მე-20 საუკუნის სამუშაო კულტურა „პავლოვის ძაღლის“ პრინციპის მიხედვით მუშაობდა: დამსაქმებლები „ზარის რეგულარული ინტერვალების რეკვის“ შედეგად ინარჩუნებდნენ თანაშრომლებს და მათი მუშაობის მაღალი ხარისხიც გარანტირებული ჰქონდათ.
21-ე საუკუნეში სამუშაო კულტურის შენება ბევრ ფიქრს, ადამიანებთან ინდივიდუალურ მიდგომასა და ინოვაციას მოითხოვს. ამის მიზეზი დღეს არსებული სამუშაო გარემოა, სადაც თანამშრომლები აღარ არიან ისეთი ლოიალურები, როგორც ერთი საუკუნის წინ იყვნენ. ერთი მხრივ, საქმე გვაქვს ე.წ. GIG ეკონომიკასთან, ხოლო მეორე მხრივ, საკმაოდ არამდგრად სამუშაო გარემოსთან - ახალგაზრდა, მილეინიალ დასაქმებულებთან (25-34 წ), რომლებიც ერთ სამსახურში საკმაოდ მცირე დროს, საშუალოდ 2.8 წელს ატარებენ.
დამსაქმებლებს, რომლებსაც კომპანიაში საუკეთესო ტალანტების მოზიდვა და არსებული თანამშრომლების შენარჩუნება სურთ, სამუშაო გარემოს შექმნისას კრეატიული მიდგომების განვითარება მართებთ.
Google და Apple თავისი სამუშაო კულტურით გამოირჩევიან. რა თქმა უნდა, ამ კომპანიებს აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ დასაქმებულებს ცნობილი სპიკერების გამოსვლები და კამპუსზე მასაჟითთერაპიები შესთავაზონ. თუმცა, მსგავსი ინიციატივები იმის ნიშანია, რომ ეს კომპანიები საკუთარ ფინანსურ რესურსს ასეთი გარემოსა და დამოკიდებულების განვითარებაში ხარჯავენ და არა თუნდაც, თანამშრომელთა ანაზღაურების გასაზრდელად.
კომპანია Google ქმნის “Work-Work”ბალანსს, რაცდასაქმებულებს საშუალებას აძლევს სამუშაო დროის 1/5 საკუთარი იდეების განვითარებისთვის გამოიყენონ. Google თანამშრომლებს სხვადასხვა ტრენინგებსა და სასწავლო კურსებს უფინანსებს. ამასთან, კომპანიადასაქმებულებს უზრუნველყოფს ჯანსაღი კვებით, ფიტნეს გაკვეთილებითა და ტრანსპორტირებით.
Apple-ის თანამშრომლებს კომპანიის პროდუქციაზე დიდი ფასდაკლება აქვთ, რაც Apple-ის პროდუქციის „დამცველთა“ დიდ არმიას ქმნის. კომპანია როგორც დედებს, ასევე მამებს (ამერიკაში იშვიათობაა) დეკრეტულ შვებულებას სთავაზობს. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, Apple დასაქმებულებს კვერცხუჯრედის გაყინვასაც უფინანსებს მომავალში შვილის გაჩენის მიზნით.
Apple-ის წვეულებებს მსოფლიოს წამყვანი ბენდები და პოპ ვარსკვლავები აფორმებენ. ამასთან ყველა წვეულებაზე სასმელი უფასოა.
ეს კომპანიები ცდილობენ, რომ ადამიანისთვის სამსახური ცხოვრების ნაწილად აქციონ და არა მხოლოდ მათი შემოსავლის წყაროდ. რთულია იმის დადგენა, ეს მიდგომები გულწრფელია თუ მხოლოდ ამ ორგანიზაციების PR სტრატეგიის ნაწილი, თუმცა შედეგი ერთია: Google და Apple მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლები არიან!
Google-ს და Apple-ს არც სხვა წარმატებული ბიზნესები ჩამორჩებიან. ისინი საუკეთესო ტალანტის მოძიებისა და შენარჩუნების მიზნით, სამუშაო კულტურის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევენ. მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლების ვიზუალიზაციის ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი. (https://resume.io/blog/Visualizing-the-worlds-best-companies-to-work-for ). ისინიც რაღაც გამორჩეულს აკეთებენ!