FastCompany გვიზიარებს პროდუქტიულად მუშაობის რამდენიმე რჩევას:
- მშვიდად მუშაობისთვის დროის გამოყოფა;
სმარტფონების, სოციალური მედიის და დისტანციურად მუშაობის ყოველდღიურობაში, არსებობს მოლოდინი, რომ ყველა ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მუდმივად კავშირზე ყოფნას თავისი ბენეფიტები აქვს. ტექნოლოგიები გვეხმარება დავაჩქაროთ პროცესები და სწრაფად შევასრულოთ საქმე. თუმცა პროდუქტიულად მუშაობისთვის აუცილებელია მშვიდად მუშაობისთვის დროის გამოყოფა. მაგალითად, განსაზღვრეთ 30 წუთიანი მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც არ შეამოწმებთ სოციალურ მედიას, არ აიღებთ ხელში ტელეფონს, არ წაიკითხავთ შეტყობინებებს. გამორთეთ შეტყობინებების ფუნქცია. ამგვარი მუშაობის დროს გექნებათ საშუალება უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ შესასრულებელ დავალებას. 30 წუთი შეიძლება საკმარისი არ იყოს კონკრეტული დავალების შესასრულებლად, თუმცა დაყავით დიდი დავალებები პატარა ნაწილებად და მშვიდად მუშაობის ბლოკებში დაასრულეთ მისი ცალკეული ნაწილები.
- შეხვედრებისთვის მომზადება;
ყოველთვის მოემზადეთ დაგეგმილი შეხვედებისთვის. დარწმუნდით რომ გაეცანით შეხვედრისთვის საჭირო მასალებს და მზად ხართ მონაწილეობა მიიღოთ განხილვაში. თუ შეამჩნევთ, რომ ყურადღებას არ აქცევთ შეხვედრას, ან მისი მიმდინარეობისას ცდილობთ სხვა დავალებების შესრულებას, დასვით კითხვა საერთოდ უნდა ყოფილიყავით თუ არა ამ შეხვედრაზე? შეიძლება შეხვედრა უფრო ნაყოფიერი ყოფილიყო თუ თქვენი გუნდიდან ვინმე სხვა დაესწრებოდა მას. დავალებების დელეგირება საუკეთესო გამოსავალია თქვენი დროის გამოთავისუფლებისთვის და ასევე გუნდის წევრებისთვის ახალი გამოწვევების მისაღებად.
- პირადი ცხოვრების და სამსახურის ბალანსი;
საკუთარი პირადი ცხოვრება იმავე გულისხმიერებით უნდა მართოთ, როგორც პროფესიულ კარიერას ექცევით, მაგალითად, ჯანმრთელობა უნდა იყოს პრიორიტეტული, დააფასეთ დროის გატარება ოჯახის წევრებთან მეგობრებთან. თუ პირად ვალდებულებებს კომფორტულად შეასრულებთ, თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ პროფესიულ ნაბიჯებში. საბოლოოდ, ყველანი ადამიანები ვართ და ადამიანებს უყვართ იმ ლიდერებთან მუშაობა, რომლებიც არ უშინდებიან ადამიანური ბუნებრივობის, გულწრფელობის გამოხატვას.
წყარო - https://www.fastcompany.com/91035931/best-kept-secret-to-productivity