არის თუ არა სიცილი სამუშაო გარემოში პროდუქტიულობისა და კრეატიულობის საწინდარი?

2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, მუშაობის პროცესში სიცილი უსაქმურობის ნიშნად იქცა. დისკუსიებმა, რომლებიც ადრე კოლეგის  სამუშაო მაგიდასთან მიმდინარეობდა, E-mail-ის ან სამსახურეობრივი ჩატების ფორმატში გადაინაცვლეს. ამ მოცემულობაში, ოფისში საუბარი, შესაძლოა, ზედმეტადაც კი  გამოიყურება.

რა არის სიცილი? მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ პროვინი ამბობს, რომ სიცილი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური სიგნალია. კვლევების მიხედვით, ადამიანი უფრო ხშირად იცინის სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დროს და ოფისში სიცილი კი კოლეგისათვის განტვირთვის საშუალებაა.

 

ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი სოფი სკოტი ამბობს, რომ სიცილი ადამიანის ქვეცნობიერი სიგნალია, რომელიც განტვირთვისა და უსაფრთხოების შეგრძნებას გამოხატავს. ბევრ ცხოველს სიცილის მსგავსი რეაქცია ახასიათებს, რომელსაც გარკვეული ემოციის განცდა წყვეტს. მაგალითად ვირთხები „სიცილს“ მაშინ წყვეტენ, როცა შეშფოთებას განიცდიან. ადამიანებიც ასე იქცევიან! ჩვენი სიცილი მიუთითებს იმაზე, რომ  კარგ გარემოში ვიმყოფებით და/ან კარგად ვგრძნობთ თავს. ამ დროს ჩვენი თავდაცვის ინსტიქტი მოდუნებულია. კვლევები ადასტურებენ, რომ როდესაც ადამიანის ტვინი მოდუნებულია, მას თავისუფლად აზროვნების მეტი უნარი გააჩნია. ეს კონკრეტული კი კრეატიულობის საწინდარია.

დრექსელის უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩაატარეს ექპერიმენტი იმის დასადგენად, თუ რამდენად აუმჯობესებს სიცილი ლოგიკურ აზროვნებას. ფოკუს ჯგუფმა რობინ უილიამსის კომიკური გამოსვლა ნახა, შემდეგ კი მათ სატესტო კითხვები დაუსვეს. აღმოჩნდა, რომ ლოგიკური ამოცანების ამოხსნის შედეგი 20%-ით გაუმჯობესდა. დრექსელის უნივერსიტეტის პროფესორები ამბობენ, რომ სიცილის დროს მოდუნებულ ტვინს აქვს უნარი დააკავშიროს ისეთი ინფორმაცია, რასაც კონცენტრაციის დროს ვერ აკავშრებს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ტერეზა ამაბლიმ თავისი მოღვაწეობის 40 წელი ადამიანის კრეატიულობის კვლევას დაუთმო. მისი დაკვირვებით ადამიანები პოზიტიურ სამუშაო გარემოში მეტად კრეატიულები არიან, ვიდრე სტრესულ გარემოში. მისი აზრით, სტრესი შემოქმედებითობის მტერია. შესაბამისად, გარემო, სადაც სიცილი ხშირად ფიქსირდება, შესაძლოა რომ შემოქმედობითობისათვის ხელსაყრელ გარემოდ მივიჩნიოთ.

ალექს პენტლენდი, რომელიც წლებია სამუშაო გარემოს იკვლევს, 2014 წლის Google Talks-ში ამბობს, რომ კრეატიულობასა და პროდუქტიულობას არა E-mail-ით კომუნიკაცია, არამედ  პირდაპირი საუბარი ზრდის. მისი თქმით, საუბრის მეშვეობით გუნდში პროდუქტიულობა 30-40 %-ით იზრდება. ალექსი იმაზეც მიუთითებს, რომ ხშირად იუმორნარევი საუბარი კრეატიულ იდეების „ფრქვევის“ კარგი მიზეზიც გამხდარა!

როგორც ხედავთ, შესაძლოა, ოფისში სიცილი მხოლოდ უსაქმურობის ნიშანი არ გახლდეთ.  ხშირად სიცილი ერთმანეთთან დაკავშირებაში, უკეთესი გუნდის შექმნასა და კრეატიულობის გაზრდაში გვეხმარება.

დაიმახსოვრეთ, რომ მეცნიერება ყოველთვის თქვენს მხარესაა და შემდგომი სიცილის დროს შთაგონებაც გეწვევათ J

სათაური
გამოქვეყნების დრო
5 რჩევა, რომელიც 'ორგანიზაციული რიტმის' სწორად აწყობაში დაგეხმარებათ
11.12.2019
გატესტეთ პრეზენტაცია არაფორმალურ გარემოში
09.12.2019
აშშ-ს შეიარაღებული ძალები ადამიანური რესურსის მართვის მოდელს ცვლის
06.12.2019
10 პროფესია, რომელიც 10 წლის წინ არ არსებობდა
04.12.2019
ნუ იფიქრებთ ჩარჩოებს მიღმა, ეძებეთ ახალი ჩარჩო
03.12.2019
ალბერტ აინშტაინის 10 გამონათქვამი
28.11.2019
სტარტაპი, სადაც მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე ჰარვარდში
27.11.2019
რა მნიშვნელობა აქვს მენეჯერის მხარდაჭერას დასაქმებულისათვის?
25.11.2019
14 ქცევა რომლითაც მილენიალები მშობლებისგან განსხვავდებიან
22.11.2019
Growth Mindset- Microsoft-ის ახალი მართვის მოდელი ლიდერებისათვის
20.11.2019
თუ არ სწავლობთ, არ ხართ პასუხისმგებლიანი
18.11.2019
ჯეფ ბეზოსმა Amazon-ში PowerPoint პრეზენტაციები აკრძალა
15.11.2019
ROWE
08.11.2019
როგორ ახერხებს Google საუკეთესო ლიდერების იდენთიფიცირებას?
03.11.2019
რატომ გახდა HRM მარკეტინგული?
02.11.2017
რა ენაზე უნდა იყოს CV?
12.10.2017
“ახალ გამოწვევებს ვეძებ”
02.10.2017
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ინსორსის 2016 წლის პროექტების სტატისტიკა
22.12.2016
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015