თუ არ სწავლობთ, არ ხართ პასუხისმგებლიანი

თუ კვირის განმავლობაში 5 საათს სწავლას არ უთმობთ,  უპასუხისმგებლოდ იქცევით.

ბარაკ ობამა დღეში ერთ საათს კითხვას უთმობს,  უორენ ბაფეტი, წარმატებული და ცნობილი ინვესტორი, დღესაც საკუთარი დროის 80% ს კითხვას და წაკითხულის გააზრებაში ხარჯავს; მსოფლიოს ყველაზე მდიდარი (კვლავ!) ადამიანი და მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეითსი დღემდე მკაცრად იცავს საკუთარ „ტრადიციას „ და კვირაში ერთ წიგნს კითხულობს( აქვე, ბილ გეითსი მაიკროსოფტში საკუთარი კარიერის განმავლობაში, ორ კვირიან „საკითხავ შვებულებას“ იღებდა).

რატომ უთმობენ წარმატებული ადამიანები საკუთარი  დროის დიდ ნაწილს კითხვას? მათ ხომ თითქმის უკვე ბევრს მიაღწიეს და საკუთარი ცოდნა საქმითაც დაადასტურეს?

რატომ ცდილობენ წარმატებული ადამიანები რომ არ გადაუხვიონ და გამოიყენონ „5 საათიანი წესი“ (დღეში 1 საათი კითხვას), როდესაც სხვები წუხან, რომ კითხვის დრო არ აქვთ?

პასუხი მარტივია: სწავლა ერთადერთი და შეუცვლელია საქმიანობაა, რომელშიც ინვესტირება ყოველთვის წარმატებულ შედეგს მოიტანს. როგორც ბენჯამინ ფრანკლინმა თქვა „ ინვესტიცია სწავლაში საუკეთესო მოგებას ქმნის“.

მუდმივი სწავლა აუცილებელია დღევენდელ „ცოდნის ეკონომიკაში“, რასაც ცოტა თუ ვიაზრებთ.. თუ დავაკვირდებით, ჩვენი ცხოვრების ძირითადი საფიქრალია ფულის გამომუშავება, დაგროვება,  დახარჯვა და შემდეგ,  უფრო მეტის ქონების დაგროვება.  ფაქტიურად, ჩვენ „არ გვრჩება დრო“ ვისწავლოთ რამე ახალი, რადგან მთელი დრო ფულის გამომუშავება-დაგროვებაზე გვეხარჯება. თუმცა, მიმდინარე პერიოდში ხდება რაღაც საინტერესო, რომელიც ფულსა და ცოდნას შორის ურთიერთობას ცვლის.

დღევანდელ ეპოქას ფუტურისტი, ფიზიკოსი და ბიზნესმენი  პიტერ დაიამანდისი  „სწრაფი დემონეტარიზაციის“  პერიოდს უწოდებს, რაც გულისხმობს ტექნოლოგიების განვითარებისა და ათვისების გამო,   ძვირადღირებულ სერვისებსა და  პროდუქტებზე  იაფი ან უფასო წვდომა.

ამბობენ, დემონეტარიზაცია კიდევ უფრო გააქტიურდება მომავალში. ვირტუალური რეალობით შესაძლებელია  ადამიანმა „იმოგზაუროს“ თუნდაც მარსზე;  თვითმართვადი ავტომობილები ცვლის ავტომობილების ფლობის კულტურას;  ონლაინ სწავლების პორტალებით ხელმისწავდომია  ძვირადღირებული სტენფორდის ცოდნის მიღება, ტელემედიცინა მნიშვნელოვნად ამცირებს მკურნალობის ხარჯებს და ისეთი ტეტნოლოგია, როგორიცაა CRISPR (გენის კორექტირება) და ხელოვნური ინტელექტი, მნიშნველოვნად ამცირებს ჯანდაცვის და ხარჯებსაც.

ასე რომ, ვიდრე პროდუქცია და სერვისები დემონეტარიზაციას განიცდის, ცოდნა გაცილებით მეტ ღირებუელბას იძენს.. Google X  დამფუძნებელი და Google Self Driving Car  ჯგუფის წევრი სებასტიან თრანი ამბოს, „Uber -მა  70 კაციანი  კომპანიის Otto  ს შეძენაში, რომელიც სულ 6 თვეა არსებობს ბაზარზე, გადიხადა 70 მლნ დოლარი. გამოდის, რომ თანამედროვე ეპოქაში ტალანტის შეძენის ფასი 10მლნ დოლარია.

ეს მაგალითი შეგვიძლია ავხსნათ ასე- ცოდნა, რომელზეც თანამედროვე „ცოდნის ეკონომიკა“ მოთხოვნას ქმნის, გაცილებით ძვირია! და  ის ხალხი, ვინც კარიერისთვის უფრო მეტს შრომობს ვიდრე ცოდნის შესაძენად, მაღალრისკიან ჯგუფს მიეკუთვნება, იმ ჯგუფს, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიები უმუშევრად დატოვებით ემუქრება.

აშშ დასაქმების ბარზე გასული ორი წლის განმავლობაში უამრავი ვაკანტური პოზიცია დაფიქსირდა (5.8 მლნ პოზიცია), თუმცა 17 მლნ ამერიკელი კვლავ უმუშევარია. ანალოგიურია ჩვენთანაც-  დღის განმავლობაში მინიმუმ 150 ვაკანსია ცხადდება, მაგრამ სამსახურის მაძიებელი და დასაქმების მსურველი უამრავია, რადგან მათი ცოდნა დღევანდელ დასაქმების ბაზრის მოთხოვნებისგან განსხვავებულია.

 ცოდნა ნამდვილად ფულია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად კონვერტირებადია ისეთ საგნებში, რასაც ფულით უფრო ძვირად ან ვერ ვიყიდით: ურთიერთობები, სხვადასხვა საინტერესო  მიზნის რეალიზაცია, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა, კიდევ უფრო მეტის სწავლა (რაც ტვინის მუშაობას კიდევ უფრო აუმჯობესებს) და რაც მთავარია, სხვადასხვა გამოცდილებისა თუ ცხოვრებისეული „სიბრძნის“ დაგროვება.

ბარაკ ობამამ New York Times  ში მიცემულ ინტერვიუში თქვა- „როცა ასე სწრაფად იცვლება სიტუაცია, სწარაფად ვრცელდება უამრავი ინფორმაცია, ცუდიც და კარგიც, კითხვა ერთადერთი საშუალებაა, რაც მეხმარება კონცენტრაციაში, ახალი პერსპექტივების აღმოჩენაში, მოდუნებაში და სხვების ცხოვრების გააზრებაშიც კი. შემიძლია, ვთქვა  რომ კითხვა მეხმარებოდა ბალანსის შენარჩუნებაში ჩემი პრეზიდენტობის 8 წლის განმავლობაში, რადგან ესაა სივრცე, რომელის ცენტრში ხარ და ქმნი“.

 როგორ არ შევწყვიტოთ სწავლა და როგორ ვისწავლოთ? ცხადია აქაც არსებობს წესები:

  1. დროის შესაბამისი ცოდნის მიგნება- როგორც ვახსენეთ, ტექნოლოგიებმა შეცვალეს მოთხოვნა ცოდნაზე და თვითონ  ცოდნის შინაარსზეც კი. ცოდნა სტატიკური არ არის, ამიტომ სხვადასხვა ცოდნების საინტერესო და დროისთვის შესაბამისი „კლასტერი“ უნდა შევქმნათ, ანუ ვიცოდეთ ან გვესმოდეს „ბევრი რამე“
  2. სწავლის ტექნოლოგიის ათვისება- რაც უფრო მეტს კითხულობს ადამიანი, მენტალური მოდელების გააზრება უადვილდება. შესაბამისად, რაც უფრო მეტს სწავლობს ადამიანი ერთ საგანს, სხვა სფეროში ცოდნის ათვისების უნარი უმჯობესდება. ასე რომ, ერთი რამით დაწეყბა აუცილებელია
  3. ცოდნის ქცევა შედეგებად (შემოსავლადაც) - გარდა მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნისა, შეგიძლიათ თქვენი ცოდნა გაუზიაროთ საზოგადოებას, რაც უფრო მეტ დაფასებას თუ ანაზღაურებას მოგიტანთ
  4. ისწავლეთ ცოდნაში სწორი ინვესტირება- ყველა ჩვენგანს უნდა ჰქონდეს „საიჭირო წიგნების პორფტოლიო“, ონლაინ კურსები,  ან სასერტიფიკატო პროგრამები, რომლების შეძენაშიც ფულს ვიხდით, მაგრამ მათგან მიღებული უკუგება გაცილებით მაღალი იქნება
  5. აუცილებელია უნარის „ვისწავლოთ სწავლა“ გაუმჯობესება- საჭიროა სწავლის თუ კითხვის დისციპლინა, თუ ბილ გეითსი კვირაში ერთ წიგნს კითხულობს, ეს მისი „სწავლის“ სტილია. ბილ გეიტსი ცოდნითაც კი ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში. ასე რომ, შესაძლებელია ცოდნის კაპიტალის დაგროვების მსგავსი მეთოდის შექმნა

და ბოლოს, „გმირულად მუშაობა“, hardworking,  ინდუსტრიული (გასული) ეპოქისაა, „მუდმივი სწავლა“ ჰარდ ლერნინგი კი დღევანდელი ეპოქის მოცემულობა.

არ დაიზაროთ, არ დაიჩივლოთ რომ დრო არ გაქვთ, აუცილებელია დღეს რაიმეს სწავლა,  ნამდვილად ასეთი პერიოდია Today having many things does not make you rich, but knowing a lots of things it’s a luxury.

 ავტორი: მედეა ტაბატაძე

 

 

სათაური
გამოქვეყნების დრო
5 რჩევა, რომელიც 'ორგანიზაციული რიტმის' სწორად აწყობაში დაგეხმარებათ
11.12.2019
გატესტეთ პრეზენტაცია არაფორმალურ გარემოში
09.12.2019
აშშ-ს შეიარაღებული ძალები ადამიანური რესურსის მართვის მოდელს ცვლის
06.12.2019
10 პროფესია, რომელიც 10 წლის წინ არ არსებობდა
04.12.2019
ნუ იფიქრებთ ჩარჩოებს მიღმა, ეძებეთ ახალი ჩარჩო
03.12.2019
ალბერტ აინშტაინის 10 გამონათქვამი
28.11.2019
სტარტაპი, სადაც მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე ჰარვარდში
27.11.2019
რა მნიშვნელობა აქვს მენეჯერის მხარდაჭერას დასაქმებულისათვის?
25.11.2019
14 ქცევა რომლითაც მილენიალები მშობლებისგან განსხვავდებიან
22.11.2019
Growth Mindset- Microsoft-ის ახალი მართვის მოდელი ლიდერებისათვის
20.11.2019
ჯეფ ბეზოსმა Amazon-ში PowerPoint პრეზენტაციები აკრძალა
15.11.2019
არის თუ არა სიცილი სამუშაო გარემოში პროდუქტიულობისა და კრეატიულობის საწინდარი?
13.11.2019
ROWE
08.11.2019
როგორ ახერხებს Google საუკეთესო ლიდერების იდენთიფიცირებას?
03.11.2019
რატომ გახდა HRM მარკეტინგული?
02.11.2017
რა ენაზე უნდა იყოს CV?
12.10.2017
“ახალ გამოწვევებს ვეძებ”
02.10.2017
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ინსორსის 2016 წლის პროექტების სტატისტიკა
22.12.2016
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015