ნუ იფიქრებთ ჩარჩოებს მიღმა, ეძებეთ ახალი ჩარჩო

სწორია თუ არა ჩარჩოებს მიღმა ფიქრი ინოვაციური იდეების მისაღებად?

ამ კითხვაზე პასუხისთვის, თქვენს გუნდში ჩაატარეთ ექსპერიმენტი. დააწყვილეთ გუნდის წევრები და აჩვენეთ მათ ჩვეულებრივი აგური და „მიჰყევით ინსტრუქციას“:

ექსპერიმენტის პირველი ეტაპი: გუნდის წევრებს მიეცით შემდეგი დავალება: წყვილთან ერთად ჩამოთვალონ , რაში შეიძლება ამ ერთი აგურის გამოყენება. მოსაფიქრებლად 30 წამი და არჩევნის სრული თავისუფლება მიეცით.  მსგავს შემთხვევაში, მონაწილეები აგურს კარის გაჩერების ან იარაღის ფუნქციას მოუძებნიან.

ექსპერიმენტის მეორე ეტაპი: მეორე შემთხვევაში წყვილებს თხოვეთ, მოიფიქრონ აგურის გამოყენების გზები კონკრეტულ სიტუაციებში,მაგალითად, სამზარეულოში. პასუხის მოსაფიქრებლად კვლავ 30 წამი მიეცით. ამჯერად ბევრად საინტერესო პასუხებს მიიღებთ. მონაწილეებმა აგურს შესაძლოა ცომის დაბრტყელების ან სხვა კულინარიული იარაღის ფუნქცია მოუძებნონ

ბოლოს, ყველა მონაწილეს დაუსვით კითხვა: რომელი მიდგომით მიღებული გადაწყვეტილება იყო უფრო კრეატიული? შესთავაზეთ სამი სავარაუდო პასუხი: 1) შეზღუდვების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება 2) კონკრეტული შეზღუდვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 3) ორივე შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება ერთნაირია.

ძირითად შემთხვევებში, გუნდის წევრების 90% მეორე პასუხს ირჩევს. ამ მეთოდის გამოყენება მეტ არჩევანს და პრობლემის გადაჭრის რელევანტურ გზებს იძლევა. პირველი მიდგომა მრავალფეროვან, თუმცა უხარისხო და პრობლემთან შეუსაბამო გადაწყვეტილებებს გვაძლევს.

როგორც ვხედავთ, გუნდის წევრების ფიქრის ჩარჩოებში მოქცევით, მათი კრეატიულობა იზრდება. როგორც ჩანს, ჩვენს ტვინს შეზღუდვები უყვარს, რადგან ეს უკეთესად ფიქრისა და კონცენტრაციის საშუალებას გვაძლევს.

როგორ გამოიყენება ეს მიდგომა ბიზნეს გარემოში?

კლიენტს თავისი პროდუქტის ახალ ბაზარზე გატანა სურდა. ისინი სამუშაო გუნდთან შემდეგი კითხვით მივიდნენ: „როგორ უნდა ადაპტირდეს ჩვენი პროდუქტი ახალ ბაზარზე?“ პასუხად გამოუსადეგარი შეთავაზებები მიიღეს.

გუნდის კრეატიულობის გასაზრდელად ახალი მიდგომა სცადეს. გააკეთეს 200-მდე ინდუსტრიის ჩამონათვალი და გააკრეს კედელზე. ყოველ სამუშაო დღეს, მენეჯმენტი სიიდან თითო ინდუსტრიას ირჩევდა, გუნდი კი ამ ინდუსტრიაში პროდუქტის განვითარების გზებზე მსჯელობდა. ეს გზა მათ კონკრეტულ საბაზრო სეგმენტზე მეტი წარმოდგენის შექმნაში დაეხმარა. გუნდის წევრების ფიქრის ჩარჩოში მოქცევამ, მათი გადაწყვეტილებების ეფექტიანობა გაზარდა.

ხშირად, ინოვაციურობისთვის უარს ვამბობთ ფიქრის არსებულ სტრუქტურებზე. ამ მიდგომამ შესაძლოა, ვერ მიგვაღებინოს სასურველი შედეგი. როგორც ვნახეთ მეტი სტრუქტურა, ხშირად მეტი ინოვაციური იდეის წარმოქმნის საწინდარია.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნუ იფიქრებთ ჩარჩოებს მიღმა, ეძებეთ ახალი ჩარჩო.

სათაური
გამოქვეყნების დრო
5 რჩევა, რომელიც 'ორგანიზაციული რიტმის' სწორად აწყობაში დაგეხმარებათ
11.12.2019
გატესტეთ პრეზენტაცია არაფორმალურ გარემოში
09.12.2019
აშშ-ს შეიარაღებული ძალები ადამიანური რესურსის მართვის მოდელს ცვლის
06.12.2019
10 პროფესია, რომელიც 10 წლის წინ არ არსებობდა
04.12.2019
ალბერტ აინშტაინის 10 გამონათქვამი
28.11.2019
სტარტაპი, სადაც მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე ჰარვარდში
27.11.2019
რა მნიშვნელობა აქვს მენეჯერის მხარდაჭერას დასაქმებულისათვის?
25.11.2019
14 ქცევა რომლითაც მილენიალები მშობლებისგან განსხვავდებიან
22.11.2019
Growth Mindset- Microsoft-ის ახალი მართვის მოდელი ლიდერებისათვის
20.11.2019
თუ არ სწავლობთ, არ ხართ პასუხისმგებლიანი
18.11.2019
ჯეფ ბეზოსმა Amazon-ში PowerPoint პრეზენტაციები აკრძალა
15.11.2019
არის თუ არა სიცილი სამუშაო გარემოში პროდუქტიულობისა და კრეატიულობის საწინდარი?
13.11.2019
ROWE
08.11.2019
როგორ ახერხებს Google საუკეთესო ლიდერების იდენთიფიცირებას?
03.11.2019
რატომ გახდა HRM მარკეტინგული?
02.11.2017
რა ენაზე უნდა იყოს CV?
12.10.2017
“ახალ გამოწვევებს ვეძებ”
02.10.2017
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ინსორსის 2016 წლის პროექტების სტატისტიკა
22.12.2016
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015