HBR: სიცილის მნიშვნელობა დისტანციურად მუშაობის დროს

ვიდეო კონფერენციების ჩატარების კულტურა 20 წელზე მეტია რაც არსებობს. პანდემიამდე, მაშინ როდესაც შეხვედრისთვის მნიშვნელოვანი პირი ფიზიკურად დასწრებას ვერ ახერხებდა, თავის გუნდს ვიდეოზარის საშუალებით უკავშიდებოდა. თუმცა დღეს, შეხვედრების 100% ვირტუალურია. ეს კი ისეთ პრობლემებს იწვევს, რომლის გადაჭრაც ტექნოლოგიებს არ შეუძლია.

პრობლემა ადამიანებშია, კონკრეტულად კი იმ ფაქტში, რომ ჩვენ არც სოციალურად და არც ემოციურად არ ვართ საკმარისად განვითარებული იმისთვის, რომ მსგავსი იზოლაცია შევძლოთ. ადამიანის კეთილდღეობა და პროდუქტიულობა მეტწილად ფიზიკურ სიახლოვესთან არის დაკავშირებული. მისმა ნაკლებობამ, დროთა განვალობაში, ადამიანს შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს, სოციალური დისტანციის ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი კი სიცილია.

ჩვეულებრივ, ადამიანი დღეში 18-ჯერ იცინის, აქედან 97% შემთხვევაში - სხვებთან ერთად. ანუ, იმის ალბათობა, რომ ადამიანი გაიცინებს 30-ჯერ მეტია მაშინ, როდესაც ის სხვებთან ერთად არის. დაფიქრდით, როდის გაიცინეთ მარტო ყოფნისას ბოლოს ხმამაღლა? ახლა იმაზე დაფიქრდით, თუ რამდენად სასაცილოა ის, რაზეც მეგობრებთან ერთად იცინით ხოლმე? კვლევების მიხედვით, იმის 80% რაზეც ადამიანი სხვებთან ერთად იცინის, სულაც არ არის სასაცილო.

ადამიანები იცინიან იმიტომ, რომ სხვებიც იცინიან; ადამიანები იცინიან იმისთვის, რომ სხვებთან ერთად იცინონ. სიცილი, მთქნარების მსგავსად, გადამდებია. ამიტომაც ისმის კომედიური ტელეშოუების უმრავლესობაში ჩაწერილი სიცილის ხმა.

სხვებთან ერთად სიცილი მხოლოდ ქცევის ფორმა არ არის. სიცილის დროს ჩვენი ორგანიზმი ორ მნიშვნელოვან ქიმიურ ნივთიერებას გამოყოფს. სიცილის დროს, ადამიანის ჰიპოფიზი  გამოყოფს ენდორფინს, რომელიც საბოლოოდ სისხლის საშუალებით ტვინსა და ხერხემალს მიეწოდება. ენდორფინი არის პოლიპეპტიდი, რომელიც ტვინში ოპიოიდურ რეცეპტორებთან ურთიერთქმედებს. ისინი ხელს უწყობენ ტკივილის შემცირებას და იწვევენ სიამოვნების შეგრძნებას. კვლევების მიხედვით, ადამიანი რამდენიმე წუთიანი სიცილის შემდეგ 15%-ით ნაკლებ ტკივილს განიცდის.

მეორე ნივთიერება, რომელსაც ჩვენი ტვინი სიცილისას გამოყოფს, დოპამინია  - ნეიროტრანსმიტერი, რომელიც ეიფორიის შეგრძნებას იწვევს. დოპამინი აძლიერებს სწავლის უნარს, მოტვაციასა და ყურადღებას. ფაქტობრივად, სიცილი მთელი ორგანიზმისთვის სასარგებლოა და ამ პროცესში ჩართული ნეიროქიმიკატები აუმჯობესებენ იმუნურ სისტემას, ამსუბუქებენ სტრესს, ზრდიან ტკივილის მიმართ ამტანობას, აუმჯობესებენ კარდიოვასკულარულ ჯანმრთელობას, ამცირებენ შფოთვას, აჩენენ დაცულობის შეგრძნებას და აუმჯობესებენ ხასიათს. ამას გარდა, სიცილი  მაღალ მოტივაციასთან და მუშაობის დროს პროდუქტიულობასთან ასოცირდება.

ახლა დავუბრუნდეთ Covid-19-ს.

იზოლაცია, რომელიც ვირუსისგან თავის დასაცვად აუცილებელია, აფერხებს სოციალიზაცურ კომუნიკაციას, ამცირებს სიცილს და შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმშიც ფერხდება აუცილებელი ქიმიური ნივთიერებების გამომუშავება. უარესიც, ის სტრესი და შიში, რომელსაც ადამიანი მარტო ყოფნისას განიცდის ორგანიზმში არსებულ ნივთიერებებს არასწორი მიმართულებით მიმართავს. შიშის, საფრთხისა და სტრესის დროს თირკმელზედა ჯირკვალი გამოყოფს კორტიზოლს, გლიკოკორტიკოიდების ჯგუფის ჰორმონს. ადამიანის ორგანიზმში არსებულ თითქმის ყველა უჯრედს აქვს კორტიზოლის რეცეფტორები, რის გამოც მისი ეფექტი ფართოდ ვრცელდება. ბევრ კორტიზოლს შეუძლია წონაში მატება, თავის ტკივილი, გაღიზიანება, დაღლილობა, კონცენტრაციის ნაკლებობა და სისხლის მაღალი წნევა გამოიწვიოს.

როგორ უნდა მოიქცნენ გუნდის მენეჯერები, ამ ეფექტის თავიდან ასაცილებლად? სამსახურზე საუბრისას, რთულია წარმოიდგინო, რომ მას ადამიანის სხეულისა და ტვინის ქიმიურ შემადგენლობაზე მოქმედება შეუძლია. დღევანდელ მარტოობაში და ვირტუალურ სამუშაო გარემოში აუცილებელია, მენეჯერებმა ბევრი იცინონ გუნდის წევრებთან ერთად და შეამცირონ სტრესი. ეს არ ნიშნავს, რომ მენეჯერი კომიკოსი უნდა გახდეს. თუმცა, ეს ნიშნავს იმას, რომ მან გუნდში სიცილის გამოწვევაზე უნდა იმუშაოს.

გთავაზობთ 5 ნაბიჯს, რომელიც მენეჯერებს სიცილის გამოწვევაში დაეხმარებათ:

1.      შენელება. მენეჯერების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ყველა ვირტუალური საუბარი რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური უნდა იყოს. ეს არასწორი მიდგომაა მაშინ, როდესაც ადამიანებს კომუნიკაცია მხოლოდ ვირტუალური არხების საშუალებით აქვთ. დღევანდელ სიტუაციაში, მენეჯერების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება, არა მხოლოდ საქმის კარგად შესრულება, არამედ გუნდის წევრების სოციალური, ფსიქოლოგიური და ემოციური დაკავშირებაა. სიცილი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ადამიანებს შორის ემოციური კავშირის დასამყარებლად. თუმცა, ამისათვის დრო და სივრცეა საჭირო, რომელიც სწრაფი ვიდეო ზარების დროს არ არსებობს.

2.      გამართული ვიდეო. ადამიანები სიცილის დროს კარგად აღიქვამენ სხვების ვიზუალურ მხარეს. რაც უფრო მეტის დანახვის საშუალება ეძლევათ ადამიანებს, უკეთესია. ამ მიზეზის გამო, მენეჯერი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ვიდეო ზარში ჩართული ყველა ადამიანი მას კარგად ხედავს, რადგან კარგი გამოსახულება სიცილის ეფექტს აძლიერებს.

3.      გაღიმება და მაღალი ტემბრით საუბარი. ადამიანები მენეჯერებს შეხვედრის დროს ბუნებრივად აკვირდებიან, რომ მათ გამომეტყველებაში ამოიცნონ სიგნალები. მაგალითად ის, რომ ახლა სიცილი ნებადართულია. ყველაზე მარტივი გზა ამ სიგნალის მისაწოდებლად ღიმილია. ამასთან, მნიშვნელოვანია ხმის ტემბრიც.

4.      მაგალითის მიცემა. მთქნარების მსგავსად, სიცილი სიცილს იქვევს. ასე რომ, ყველაზე ძლიერი მექანიზმი სიცილის გამოსაწვევად, თავად მენეჯერის სიცილია. ამასთან, ადამიანებს როგორც ნამდვილ და ყალბ ღიმილს შორის შეუძლიათ განსხვავების დანახვა, ასავე შეუძლიათ გაარჩიონ ნამდვილი და ყალბი სიცილი - რასაც საბოლოო რეკომენდაციამდე მივყავართ.

5.      ხასიათი. მენეჯერებმა პირველ რიგში საკუთარი ხასიათის გამოსწორება უნდა დაიწყონ. სიცილი უფრო მარტივია მაშინ, როდესაც მენეჯერიც იცინის და არა მაშინ, როდესაც იგი თავისი გუნდის წევრებსZoom-ის ფანჯრიდან ცივი სახით უყურებს.  მენეჯერებმა პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა გააცინონ - თუნდაც შეხვედრის დაწყებამდე რაიმე სასაცილო ვიდეორგოლის ნახვით.

იმედია, ადამიანები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინას მალე გამოიგონებენ და მალევე შევძლებთ ერთმანეთთან სრულფასოვან კომუნიკაციას. ალბათ, კრიზისის შემდეგ ადამიანების დიდი ნაწილი ისევ სახლიდან იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცილის ნაკლებობის თემა კვლავ აქტუალური იქნება. ტექნოლოგიური განვითარება ნეიროქიმიას და სოციალურ ქცევას ვერასდროს ჩაანაცვლებს. ამიტომაც 20 ან თუნდაც 200 წლის შემდეგაც, მენეჯერებმა უნდა იმუშაონ იმაზე, რომ გუნდში სიცილი გამოიწვიონ,

სათაური
გამოქვეყნების დრო
2020 წლის ივნისის თვის დასაქმების ბაზრის ანალიზი
10.07.2020
შეხვედრების დროის ეფექტურად მართვის მეთოდები
08.07.2020
'ბენჟამენ ფრანკლინის ეფექტი'
06.07.2020
როგორ განვუვითაროთ ბავშვებს კრიტიკული აზროვნების უნარი?
03.07.2020
Covid-19-ის შესაძლო გავლენა ადამიანური რესურსების მართვაზე
01.07.2020
კვლევა: როგორ იმოქმედა Covid -19-მა ჩვენს სამუშაო განწყობასა და მოტივაციაზე
30.06.2020
დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს დაწინაურების ნაკლები შანსი აქვთ
24.06.2020
მილენიალი თანამშრომლების კომუნიკაციის 3 თავისებურება
22.06.2020
ტრადიციული მენეჯერული მიდგომა VS თანამედროვე მენეჯერული მიდგომა
17.06.2020
'მოგვიყევით თქვენს შესახებ'
15.06.2020
ადამიანები უკეთესად სწავლობენ მაშინ, როდესაც ნაკლებს სწავლობენ
08.06.2020
Linkedin: პოზიციის ხშირი ცვლა თანამშრომლის შენარჩუნებას უწყობს ხელს
05.06.2020
ჯეფ ბეზოსის 10 რჩევა სინანულის გარეშე ცხოვრებისათვის
03.06.2020
HBR: პოზიტიური სამუშაო კულტურის დადებითი მხარეები
01.06.2020
ჯეფ ბეზოსის რჩევა - კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ კომპანიის 10 წლიანი მიზნების დასახვამდე
29.05.2020
HBR: როგორ დავამარცხოთ პროკრასტინაცია
27.05.2020
როცა სხვები გიყურებენ
25.05.2020
თანამედროვე ტექნოლოგიების წინაპრები
22.05.2020
HBR: როგორ გავხადოთ დისტანციური კომუნიკაცია უფრო ეფექტიანი?
20.05.2020
Google-ს და Apple-ს სამუშაო კულტურა
18.05.2020
მენეჯერის 4 კომპეტენცია, რომელსაც გაუმჯობესება სჭირდება
14.05.2020
გაკვეთილი ბიზნესს მსოფლიო ლიდერებისგან
13.05.2020
HBR: როგორ შევამციროთ კომპანიის თანამშრომლების სტრესი?
11.05.2020
Stay Interview
08.05.2020
რჩევა მილენიალებს: როგორ უნდა მართოთ მენეჯერი?
06.05.2020
რატომ არის დამღლელი „ზუმშეხვედრები“?
04.05.2020
რა დროს უთმობენ კომპანიის CEO-ები სამუშაოს?
01.05.2020
დროის მართვის მეთოდები ჯეფ ბეზოსისგან
29.04.2020
ბილ გეითსი: რჩევა სტუდენტებს
27.04.2020
მოსმენის უნარი
24.04.2020
თვისებები, რომლებიც კარგ მენეჯერს ახასიათებს
21.04.2020
რატომ ხდებიან 'B სტუდენტები' კარგი მენეჯერები
17.04.2020
HBR: განვითარება დღევანდელ პერიოდში
15.04.2020
როგორ გავხადოთ სახლში მუშაობა უფრო პროდუქტიული?
10.04.2020
დენ ფრაისი - კრიზისის მართვის განსხვავებული მიდგომა
06.04.2020
სახლიდან მუშაობის დადებითი მხარეები
01.04.2020
თანამშრომლების 8%ით შემცირება Zappos-ში
30.03.2020
HBR: 'მონდომებული' თუ 'თანდაყოლილი ნიჭის' მქონე კანდიდატი?
27.03.2020
ვირტუალური შესვენება კოლეგებთან ერთად
25.03.2020
გაიხსენე კოპმლიმენტი
23.03.2020
რატომ არ მოსწონდა სტივ ჯობსს სახლიდან მუშაობა?
20.03.2020
შერჩევის ინტერვიუ სოციალური დისტანცირების პერიოდში
18.03.2020
ნიუტონიც სახლიდან სწავლობდა
16.03.2020
CV ს რა ფორმატს გვირჩევს მსოფლიოს # 1 ბიზნეს გამოცემა
13.03.2020
დისტანციურად მუშაობის დადებითი მხარეები
11.03.2020
რატომ არ უნდა ვცდილობდეთ სამსახურში ბედნიერების მოპოვებას?
09.03.2020
Ford-ის ოთხფეხა კოლეგა
06.03.2020
რა არის თქვენი სახელფასო მოლოდინი?
04.03.2020
სამსახურში წაძინება ადამიანის მუშაობის ხარისხს ზრდის
28.02.2020
უნარები და გამოცდილება არ არის საკმარისი ახალი პროფესიის შერჩევისას
26.02.2020
რეკრუტინგში მენეჯერი შეუცვლელია
24.02.2020
ინსორსელი მილენიალები
21.02.2020
არასამუშაო საათებში მუშაობა საზიანოა, როგორც თანამშრომლისთვის, ისე კომპანიისთვის
19.02.2020
ორშაბათის რჩევა - დაიწყეთ სამუშაო დღე პოეზიის კითხვით
16.02.2020
როგორ მოვამზადოთ ბავშვები მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისათვის?
14.02.2020
Google: 6 რამ წარმატებული მენეჯერობისათვის
09.02.2020
წარმატებული მენეჯერის სამი ნიშანი
06.02.2020
Everything is personal in business
05.02.2020
უკვე 2020 წელია და რატომ ვიყენებთ ისევ PowerPoint-ს?
02.02.2020
შეარჩიეთ ლიდერები იმის მიხედვით, რისი კეთება შეუძლიათ და არა რა გააკეთეს
31.01.2020
რატომ არ მოსწონთ სხვებს, როდესაც უკეთესობისკენ იცვლები?
29.01.2020
რას ნიშნავს Growth Mindset სინამდვილეში?
26.01.2020
იცხოვრე ყოველი დღე ისე, თითქოს ეს შენი სიცოცხლის ბოლო დღეა, ერთ დღესაც მართალი აღმოჩნდები
23.01.2020
რომელი პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევებია ყველაზე მოთხოვნადი 2020-ში?
22.01.2020
ჯეფ ბეზოსის რჩევა, რომელიც მან თანამშრომელს მარცხის შემდგომ მისცა
19.01.2020
როგორ ინარჩუნებს სწრაფის კვების კომპანია თანამშრომელთა გადინების აბსურდულად დაბალ მაჩვენებელს?
16.01.2020
რომელი უნარ-ჩვევები ჩავწეროთ რეზიუმეში?
14.01.2020
საიდუმლო სანტას ისტორია
12.01.2020
სატია ნადელა - 3 თვისება, რომელიც ყველა ლიდერს უნდა ახასიათებდეს
25.12.2019
17 წარმატებული კომპანიის დამფუძნებლი, რომლებმაც ბიზნესი 35 წლის ასაკის შემდეგ წამოიწყეს
22.12.2019
დღის შუქი ოფისში - დასაქმებულთა არჩევანი
19.12.2019
მართვის სტილი, რომელმაც ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია
17.12.2019
კანდიდატის გამოცდილება - რეკრუტინგის სტრატეგია ტალანტების მოსაზიდად
16.12.2019
5 რჩევა, რომელიც 'ორგანიზაციული რიტმის' სწორად აწყობაში დაგეხმარებათ
11.12.2019
გატესტეთ პრეზენტაცია არაფორმალურ გარემოში
09.12.2019
აშშ-ს შეიარაღებული ძალები ადამიანური რესურსის მართვის მოდელს ცვლის
06.12.2019
10 პროფესია, რომელიც 10 წლის წინ არ არსებობდა
04.12.2019
ნუ იფიქრებთ ჩარჩოებს მიღმა, ეძებეთ ახალი ჩარჩო
03.12.2019
ალბერტ აინშტაინის 10 გამონათქვამი
28.11.2019
სტარტაპი, სადაც მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე ჰარვარდში
27.11.2019
რა მნიშვნელობა აქვს მენეჯერის მხარდაჭერას დასაქმებულისათვის?
25.11.2019
14 ქცევა რომლითაც მილენიალები მშობლებისგან განსხვავდებიან
22.11.2019
Growth Mindset- Microsoft-ის ახალი მართვის მოდელი ლიდერებისათვის
20.11.2019
თუ არ სწავლობთ, არ ხართ პასუხისმგებლიანი
18.11.2019
ჯეფ ბეზოსმა Amazon-ში PowerPoint პრეზენტაციები აკრძალა
15.11.2019
არის თუ არა სიცილი სამუშაო გარემოში პროდუქტიულობისა და კრეატიულობის საწინდარი?
13.11.2019
ROWE
08.11.2019
როგორ ახერხებს Google საუკეთესო ლიდერების იდენთიფიცირებას?
03.11.2019
რატომ გახდა HRM მარკეტინგული?
02.11.2017
რა ენაზე უნდა იყოს CV?
12.10.2017
“ახალ გამოწვევებს ვეძებ”
02.10.2017
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ინსორსის 2016 წლის პროექტების სტატისტიკა
22.12.2016
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015