სამუშაო გარემოსა და თანამშრომლების განწყობაზე, დღეს ბიზნესები ძალიან ბევრს ფიქრობენ და ინვესტიციასაც არ იშურებენ. ინტერნეტ და ტექნოლოგიების ბიზნესებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამუშაო ადგილისა და გარემოს შექმნა, სადაც გუნდის წევრების იმუშავებენ ხალისით, ინტერესით და დაღლის გარეშე.
გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია იმ კომპანიების სამუშაო ოფისებზე, რომლებიც გამოირჩევა კომფორტულობით, საინტერესო და ცხადია, კრეატიული დიზაინით.
1.AOL (America OnLine) - ამერიკული მედია კორპორაცია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში. AOL ს ეკუთვნის ისეთი ონლაინ გამომცემლობები, როგორიცაა The Huffington Post, TechCrunch, Engadget. კომპანიის სპეციფიკაა სხვადასხვა კონტენტის, სერვისისა და პროდუქციის ონლაინ გავრცელება. AOl ის სათავო ოფისი პალო ალტოში ძალიან წააგავს Google ის ოფისს, დიზაინი შესრულებულია სხვადასხვა ფერებში, სათავო ოფისს აქვს უზარმაზარი სასადილო, დასასვენებელი ოთახები, ბილიარდის დარბაზი, ფიტნესის დარბაზი და ცხადია, ღია და კრეატიული სამუშაო სივრცე, რომელიც კრეატიული სამუშაო სრულდება.
2. Comvert - ფეხსაცმელებისა და სამოსის იტალიური მწარმოებელი. ბევრი ჩვენგანი Comvert ის სპორტული ფეხსაცმელით ხშირად ვიწონებთ თავს და როგორც აღმოჩნდა, ჩვენთვის კომფორტული სამოსის შექმნაზე, კომპანიის თანამშრომლები საკმაოდ საინტერესო ოფისში ფიქრობენ. Comvert ის სათავო ოფისი მდებარეობს მილანში, რომელიც განთავსებულია ძველი კინოთეატრის შენობაში. Comvertის ოფისს აქვს უზარმაზარი საწყობი, მაღაზია, ღია სამუშაო სივრცეები. რითაც გამოირჩევა, ესაა მისი მდებარეობის უნიკალობა- ძველი კინოთეატრი, რომლის კინოდარბაზი Comvert მა სკეიტ ბორდინგის უზარმაზარ სივრცედ აქცია. თანამშრომლები იდეაზე მუშაობისა თუ უბრალოდ დასვენების მიზნით, ხშირად აკითხავენ ამ საინტერესო სივრცეს, რომელიც მინებითაა აწყობილი და ნებისმიერ გამვლელს შეუძლია დაათვალიეროს, რა ხდება ოფისში.
3. Facebook-ზე საუბარი, ალბათ ზედმეტია. თუმცა, მისი ოფისი პალო ალტოში და ოფისის მოწყობის მეთოდი- საუბრის თემად ნამდვილად ღირს. კომპანიის ლიდერებმა ჩაატარეს თანამშრომლების ონლაინ გამოკითხვა, როგორი უნდა ყოფილიყო მათი სამუშაო ოფისი. გამოკითხვის მიხედვით, თანამშრომლებს სურდათ ძალიან დიდი და ღია სივრცე, რელაქსაციის სივრცეები, სკეიტბორდინგის სივრცე, DJ სივრცე და ადგილები, სადაც შესაძლებელი იყო მუშაობა გართობით. სწორედ ასეთია პალო ალტოში კომპანიის ოფისი, რომელიც "საუკეთესო სამუშაო ადგილად: არის დასახელებული.
4. Youtube, კომპანია რომელიც Google ს ეკუთვნის 2006 წლიდან. კომპანიის ბენეფიტები შთამბეჭდავია და უმეტესობა ოფისის დიზაინშიცაა განთავსებული. ღია სივრცე სამზარეულო და კაფეტერიებით, გასართობი ადგილები, ფიტნესის დარბაზი, საცურაო აუზი, ელექტრონული სეგვეით (sagway) გასეირნება კომპანიის ოფისში, გოლფის მოედანი- ეს მცირე ჩამონათვალია, რითაც Youtube ერთერთი საუკეთესო ადგილია კრეატიული სამუშაოს შესასრულებლად.
5. Red Bull ის ოფისი ლონდონში (სოჰო) განთავსებულია ძველ პაბში (ლუდის ბარი) და 20, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამუშაო სივრცისგან შედგება. 20 ოფისი სხვადასხვა რაოდენობის სართულებს შეიცავს და თითქმის იზოლირებულია. ამ სპეციფიური დიზაინით, კომპანიამ არჩია სამუშაო ადგილი ჰგავდეს ლაუნჯს, რომელიც ღამე, შესაძლებელია ბარად გადაკეთდეს და ახალგაზრდებმა კიდევ უფრო მეტი ინტერესით იმუშაონ
6. Lego -ს ოფისი, სათამაშო მდელოს ნამდვილად წააგავს. სხვადასხვა ფერების დეკორაციები, სათამაშო ადგილები და შეხვედრის ღია ოთახები, რომლებსაც თანამშრომლები აწყობენ საჭიროების მიხედვით, ინსპირაციას ნამდვილად ქმნის. როგორც კომპანიის თანამშრომლები ამბობენ," თუ ლეგოს ოფისში მუშაობა და გართობა ადამიანს არ აბედნირებს, მაშინ ვერაფერი ვერ გააბედნიერებს".
7. Zappos- ზაპოსელები ამბობენ, რომ" თუ ამერიკელი არ ხარ, ზაპოსი არ გეცოდინება". ამით ზაპოსელები კომპანიის უნიკალურობას უსვამენ ხაზსს და რთულია არ დაეთანხმო. ონლაინ რითეილერი მართლაც უნიკალურია ხალხის მართვის კულტურით (უმენეჯერო მენეჯმენტი). ზაპოსის ოფისი უამრავი 'კუბიკისგნ" შედგება, რომლის დიზაინსაც კომპანიის წევრები საკუთარი სურვილის მიხედვით ქმნიან. ყველა კუბიკი უნიკალურია და გუნდის ინტერესებისა თუ ჰობის მიხედვით არის მოწყობილი. საკონფერენციო დარბაზიც კი კომპანიის წევრებმა მოაწყეს იმ მიზეზით, რომ მათ მოუწევდათ ამ ოთახში მუშაობა და მათთვის კომფორტული უნდა ყოფილიყო. ერთი სიტვყით, ზაპოსის ოფისი მისი თანამშრომლების გატაცებების მიხედვითაა აწყობილი და "საკუთარი ოთახის" შეგრძნებას ქმნის.
8. LivingSocial- ამერიკული ონლაინ რითეილერია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეიძინონ, გააზიარონ შენაძენზე ინფორმაცია და ისარგებლონ ფასდაკლებით (Groupon ის ანალოგი) კომპანია ძალიან სწრაფად იზრდება, მათი სათავო ოფისი მდებარეობს ვაშინგტონში და საინტერესო დიზაინით გამოირჩევა: მოდერნი და ვინტაჟური სტილის მიქსი. სათამაშო აპარატები, უზარმაზარი სარკეები, საინტერესო ფოტოები (ძირითადად დონატის ფოტოები) განთავსებულია ძველი აგურით ნაშენებ ოთახებში, რომელსაც თანამედროვე განათების სისტემა და ფურნიტურა ავსებს. "იმუშავე მაგრად და დაისვენე მაგრად"- ოფისის მოტოა და ეს დიზაინშიც გადატანილია.
9. Thinkgarden- მილანში მდებარე ბიზნეს ლაუნჯია, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დანიშნოს შეხვედრა, იმუშაოს იდეაზე ან თუნდაც მივიდეს განვტირთვის მიზნით. ბიზნეს ლაუნჯი "მწვანე კონცეფციის" მიხედვითააა შექმნილი, სადაც ნებისმიერი სამუშაო თუ შეხვედრის სირვცე მცენარეებითაა გაწყობილი და ბუნებაში ყოფნის შეგრძნებას ქმნის. ლაუნჯის კედლების დიზაინიც კი ტყეს მოაგონებს ადამიანს, სადაც დაღლის გარეშე შესაძლებელია "დიდ იდეაზე" ფიქრი.
10. Corus Quay - კანადური ენთერთეინმენტ კომპანია, რომლის სათავო ოფისში მდებარეობს კანადაში, 5000 კვადრატულ მეტრზე. ოფისში მუშაობს 1100 ადამიანი, 11 სხვადასხვა "სახლში" (ასე მოიხსენიებენ ოფისს), რომლებიც ერთმანეთთან ღია აივნებით, კიბეებითა და 'სოციალური აქტივობების " (დასასვენებლი ადგილი) სივრცეებით უკავშირდება ერთმანეთს. ოფისის "მობინადრეები" სარგებლობენ სხვადასხვა ტიპის უფასო მაღაზიებით, სატელევიზიო სივრცეებით და ლაუნჯებით. ოფისი ნამდვილად წააგავს უზარმაზარ საცხოვრებელ კომპლექსს და მისი უნიკალურობაც სწორედ ამაშია.
ვფიქრობთ, ყველა წარმოდგენილი ოფისი საინტერესოა და კომპანიის კულტურის არტეფაქტია. აქვე დავსძენთ, რომ ჩვენთანაც ფეხს იკიდებს მსგავსი ტენდენცია და იმედს ვიტოვებთ, ქართული კომპანიებიც მალე აღმოჩნდებიან კრეატიული სამუშაო ოფისების ჩამონათვალში.