როცა პროფესიის შეცვლა გვინდა

“კარიერის ცვლილება” და “პროფესიის ცვლილება” შეიძლება სინონიმებად განვიხილოთ, მაგრამ მცირე განსხვავების მოძებნა ნამდივლად არ გაჭირდება: პროფესიის ცვლილება საქმის შინაარსისა და მთლიანად საქმის ცვლილებაა; კარიერის ცვლილება კი შეიძლება მხოლოდ პოზიციის და საქმიანობის ცვლილებად მოვიაზროთ. ორივე ცვლილება საინტერესო გამოწვევებს ქმნის. თუმცა, პროფესიის შეცვლა საკმაოდ რთულია და სწორ დაგეგმვას თუ სწორად შერჩეულ სამოქმედო გეგმას მოითხოვს.


ამას წინათ, ერთმა ნაცნობმა  გვიამბო, როგორ უნდოდა (და კვლავ ძალიან უნდა) ფინანსების მართვიდან  ადამიანური რესურსის მართვის განყოფილებაში გადასვლა, მაგრამ ვერ გაბედა, რადგან დააფიქრა საკუთარი ცოდნა-გამოცდილების სიმწირემ ამ სფეროში.

საკმარისი ისტორიებია, სადაც სფეროს (იგივე პროფესიის) შეცვლა წარუმატებლად დასრულდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ წარმატებული “ტრანსფერებზეც” გვაქვს ინფორმაცია და  აუცილებლად უნდა ითქვას, რომ კომპანიაც და თანამშრომელიც ცვლილებაზე  გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

პროფესიის შეცვლაზე კომპანიას დასაფიქრებელი აქვს, პროფესიის ცვლილების მსურველს კი კიდევ უფრო მეტი საფიქრალი და სამუშაოც.  ცხადია, ამ შემთხვევაში არ არსებობს “წარმტების მისაღწევი უებარი წესი”, მაგრამ წესი ნამდვილად არის  პროფესიის შეცვლის სურვილის გაჟღერებისას  ჩვენს განაცხადს  “მე მინდა” ან “ძალიან მაინტერესებს” დაემატოს არგუმენტაცია   რა გავაკეთეთ ცვლილებისათვის და რატომ შეიძლება ვიყოთ წარმატებული ახალ სფეროში. მაგალითად, თუ ვამბობთ, რომ ძალიან გვინდა ფინანსებში გადასვლა, კომპანიის HR მენეჯერს ან ჩვენს მენეჯერს უნდა გავუზიაროთ შემდეგი არგუმენტები: ა) რატომ დავინტერესდით - საუბარი საქმეზე და პროფესიაზე; ბ) რა ვიცით ამ პროფესიის შესახებ - რა ინფორმაცია მოვძებნეთ, რა ვისწავლეთ, რა წავიკითხეთ და სხვ. და გ) რა საქმე გამოგვივა კარგად - ის კომპეტენციები, რასაც ჩვენი მიმდინარე პროფესიაც მოითხოვს. ამ რჩევის დასასაბუთებლად პროფესიის ცვლილების   საინტერესო “ამბავსაც” გაგიზიარებთ, როდესაც კვლავ კარგმა ნაცნობმა მარკეტინგის განყოფილებაში გადასვლის სურვილი საკუთარი ინიციატივით მომზადებული მარკეტინგული პროექტით დაასაბუთა (პროექტი კომპანიის ახალი პროდუქტზე; პროექტი კი კომპანიის წარმატებულ პროდუქტადაც იქცა) და მარკეტინგის განყოფილების მენეჯერმა ჰკითხა - “როდის შეძლებ ჩვენთან გადმოსლვას”?

სფეროს ცვლილებას კომპანიის მხირდან აუცილებლად  სჭირდება მხარდაჭერა. არ უნდა დაგვავიწყდეს, სწორედ  ახალი, ან სხვა  საქმის გაკეთების დროს ადამიანების მოტივაცია ძალიან მაღალია. თან, როდესაც ახალი საქმის კეთების სურვილი თვითონ ინდივიდისგან მოდის. კარგი იქნება, თუ კომპანია და მისი მენეჯერები მსგავს ინიციატივას მოუსმენენ და ცვლილების მსურველს თუნდაც იგივე კითხვებით მიმართავენ, რაც ზემოთ ცვლილების არგუმენტებად მოვნათლეთ, ანუ: ა) რატომ დაინტერესდა ცვლილებით; ბ) რა იცის ან ისწავლა სასურველ სფეროზე/საქმეზე და გ) რა უნარები ან ცოდნა დაეხმარება წარმატების მიღწევაში.

თუნდაც იგივე პროექტის მომზადების “დავალებაც” არ იქნება ურიგო - ამ შემთხვევაში კარგად გამოჩნდება თანამშრომლის ცოდნაც, მოტივაციაც და საინტერესო იდეებიც კი.

ეპოქა რომელშიც ვცხოვრობთ ძალიან საინტერესოა, არ არსებობს სფერო, სადაც არ ხდება  ცვლილებები და თანაც, სწრაფ ტემპში. თანამედროვე ბიზნესებს ბევრი გამოწვევა აქვთ იგივე თანამშრომლების განვითარებისა თუ შენარჩუნების მიმართულებით. მთავარ გამოწვევად კი “სხვადასხვა საქმის მცოდნე” და  “მულტიუნარებიანი” ადამიანური რესურსის შექმნა მოიაზრება. ვფიქრობთ, პროფესიის ცვლილება, კომპანიის მხრიდან ინიცირებული თუ არა, მხარდაჭერას და ხელშეწყობას აუცილებლად უნდა იმსახურებდეს. “ახალი ხედვა ახალ სფეროში” კარგ შედეგებს იძლევა! ასე რომ, პროფესიის ცვლილებების მსურველებმა უნდა დაგეგმონ ცვლილებები და მენეჯერებმა კი მოუსმინონ რა არის მოტივი და რას მიიღებენ ცვლილებების შედეგად.

სათაური
გამოქვეყნების დრო
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015