მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანებს ამბის მოყოლისა და მოსმენის განსაკუთრებული უნარი აქვთ. ჩვენი ტვინის კონკრეტული უბნები აქტიურდებიან ისეთი ისტორიის მოსმენის დროს, რომელიც ჩვენში ინტერესსა და თანაგრძნობას იწვევს. ადამიანების უმრავლესობა თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს ამბების მოსმენასა და სხვებისათვის გაზიარებაში ატარებს, რაც მსოფლიოსა და გარემოს უკეთესად აღქმაში გვეხმარება.
მიუხედავად ადამიანის ამბის მოყოლის თანდაყოლი უნარისა, საქმიანი შეხვერები ძირითადად დაცლილია ემოციებისგან, სავსეა საუბრის ფორმალური სტილით და შესაბამისად ძალიან მოსაწყენიცაა. პრეზენტაციების უმრავლესობა, ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გამო, ვერ იქცევს აუდიტორიის ყურადღებას და ვერც რამე საინტერესო იდეას ბადებს მსმენელში. საინტერესოა, რატომ ხდება ასე და როგორ შეიძლება, საქმიანი კომუნიკაციაში გამოვიყენოთ ის ბუნებრივი უნარი, რომელიც მსმენელის ყურადღებას ნამდვილად მიიქცევს?
ცნობილი დიზაინ სტუდიის Ideo-ს დირექტორი, ნიკოლ კანი, ზემოთ დასმულ შეკითხვას პასუხს ასე სცემს: „სანამ პრეზენტაციას სამუშაო გარემოში წარადგენთ, გატესტეთ იგი ბარში“.
ბარებში ადამიანები ერთმანეთს ყოველდღიურ ამბებს უზიარებენ. ისინი ყვებიან ანეგდოტებს, ბევრს იცინიან და ცდილობენ მსმენელი თავისი საინტერესო ისტორიებისა და თავგადასავლების მოყოლით გაართონ. ბარში ადამიანის ამბის მოყოლის ინსტიქტი „იფურჩქნება“ და „თავს თავისუფლად გრძნობს“, რადგან ეს ადგილი ყველაზე ნაკლებად ჰგავს ფორმალურობით სავსე საკონფერენციო დარბაზს.
კანი ამბობს, რომ ის რაც ბარში ხდება ნამდვილად მნიშვნელოვანია. ადამიანები ერთმანეთში ძალიან უბრალო ენით საუბრობენ და ხვდებიან, მათი მოყოლილი ისტორია საინტერესოა თუ არა. ამ სივრცეში არ არის საჭირო დაიყენო საუბრის ტონი ან გამოიყენო ფორმალური ენა.
მეგობრებთან ერთად ბარში დალევას განსაკუთრებულს სწორედ გულწრფელობის, გართობის მაღალი ხარისხისა და მსმენელის სიამოვნების შეგრძნება ხდის. სწორედ ეს შეგრძნებები აკლია პროფესიულ პრეზენტაციებს.
როგორ ჩავატაროთ „ბარის ტესტი“?
კანი ამ პრობლემის მოგვარების გზას, პრეზენატციამდე პარტნიორთან ერთად ბარში წასვლაში ხედავს. ის თვლის, რომ თუ შემდეგ კითხვებზე პასუხი გექნებათ, მაშინ პრეზენტაციასაც პროფესიონალურ დონეზე ჩაატარებთ:
· როგორ ჩაატარებდით პრეზენტაციას ბარში?
· როგორ მოიქცეოდით იმ შემთხვევაში, თუ გრაფიკების საჩვენებლად, მხოლოდ ხელსახოცი გექნებოდათ?
· როგორ ცვლის ეს ყოველივე პრეზენტატორისა და მსმენელის ინფორმაციისადმი დამოკიდებულებას?
„ბარის ტესტის“ ჩატარების შემდეგ, შეგვეძლება მარტივად გავიგოთ, თუ რა არის ჩვენი პრეზენტაციის მთავარი სათქმელი. როდესაც პროექტი მიმდინარეობს, ჩვენს თავს ბევრი საინტერესო რამ ხდება: ბევრს ვსწავლობთ და ბევრის გაზიარებაც გვინდა სხვებისთვის, თუმცა პრეზენტაციაზე ყველაფერს ვერ მოვყვებით. „ბარის ტესტი“ გვეხმარება ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს მთავარ სათქმელზე, რომელიც პრეზენტაციის დროს დაგვეხმარება მარტივად მივიპყროთ ჩვენი მსმენელისა თუ მენეჯერების ყურადღება.
Ideo-ში ბარში შეხვედრების ჩატარება უკვე ტენდენციად იქცა. დიზაინერებს, ის ადამიანები, რომლებმაც პროექტის შესახებ არაფერი იციან, ბარში მიჰყავთ ლუდის ან ყავის დასალევად. ამ დროს ისინი მარივად ახერხებენ მსმენელის საუბარში ჩართვას, პროექტის არსისა და დეტალების სწორად მიწოდებას. შედეგად შეხვედრა უფრო საინტერესო ხდება.
ამ ტექნიკის მთავარი მომხიბვლელობა მხოლოდ მსმენელისთვის ისტორიის მარტივად მიწოდებაში არ მდგომარეობს. ის ასევე ძალიან მარტივად დასაორგანიზებელიცაა. შენ მხოლოდ ადგილი და სასმლის ფული გჭრდება. ასევე ამ ტესტის ჩატარება ხშირად შეგიძლია იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც შენი ისტორიების მოსმენა ძალიან სიამოვნებს.
ხომ არ დაინტრიგდით?
თქვენც შეგიძლიათ სცადოთ „ბარის ტესტი“, შედეგებს კი სიამოვნებით მოვისმენთ J