სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები

რეკრუტინგი რომ უფრო და უფრო სოციალური ქსელების საშუალებით მუშაობს, ეს აღარც უცნაური მოვლენაა და აღარც სიახლე. ფეისბუქით თანამშრომლის ან სამსახურის მოძებნა ქართული ბაზრისთვისაც საკმაოდ მოხერხებული მეთოდია. არსებობს სამსახურის ან კანდიტატის მოძიების ფეისბუქის სპეციალური აპლიკაციები, რომლებიც შესაძლებელია ჩამოვტვირთოთ და მოვძებნოთ ჩვენთვის საინტერესო სამსახური

გაგაცნობთ ყველაზე გავრცელებულ აპლიკაციებს, რომელიც პოპულარულია ევროპისა და აშშ-ს სამუშაოს ბაზარზე და მათ აქტიურად იყენებენ კანდიდატების ან სამსახურის მოსაძებნად.

1. Work4Labs:

Work4Labs სოციალური რეკრუტინგის ლიდერია, რომელიც კომპანიებს ეხმარება საუკეთესო ტალანტების მოძიებაში სოციალური მედია არხების საშულებით. ეს აპლიკაცია კომპანიას საშუალებას აძლევს მოძებნოს კანდიდატები სამუშაო გამოცდილების, განათლების და მისამართების მიხედვით. ამას გარდა, work4Labs-ის საშუალებით, შესაძლებელია ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და უფრო მეტიც, სასურველი “აუდიტორიისთვის” ახალ ამბად (“news feed”) გადაქცევაც. Work4Labs-ს ფეისბუქის საკუთარი გვერდიც აქვს და მისი მოძებნა შესაძლებელია ნავიგაციის პანელით. კომპანიების ვაკანსიების განთავსება კანდიდატებს საშუალებას აძლევს გამოეხმაურონ რეკრუტერს ერთი დაწკაპუნების (1 simple click system) სისტემით.

Work4Labs აპლიკაციის განახლებული ვერსიაც არსებობს, სახელად Work4 Recruiter Solution, რომელიც ასევე შესაძლებელია ფეისბუქზე მოძებნოთ. ეს აპლიკაცია ძალიან ჰგავს Linkedin-ს. მარტივი დიზაინის გარდა, ვაკანსიის გაზიარება (Share )და მოწონება (Like) რეკრუტერს საშუალებას აძლევს შეაფასოს პროცესი- რამდენმა კანდიდატმა ნახა, მოიწონა და გაავრცელა/გააზიარა ვაკანსია და რამდენი გამოხმაურება მიიღო. ანალიტიკური ნაწილიც აპლიკაციაშია ინტეგრირებული

2. Jobcast

Jobcast პასიური კანდიდატების მოსაძიებელი აპლიკაციაა და მას აქტიურად იყენებს კომპანია “სამსუნგი”. ამ აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია კომპანიის ფეისბუქ გვერდის ვაკანსიების (იგივე კარიერის) გვერდად გადაქცევა, სადაც სიახლეების გვერდზე (Timeline) განთავსდება ვაკანსიები (გაზიარება, მოწონება).

Jobcast-ით ვაკანსიის გავრცელება შესაძლებელია ასევე ლინქდინზეც და რამოდენიმე დონის საწევრო პაკეტებით სარგებლობაც ასევე შესაძლებელია:

უფასო, პრემიუმი (39 აშშ დოლარი თვეში) და კოპრპორატიული (149 აშშ დოლარი). უფასო მომსახურებით შესაძლებელია ვაკანსიების განთავსება (ულიმიტო რაოდენობა) და კომპანიის კორპორატიულ ვებგვერდზე გადამისამართება. Jobcast-ის განახლებულ ვერსიაზე შესაძლებელია იუთუბიდან ინფორმაციის ატვირთვაც, ბრენდირებლი რეკრუტინგული კაპანიის წამოწყება და რეკრუტერის კომპანიის ვებგვერდთან აპლიკაციების სინქრონიზაცია.

3. Jobvite:

Jobvite ფეისბუქის ორი აპლიკაციის (“Work With Us“ და “Jobvite Facebook Application”) ნაერთია. მსგავსად “Work4” ისა, აპლიკაცია”Work With Us”-ის დახმარებით ვაკანსიების ბანერი განთავსდება ფეისბუქის ნებისმიერ გვერდზე, რომელსაც შეუძლია მიმდინარე ვაკანსიები მუდმივად ხილვადი გახადოს ფეისბუქის მომხმარებლებისთვის. Jobvite-ით შესაძლებელია მომხმარებელმა მოძებნოს მისთვის საინტერესო ვაკანსია მისთვის სასურველ კომპანიაში. ფაქტიურად, ეს ჩვენთვის კარგად ცნობილ jobs.ge-ს წააგავს, მაგრამ ფეისბუქის აპლიკაციაა და მხოლოდ ფეისბუქის საშუალებით მუშაობს.

Jobvite Facebook Application აპლიკაცია კანდიდატებსა თუ რეკრუტერებს საშუალებას აძლევს “მოიწვიოს” მეგობარი და გაუზიაროს ვაკანსია კონფიდენციალურად.

4. LinkUp:

The LinkUp მოიცავს 40,000 კომპანიის ვებსაიტს და ამდენივე კომპანიის უახლეს ვაკანსიებს. ამ აპლიკაციის ძირითადი დანიშნულებაა კომპანიის ბრენდის პრომოუშენი და ფეისბუქის ნებისმიერი იუზერისთვის ვაკანსიების განთავსება.

ვაკანსიები ავტომატურად განახლდება კომპანიის ფეისბუქ გვერდზე და ინტეგრირებული აღრიცხვის სისტემა რეკრუტერს საშუალებას აძლევს დააკვირდეს ვაკანსიაზე კანდიდატების აქტიურობას (გახსნა-clikc, გაზიარება, მოწონება)

LinkUp ის უფასო ვერსიით სარგებლობა შესაძლებელია 30 დღის განმავლობაში, შემდეგ კი სხვადასხვა პაკეტის შეძენა აუცილებელია კომპანიის სურვილისა და საჭიროების მიხედვით. საწყისი ფასია 99 აშშ დოლარი თვეში, რომელიც მოიცავს აპლიკანტების აღრიცხვის სისტემასა და ვაკანსიების ულიმიტო განთავსებას.

5. Smart JobBoard:

Smart JobBoard ეს აპლიკაცია კომპანიისთვის საკმაოდ საინტერესოა - კომპანიის ფეისბუქ გვერდთან შესაძლებელია ვებ გვერდის სინქრონიზაცია და სიახლეების მართვა. სამუშაოს მაძიებლებს ამ აპლიკაციითაც კვლავ შეუძლიათ სასურველ ვაკანსიაზე ინფორმაციის მოძებნა (Search).

SmartJobboard საკმაოდ მარტივია ინსტალაციისა და მართვის თვალსაზრისით, თუმცა 150 აშშ დოლარი თვეში მისი მომსახურების ყოველთვიური ფასია.

რომელია საუკეთესო აპლიკაცია, ამის განზოგადება და განსაზღვრა რთულია. ზემოთ დასახელებული აპლიკაციები განსხვავდება სერვისებისა და შესაძლებლობების მიხედვით, ამორჩევა კი ბიუჯეტისა და კომპანიის ინტერესების მიხედვით უნდა მოხდეს - რომელ კანდიდატებთან სჭირდებათ კომუნიკაცია, სამუშაოს პასიურ თუ აქტიურ მაძიებლებთან. 

თუ შეამჩნევდით, ყველა აპლიკაცია დამოუკიდებელია და ძირითადად ფეისბუქის მომხარებლებისა და კომპანიის ვებგვერდების ინტეგრაციაზე მიმართული.

სათაური
გამოქვეყნების დრო
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015