დაივიწყეთ დარდი იმაზე, თუ როგორი იქნება სამუშაო გარემო მომავალში. სამუშაო გარემო და რეალობა გასული წლების განმავლობაშიც საგრძნობლად შეიცვალა პანდემიის და ხელოვნური ინტელექტის გავლენით.
2023 წლის მიწურულს კომპანია Upwork-მა გამოაქვეყნა 2023 წლის კვლევის შედეგები. Upwork ფრილანსერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ონლაინ პლატფორმაა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 3000-მდე მონაწილე. შედეგებმა აჩვენა, რომ ამერიკელი დასაქმებულების 38% ფრილანსერია, რაც დაახლოვებით 64 მილიონი ადამიანია. გასულ წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 4 მილიონით გაიზარდა.
Upwork-ის კვლევის თანახმად:
- ახალგაზრდა თაობა, წინა თაობებთან შედარებით მეტად იწყებს ფრილანსზე მუშაობას - კერძოდ, კვლევაში მონაწილე Gen Zის 52% და მილენიალების 44% ფრილანსერია, შედარებისთვის იმავე კატეგორიაში Gen X-ის მაჩვენებელი 50%-ია, ხოლო ბეიბი ბუმერების 26%.
- ფრილანსერები ხდებიან კონტენტ კრეატორები და მუშაობენ სახლიდან - ფრილანსერების დაახლოებით 23 % ინფლუენსერია და მუშაობს კონტენტის შექმნაზე, აზიარებს ლაივ სტრიმებს ან სოციალური მედიის პოსტებს. 47% დასაქმებულია ცოდნაზე დაფუძნებულ ინდუსტირებში და 60% მუშაობს დისტანციურად.
- ფრილანსერები უფრო მეტად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს - ფრილანსერების 20% რეგულარულად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, სხვა დასაქმებულებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 9%-ს შეადგენს. ფრილანსერები ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ ინფორმაციის მოსაძიებლად (46%), ბრეინსტორმინგისთვის (35%), სათარგმნად და შეთავაზებების დასაწერად (32%) და კოდის დასაწერად (28%).
ფრილანსერები გამორჩეულად ოპტიმისტურად არიან განწყობილნი კარიერული ზრდის მიმართ - 80%, ხელფასის მატების მიმართ - 76%, მომავალში სამსახურის შესაძლებლობებით -74% და პირადი განვითარების შესაძლებლობებით 84%. როდესაც მათ დაუსვეს კითხვები მომავლის შესახებ, ფრილანსერების 85%-მა მიუთითა, რომ ფრილანსერობის საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის.
წყარო - Upwork: Freelancers use gen AI more than the rest of the workforce (fastcompany.com)