შუადღის სამი საათი ყველაზე არაპროდუქტიული პერიოდია სამუშაო დღის მანძილზე - ამ დროს ჯერ კიდევ ძალიან ადრეა სამუშაო დღის დასასრულებლად, თუმცა, საკმაოდ გვიანია კონცენტრირებისთვის.
Slack-ის და Qualtrics-ის მიერ ჩატარებული უახლესი გლობალური კვლევის თანახმად, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 100 000-მდე დასაქმებული, ლანჩის შემდგომ პერიოდში მცირდება სამუშაოს შესრულების ეფექტურობა.
გამოკითხულთა 71% თანხმდება, რომ გვიანი შუადღე ყველაზე ცუდი პერიოდია მუშობისთვის, პროდუქტიულობა განსაკუთრებით იკლებს 3-დან 6 საათამდე შუალედში.
ამ შედეგებს დიდწილად ბიოლოგია განაპირობებს. გვიან შუადღეს ძილიანობა ადამიანის ორგანიზმის ჩვეულებრივი რიტმის შემადგენელი ნაწილია. National Sleep Foundation-ის თანახმად, ეს პერიოდი გულისხმობს დროის მონაკვეთს 2-დან 5 საათამდე.
კორპორატიულ კულტურაში პროდუქტიულობა ხშირად სწორხაზოვნად ფასდება. დამსაქმებელს მოლოდინი აქვს, რომ თუ სამუშაო დღე 8 საათისგან შედგება, დასაქმებული 8 საათის განმავლობაში მუდმივად პროდუქტიული უნდა იყოს, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
შუადღის დაღლილობასთან ბრძოლისთვის და პროდუქტიულობის გასაზრდელად კოფეინის ნაცვლად შეგიძლიათ შემდეგ გზებს მიმართოთ:
1. პატარა შესვენებები;
სამუშაო დღის განმავლობაში პატარა შესვენებების მოწყობა აუმჯობესებს დასაქმებულების პროდუქტიულობას, თუნდაც ეს შესვენება 5 წუთიანი იყოს - დაადგინა Slack-ის კვლევამ.
2. სამსახურში მუსიკის მოსმენა;
კვლევებით დადასტურებულია, რომ მუშაობის დროს მუსიკის მოსმენა აუმჯობესებს პროდუქტიულობას.
მუსიკას იგივე გავლენა აქვს მუშაობისას, როგორც ვარჯიშის დროს. ექსპერტთა მოსაზრებები იყოფა, თუ რომელია ყველაზე პროდუქტიული ჟანრი. თუმცა, Harvard-ის ნეირომეცნიერის - სრინი პილარის თანახმად, მთავარია ეს „ნაცნობი მუსიკა“ იყოს.
3. მარტივი სამუშაო შეინახეთ შუადღისთვის;
დავალებების გადადება, პროკრასტინაცია ან დედლაინის გაცდენა შეიძლება მაცდურად ჟღერდეს, თუმცა, შეიძლება უკეთესად იმუშავოთ თუ ამ დავალებას დღის სხვა მონაკვეთში შეასრულებთ ან მოითხოვთ დედლაინის გადაწევას.
პროდუქტიულობა ყველა ადამიანისთვის განსხვავებულად გამოიყურება. თუ შუადღეს არ ხართ პროდუქტიული, შეიძლება არსებობდეს სხვა ტიპის სამუშაო, რომელსაც ნაკლები ფიქრი სჭირდება და შეგიძლიათ დღის ამ მონაკვეთში შეასრულოთ.
შუადღე დაუთმეთ ადმინისტრაციული დავალებების შესრულებას, მაგალითად, ინბოქსის დალაგება და სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი დავალებებზე მუშაობას.
წყარო - The worst time of day to be productive, according to new Slack research (cnbc.com)