზიციისთვის. პასუხად მიიღებთ საკმაოდ კარგ სამოტივაციო წერილს. გადაიკითხეთ, მიუთითეთ დამატებითი ინფორმაცია თქვენს შესახებ და სამოტივაციო წერილი მზად გექნებათ.
3. გამოიყენეთ ჩატბოტი გასაუბრებისთვის მოსამზადებლად;
ChatGPT-ს გამოყენება შეგიძლიათ გასაუბრებისთვის მოსამზადებლად. სამუშაო აღწერილობაში შეიძლება მითითებული იყოს საკითხები, რის შესახებაც საკმარისი ცოდნა არ გაქვთ. მიუთითეთ ეს საკითხები ChatGPT-ს ჩატში, აახსნევინეთ მას რთული თემები ან ტექნიკური ჟარგონები, ChatGPT დაგიბრუნებთ მარტივი ინგლისური ენით ახსნილ პასუხებს.
4. ჩამოწერეთ კითხვები გასაუბრებისთვის;
გასაუბრების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, თქვენი შეკითხვები კომპანიის მიმართ. ChatGPT-ის შეუძლია წინასწარ შემოგთავაზოთ ამგვარი კითხვები სხვადასხვა კრიტერიუმის შესაბამისად, მაგალითად გასაუბრებაზე ყველაზე ხშირად დასმული კითხვები, სამუშაო აღწერილობიდან გამომდინარე დამაზუსტებელი შეკითხვები და სხვა.
ChatGPT დაგეხმარებათ სამსახურის ძიების გარკვეული ეტაპების ავტომატიზირებაში, თუმცა მნიშნელოვანია გახსოვდეთ, რომ ChatGPT თქვენი ჩამნაცვლებელი არ არის. ჩატბოტი უბრალოდ აგენერირებს პასუხებს ინტერნეტში არსებული მონაცემებიდან. საბოლოო ვერსიის მისაღებად, ყურადღებით გადაიკითხეთ ჩატბოტის შემოთავაზებული პასუხები და შეცვალეთ ისინი სურვილისამებრ.
წყარო - 4 ways ChatGPT can radically up your job search | VentureBeat