რა მნიშვნელობა აქვს მენეჯერის მხარდაჭერას დასაქმებულისათვის?

 დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის პროფესიული ურთიერთობები ნდობასა და ვალდებულებებს ემყარება. დამსაქმებლები თავისი თანამშრომლებისგან თავდადებასა და ერთგულებას ითხოვენ, თუმცა ამისათვის საჭიროა თავად მხარს უჭერდნენ მათ პროფესიული ნაბიჯების გადადგმისას.

მენეჯერისგან მხარდაჭერა მილენიალი თანამშრომლების მუშაობის ხარისხს საგრძნობლად ზრდის, შესაბამისად იზრდება კომპანიის წარმატებაც. დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ჯანსაღი პროფესიული ურთიერთობების შედეგად უმჯობესდება კომპანიის სამუშაო გარემო, უკუკავშირის ხარისხი და მუშაობის შედეგები.

პირველ სამუშაო დღეებში დასაქმებულისათვის აუცილებელია, კარგად გაეცნოს კომპანიის სამუშაო კულტურას, კარგად დააკირდეს თავის მენეჯერს და დაუსვას კითხვები საქმის სპეციფიკის შესახებ. ეს ეხმარება მას პროექტის უკეთესად წარმართვასა და ღირებულ პარტნიორებთან ეფექტიან კომუნიკაციაში.

მიუხედავად თქვენი მენეჯერის კომუნიკაციის სტილისა, აუცილებელია მასთან პრობლემურ საკითხებზე დროულად ისაუბროთ, მანამ სანამ ეს პრობლემა უმართავი გახდება.

იმისათვის რომ უკეთესად გაიცნოთ თქვენი მენეჯერი, აუცილებელია, იცოდეთ თუ როგორია მისი სამუშაო დღე, როგორი ხასიათი აქვს, როგორია მისი კომუნიკაციის სტილი და როგორი ხელმძღვანელობის მანერა აქვს.

·         განწყობა - შესაძლოა, თქვენს მენეჯერს დილით ყავის დალევა ესაჭიროებოდეს. თუ დაინახავთ, რომ სხვა თანამშრომლები მას დილით ყავის დალევამდე არ აწუხებენ, ნურც თქვენ შეაწუხებთ.

·         კომუნიკაცია - მენეჯერის კომუნიკაციის სტილზე მისი ხასიათიც ახდენს გავლენას. მნიშვნელოვანი თემების განსახილველად ჩანიშნეთ შეხვედრები სატელეფონო ზარის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ასე უკეთესად გამოავლენთ თქვენი მენეჯერის დროის მიმართ პატივიცემას. შედეგად თქვენს დროსაც დააფასებენ

ზოგიერთი პროფესიონალი ემოციებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს. ზოგიც შესაძლოა ცივი მოგეჩვენოთ, თუმცა რეალურად, ასეთ ადამიანებს ურჩევნიათ მონაცემებსა და ანალიტიკაზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილებები.

·         ლიდერობა - როგორი ლიდერია თქვენი მენეჯერი? ზოგიერთი კომუნიკაციის სტილი უკეთესად ერგება ორგანიზაციის კულტურასა და მიზნებს. არსებობენ ავტოკრატი ლიდერები, რომლებიც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, სხვების მოსაზრებების გაუთვალისწინებლად იღებენ. დემოკრატი ლიდერები კი - ამჯობინებენ გუნდის წევრების მოსაზრებების მოსმენასა და გათვალისწინებას.

 

Gallup-ის კვლევამ აჩვენა, რომ მილენიალების ბედნიერების ინდექსი სამსახურში პირდაპიროპორციულია მენეჯერის მხარდაჭერის მაჩვენებლისა. სწორედ ამ მხარდაჭერის ნაკლებობის გამო მილენიალების 71% ერთი წლის განმავლობაში სამუშაოს დატოვებას გეგმავს.

მენეჯერის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ იგი ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს გადაწყვეტილებების მიღების დროს, ეხმარებოდეს თანამშრომლებს სისუსტეების გადალახვასა და სწორი მიზნების დასახვაში. Gallup-ის ანგარიშის თანახმად, კომპანიაში თანამშრომლების შენარჩუნებისა და მოტივაციის განმსაზღვრელი მათი მენეჯერების მხარდაჭრაა. სწორედ ეს მენეჯერები არიან დასაქმებულებში ბედნიერების, კმაყოფილებისა და პროდუქტიულობის განმსაზღვრელნი.

იგივე ანგარიში ცხადყოფს, რომ მილენიალთა მხოლოდ 21% ხვდება ყოველკვირეულად თავის უფროსს და მათგან მხოლოდ 17% იღებს უკუკავშრის.  ორიდან ერთი თანამშრომლი სამსახურს თავისი უფროსის გამო ტოვებს.

შრომისუნარიანი ადამიანების 1/3-ს მილენიალები წარმოადგენენ და სულ მალე ეს მაჩვენებელი გაიზრდება. კომპანიებში ტექნოლოგიების როლის ზრდასთან ერთად იზრდება მილენიალების როლიც. ეს თაობა დამსაქმებლებს თავისი ნიჭს მაქსიმუმს სთავაზობს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ თაობის წარმომადგენლებს ჰყავდეთ ისეთი მენეჯერები, რომლებიც მხარს დაუჭერენ, მისცემენ განვითარების საშუალებას მუდმივი უკუკაშვირითა და ხელმისაწვდომოთ და დაეხმარებიან სწორი მიზნების დასახვაში.

შედეგად მილენიალების კმაყოფილების ინდექსი აიწევს, რაც პოზიტიურად იმოქმედებს პროდუქტიულობაზე, სამუშაო კულტურასა და მუშაობის შედეგებზე. კომპანიისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი პროფესიული ურთიერთობები. უფროსები არ უნდა გახდნენ მილენიალი თანამშრომლების მიერ სამუშაოს დატოვების მიზეზი, პირიქით ისინი უნდა იყვნენ მათი ზრდისა და წარმატების საწინდარნი.

 

 

სათაური
გამოქვეყნების დრო
5 რჩევა, რომელიც 'ორგანიზაციული რიტმის' სწორად აწყობაში დაგეხმარებათ
11.12.2019
გატესტეთ პრეზენტაცია არაფორმალურ გარემოში
09.12.2019
აშშ-ს შეიარაღებული ძალები ადამიანური რესურსის მართვის მოდელს ცვლის
06.12.2019
10 პროფესია, რომელიც 10 წლის წინ არ არსებობდა
04.12.2019
ნუ იფიქრებთ ჩარჩოებს მიღმა, ეძებეთ ახალი ჩარჩო
03.12.2019
ალბერტ აინშტაინის 10 გამონათქვამი
28.11.2019
სტარტაპი, სადაც მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე ჰარვარდში
27.11.2019
14 ქცევა რომლითაც მილენიალები მშობლებისგან განსხვავდებიან
22.11.2019
Growth Mindset- Microsoft-ის ახალი მართვის მოდელი ლიდერებისათვის
20.11.2019
თუ არ სწავლობთ, არ ხართ პასუხისმგებლიანი
18.11.2019
ჯეფ ბეზოსმა Amazon-ში PowerPoint პრეზენტაციები აკრძალა
15.11.2019
არის თუ არა სიცილი სამუშაო გარემოში პროდუქტიულობისა და კრეატიულობის საწინდარი?
13.11.2019
ROWE
08.11.2019
როგორ ახერხებს Google საუკეთესო ლიდერების იდენთიფიცირებას?
03.11.2019
რატომ გახდა HRM მარკეტინგული?
02.11.2017
რა ენაზე უნდა იყოს CV?
12.10.2017
“ახალ გამოწვევებს ვეძებ”
02.10.2017
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ინსორსის 2016 წლის პროექტების სტატისტიკა
22.12.2016
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015