Everything is personal in business

It’s nothing personal, Sonny, it’s strictly business“, მაიკლ კორლეონეს ფრაზა  პიუზოს „ნათლიმამა“-დანყველაზე ცნობილი და პოპულარული ციტატაა. ასევე ძალიან პოპულარულია -  “Nothing personal, it’s just  business “ , რომლის  ავტორი ერთ-ერთი საინტერესო  ოტო ბიდერმანია (იგივე ოტო „აბადაბა“ ბერმანი),  რომელიც 1930-იან წლებში, ამერიკული განსგტერული ჯგუფისა და  ცნობილი ბუტლეგერის ფლეგენჰეიმერის (იგივე შულცი) ბუღალტერი იყო. ბიდერმანი, იგივე ბერმანი, ფენომენალური მოვლენა იყო ორგანიზებული კრიმინალის ისტორიაში, რადგან მას შეეძლო რამდნიმე წამში  (და ზეპირად, ქაღალდისა და კალმის გარეშე) ამოეხსნა რთული განტოლებები და კომპლექსური ამოცანები. ის ცნობილია ყველაზე გენიალურად დაგეგმილი თაღლითური ფინანსური სქემების შექმნითაც და შესაბამისად,  მისთვის არაფერი იყო პირადული, მხოლოდ ბიზნესს ემსახურებოდა.

 რის საპასუხოდ ან რატომ თქვა ოტომ ეს ფრაზა, ზუსტად არ ვიცით,  მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ,  როცა ვინმეს აფიორაში გახვევას  აპირებდა. ბერმანის გამოთქმა  მეოცე საკუკუნის „ამერიკული ოცნების“ სლოგანადაც კი იქცა, როცა დაუნდობელი კონკურენცია „პირადი ურთიერთობების“ გვერდზე გაწევას მოითხოვდა. კორპორატიული სამყაროდან ოტომ  ყოფით საუბრებშიც „ ამოყო თავი“ და როცა რაიმე არასასიამოვნოს თქმას აპირებენ, შეგვაპარაბენ- „არაფერი პირადული, ხომ იცი, მხოლოდ ბიზნესი“ .

 არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი“ იყო და არის ყალბი, რადგან რა მოცემულობაც არ უნდა არსებობდეს, რა პრობლემასაც არ უნდა ვაგვარებდეთ ამ ფრაზით, ის პიროვნებაზეა მიმართული, ურთიერთობებს სპობს და უფრო მეტიც, პიროვნების  განადგურებაზეა მიმართული. ამის კარგი მაგალითია სტივ ჯობსი, რომელიც 1985 წელს, „არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი“-ს მოსაზრებით საკუთარი კომპანიიდან გააძევეს. „ეფლი“-დან  წასვლა ჯობსმა სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ამ სიტყვებით  გაიხსენა  :"I was out  and very publicly out. What had been the focus of my entire adult life was gone, and it was devastating. I was a very public failure“, ვერავინ ვიტყვით, რომ ბიზნესის საჭიროების გამო, „ეფლიდან“ სტივ ჯობსის გაგდება მისთვის ტრაგედიის ტოლფასი არ იყო..

 შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, „არფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი“ ვეუბნებით ადამიანს, რომელიც წლებია მუშაობს, ქმნის, წვალობს და ნახევარ ცხოვრებას სამსახურში ატარებს?  და შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს არ იქნება პირადული? სადავოა..

 შეგვიძლია დავუშვათ, რომ თუ ერთ მშვენიერ დღეს ადამიანს განვუცხადებთ,  კარგი თანამშრომელია, მაგრამ „ბიზნესს სჭირდება“ და  უნდა წავიდეს,  ის ამას „ბიზნესურად“ მიიღებს და არ განიცადოს ? გამორიცხულია.

 შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი,რომელიც  მაქსიმალურად ცდილობს, საქმე კარგად გამოუვიდეს, დაეხმაროს ბიზნესს და ამის სანაცვლოდ მადლობასაც არ მიიღებს - არ განიცადოს? მგონი, ესეც გამორიცხულია.

 ბიზნესი პირადულია, რადგან: ის ქმნის ძლიერ ინდივიდუალურ კავშირს საქმესთან- „მომწონს და ვაკეთებ“;  ბიზნესი ქმნის კავშირს ადამიანებთან- გვყავს კოლეგები, მეგობარი სამსახურში;  ბიზნესი ქმნის ჩვენს სტატუსს და შემოსავალს  და ეს ყველაფერი ჩვენ გვჭირდება, იმიტომ, რომ ადამიანს სჭირდება შექმნას, იმოქმედოს, იმოძრაოს და როგორც დღეს ამბობენ, განვითარდეს.

 ადამიანებს  დაუძლეველი სურვილი აქვთ, რომ მათ ინდივიდუალურ შრომას აფასებდნენ (რომ ვერ დაფასდა, ამიტომაც ვერ იმუშავა საბჭოთა კოლექტივმა),  იმსახურებდნენ პატივისცემას,  აღიარებდნენ ინდივიდუალიზმს (ამის არ არსებობის გამოც ვერ იმუშავა კომუნიზმმა), მიღწევებს   და ამის გამო, გულს და სულს ვუთმობთ იმ საქმეს, რასაც კომპანიებში (ანუ ბიზნესში) ვაკეთებთ. ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ დროს საქმეს ვწირავთ, კვირაში მინიმუმ 48 საათი ბიზნესისაა.

 დიდი ხანია, ჩვენი სამუშაო ჩვენს პირად ცხოვრებად იქცა და პირიქით, ჩვენი სამსახური განსაზღვრავს ჩვენი პირადი  ცხოვრების შინაარსს  . საწმუხაროა თუ არა არ ვიცი, მაგრამ  თუ დავაკვირდებით, ჩვენი არასამსახურეობრივი საუბრის თემები მაინც საქმესთან და სამსახურთან ტრიალებს, შორს არ მიდის, ეს ასეა..

 თუ ადამიანი ზრუნავს კლიენტზე, ეს  პირადულია!

თუ ადამიანს ძილი გაუტყდა, იმიტომ, რომ რაღაც დარჩა სამსახურში გასაკეთებელი, ესეც პირადულია!

თუ კოლეგას რაღაც ვერ გავუგეთ და ვღელავთ, ესეც პირადულია!

თუ ოვერთაიმზე ვმუშაობთ,  პირადულია!

თუ კოლეგებს ვეხმარებით,  პირადულია!

თუ რაღაც უცნაური დავალება მოგვცეს და გავბრაზდით, ესეც პირადულია!

თუ მადლობას გვეუბნებიან, პირადულია და როცა შენიშვნას ვიღებთ, ესეც პირადულია! და რაც არ უნდა ბევრი ვეცადოთ რომ მხოლოდ შედეგებზე გადავიტანოთ საუბარი, ნაკლებად გამოვა, რადგან პირადულია, ინდივიდის ინდივიდუალური შედეგია და სახელი და გვარიც აქვს!

ის, რომ ყოველდღე, ერთსადა იმავე დროს სახლიდან უნდა გავიდეთ, გავუძლოთ საცობებს, მივუსხდეთ სამუშაო მაგიდას, ვიმუშავოთ და ვიღელვოთ, გაგვიხარდეს და გავბრაზდეთ, ველოდოთ კარგ ან ცუდ ამბებს, ეს ყველაფერი პირადულია და რომ არა ეს პირადული, მამაზეციერი ვერ გვაიძულებს გავაკეთოთ ის, რაც „საჩვენოდ“ არ მიგვაჩნია. ასე რომ, არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი- ძალიან არასწორია, ბიზნესი არასოდეს ყოფილა და არის ინდივიდუალიზმისგან და პირადულისგან დაცლილი!

არავინ იცის, 22 საუკუნეშიც თუ გადავიყვანთ ოტო ბერმანის ხსოვნას მისივე უცნაური , ჩემი აზრით, ძალიან გონივრული და ცბიერი ფრაზით, მაგრამ არაფერია ისეთი უსამართლო, ყალბი და თაღლითური, როგორც ეს ფრაზა, თუნდაც ერთი მარტივი მიზეზის გამო- ის მაფიოზური სამყაროს მორალია, მათ სჭირდებოდათ ასეთი „კოდექსი“სისხლიანი გარჩევების „მოსანელებლად“, რადგან მაფიოზური დაჯგუფებებიც  ხომ პირადული იყო, ოდესღაც...

                                                                                                                                                                                                                                       ავტორი: მედეა ტაბატაძე

სათაური
გამოქვეყნების დრო
სახლიდან მუშაობის დადებითი მხარეები
01.04.2020
თანამშრომლების 8%ით შემცირება Zappos-ში
30.03.2020
HBR: 'მონდომებული' თუ 'თანდაყოლილი ნიჭის' მქონე კანდიდატი?
27.03.2020
ვირტუალური შესვენება კოლეგებთან ერთად
25.03.2020
გაიხსენე კოპმლიმენტი
23.03.2020
რატომ არ მოსწონდა სტივ ჯობსს სახლიდან მუშაობა?
20.03.2020
შერჩევის ინტერვიუ სოციალური დისტანცირების პერიოდში
18.03.2020
ნიუტონიც სახლიდან სწავლობდა
16.03.2020
CV ს რა ფორმატს გვირჩევს მსოფლიოს # 1 ბიზნეს გამოცემა
13.03.2020
დისტანციურად მუშაობის დადებითი მხარეები
11.03.2020
რატომ არ უნდა ვცდილობდეთ სამსახურში ბედნიერების მოპოვებას?
09.03.2020
Ford-ის ოთხფეხა კოლეგა
06.03.2020
რა არის თქვენი სახელფასო მოლოდინი?
04.03.2020
სამსახურში წაძინება ადამიანის მუშაობის ხარისხს ზრდის
28.02.2020
უნარები და გამოცდილება არ არის საკმარისი ახალი პროფესიის შერჩევისას
26.02.2020
რეკრუტინგში მენეჯერი შეუცვლელია
24.02.2020
ინსორსელი მილენიალები
21.02.2020
არასამუშაო საათებში მუშაობა საზიანოა, როგორც თანამშრომლისთვის, ისე კომპანიისთვის
19.02.2020
ორშაბათის რჩევა - დაიწყეთ სამუშაო დღე პოეზიის კითხვით
16.02.2020
როგორ მოვამზადოთ ბავშვები მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისათვის?
14.02.2020
Google: 6 რამ წარმატებული მენეჯერობისათვის
09.02.2020
წარმატებული მენეჯერის სამი ნიშანი
06.02.2020
უკვე 2020 წელია და რატომ ვიყენებთ ისევ PowerPoint-ს?
02.02.2020
შეარჩიეთ ლიდერები იმის მიხედვით, რისი კეთება შეუძლიათ და არა რა გააკეთეს
31.01.2020
რატომ არ მოსწონთ სხვებს, როდესაც უკეთესობისკენ იცვლები?
29.01.2020
რას ნიშნავს Growth Mindset სინამდვილეში?
26.01.2020
იცხოვრე ყოველი დღე ისე, თითქოს ეს შენი სიცოცხლის ბოლო დღეა, ერთ დღესაც მართალი აღმოჩნდები
23.01.2020
რომელი პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევებია ყველაზე მოთხოვნადი 2020-ში?
22.01.2020
ჯეფ ბეზოსის რჩევა, რომელიც მან თანამშრომელს მარცხის შემდგომ მისცა
19.01.2020
როგორ ინარჩუნებს სწრაფის კვების კომპანია თანამშრომელთა გადინების აბსურდულად დაბალ მაჩვენებელს?
16.01.2020
რომელი უნარ-ჩვევები ჩავწეროთ რეზიუმეში?
14.01.2020
საიდუმლო სანტას ისტორია
12.01.2020
სატია ნადელა - 3 თვისება, რომელიც ყველა ლიდერს უნდა ახასიათებდეს
25.12.2019
17 წარმატებული კომპანიის დამფუძნებლი, რომლებმაც ბიზნესი 35 წლის ასაკის შემდეგ წამოიწყეს
22.12.2019
დღის შუქი ოფისში - დასაქმებულთა არჩევანი
19.12.2019
მართვის სტილი, რომელმაც ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია
17.12.2019
კანდიდატის გამოცდილება - რეკრუტინგის სტრატეგია ტალანტების მოსაზიდად
16.12.2019
5 რჩევა, რომელიც 'ორგანიზაციული რიტმის' სწორად აწყობაში დაგეხმარებათ
11.12.2019
გატესტეთ პრეზენტაცია არაფორმალურ გარემოში
09.12.2019
აშშ-ს შეიარაღებული ძალები ადამიანური რესურსის მართვის მოდელს ცვლის
06.12.2019
10 პროფესია, რომელიც 10 წლის წინ არ არსებობდა
04.12.2019
ნუ იფიქრებთ ჩარჩოებს მიღმა, ეძებეთ ახალი ჩარჩო
03.12.2019
ალბერტ აინშტაინის 10 გამონათქვამი
28.11.2019
სტარტაპი, სადაც მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე ჰარვარდში
27.11.2019
რა მნიშვნელობა აქვს მენეჯერის მხარდაჭერას დასაქმებულისათვის?
25.11.2019
14 ქცევა რომლითაც მილენიალები მშობლებისგან განსხვავდებიან
22.11.2019
Growth Mindset- Microsoft-ის ახალი მართვის მოდელი ლიდერებისათვის
20.11.2019
თუ არ სწავლობთ, არ ხართ პასუხისმგებლიანი
18.11.2019
ჯეფ ბეზოსმა Amazon-ში PowerPoint პრეზენტაციები აკრძალა
15.11.2019
არის თუ არა სიცილი სამუშაო გარემოში პროდუქტიულობისა და კრეატიულობის საწინდარი?
13.11.2019
ROWE
08.11.2019
როგორ ახერხებს Google საუკეთესო ლიდერების იდენთიფიცირებას?
03.11.2019
რატომ გახდა HRM მარკეტინგული?
02.11.2017
რა ენაზე უნდა იყოს CV?
12.10.2017
“ახალ გამოწვევებს ვეძებ”
02.10.2017
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ინსორსის 2016 წლის პროექტების სტატისტიკა
22.12.2016
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015