5 რჩევა, რომელიც 'ორგანიზაციული რიტმის' სწორად აწყობაში დაგეხმარებათ

კომპანიის მენეჯერის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორი ხედვებისა და სტრატეგიის ჩამოყალიბებაა, თანამშრომელთა მოვალეობას კი მათი აღსრულება წარმაოდგენს. როგორც Linkedin-ის დამფუძნებელი რეიდ ჰოფმანი ამბობს, ლიდერმა სტრატეგიის ეფექტიანად იმპლემენტაციისათვის ისეთი ორგანიზაციული ეთიკა უნდა შექმნას, რომელიც გეგმებს მოქმედებაში მოიყვანს.

ჰოფმანი თავის პოდკასტში აღნიშნავს, რომ ყველა ლიდერს უნდა ისეთი კომპანიის შექმნა, რომლის პროცესები დასარტყამი ინსტრუმენტის რიტმივით აწყობილი იქნება. ასეთ შემთხვევაში თანამშრომლებს დასახული სტრატეგიებისა და მიზნების ყოველდღიურ საქმიანობაში გადმოტანა შეეძლებათ.

ლიდერები თავად არიან კომპანიის რიტმის შემქმნელები, რომელსაც თანამშრომლები გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ჰყვებიან. გთავაზობთ 5 მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც „ორგანიზაციული რიტმის“ სწორად აწყობაში დაგეხმარებათ:

1.       შინაგანი რიტმი

მენეჯერები კომპანიაში „კომუნიკაციის რიტმს“ ქმნიან. მაგალითად, ლიდერი, რომელიც ფეთქებადია, ხშირად გამოხატავს გაღიზიანებას შეხვედრებზე, თანამშრომლებს არაკორექტულად მიმართავს და ყოველდღიურ საკითხებზე იშვიათად ეკონტაქტება, ქმნის ისეთ სამუშაო გარემოს, სადაც დასაქმებულებს მსგავსი კომუნიკაცია ნორმალურად ეჩვენებათ. ასეთი ურთიერთობები სამუშაო გარემოს ტოქსიკურს ხდის, კომპანიის მიზნებს კი - რთულად მისაღწევს.

ლიდერები, რომლებიც ყურადღებით უსმენენ სხვებს,  მათ მიმართ პატივისცემას გამოხტავენ და ღიად თანამშრომლობენ ყოველდღიურ საკითხებზე, კომპანიაში ქმნიან ისეთ „კომუნიკაციის რიტმს“, რომელიც სამუშაო გარემოს დადებითი ენერგიით, თანამშრომლებს კი მიზანდასახულობით ავსებს.

2.       გადაწყვეტილების მიღების რიტმი

ლიდერი, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მონაცემის შეგროვებას ელოდება და მაინც ხშირად იცვლის აზრს, თანაშრომლების თავის ტკივილი ხდება, რადგან ისინი დროს მისი ფიქრების ამოცნობაში ხარჯავენ. ამასთან მცირდება მათი პროდუქტიულობა და პროცესები დროში იწელება, რაც კომპანიის წინსვლას ანელებს.

ორგანიზაციის სწრაფი განვითარებისათვის, აუცილებელია, ლიდერს გადაწყვეტილებების სწრაფი მიღება სათანადო ინფორმირებულობის გარეშეც შეეძლოს და გარკვეულ რისკებს საკუთარ თავზე იღებდეს.

3.       დაფასების რიტმი

მნიშვნელოვანია, ლიდერი თანამშრომელებს მათი ძალისხმევისა და შედეგებისთვის სხვადასხვა გზებით ხშირად აჯილდოებდეს.

არსებობს ორგანზაციები, სადაც დასაქმებულთა დაფასება იშვიათად ხდება. ასეთ შემთხვევაში იკლებს მათი მუშაობის ხარისხსი და შესაბამისად კომპანიის მიზნების მიღწევის სისწრაფეც. თუმცა არსებობს კომპანიები, სადაც თანამშრომელთა მუშაობის შედეგიანობა, სწორედ ლიდერების მიერ მათი საქმის ხშირი დაფასებით იზრდება. შესაბამისად იზრდება კომპანიის მიზნების მიღწევის სიჩქარეც.

 

4.       სამუშაორიტმი

მენეჯერი ორგანიზაციაში სამუშაო პროცესების შემქმნელი გახლავთ. კომპანიის საქმიანობის ეფექტიანობას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად ხშირად ხვდება იგი თანამშრომლებს, რამდენად მომთხოვნია, რამდენად კარგად შეუძლია განსაზღვროს ეფექტიანი იქნება თუ არა დისტანციურად მუშაობა, ითვლიდეს თუ რა რესურსი იხარჯება დაშვებული შეცდომების გამოსწორებაში და საერთოდ, რა იწვევს ამ შეცდომებს.

კომპანიის „სამუშაო რიტმი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩამოთვლილთაგან, რადგან დიდწილად სწორედ ეს განსაზღვრავს კომპანიის წარმატებულობას. შესაძლოა, მენეჯერს სწორი ხედვები ჰქონდეს კომპანიის სტრატეგიებთან და გეგმებთან მიმართებაში, თუმცა გაუმართავი „სამუშაო რიტმის“ გარეშე მათი განხორციელება შეუძლებელი ხდება.

5.       რეაქტიული რიტმი

კარგი მენეჯერიც კი ვერასდროს იქნება პროდუქტიული ყველა მიმართულებით და ვერ შეძლებს ყველაფრის პროგნოზირებას. თუმცა მას შეუძლია გააუმჯობესოს „რექტიულობის რიტმი“. შედეგად, მის ორგანიზაციას შეუძლია ინდუსტრიულ ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნქება.

პრობლემებსა და ცვლილებებზე ნელი რეაგირება კომპანიის განადგურების საწინდარია.

 

ასე რომ რეიდ ჰოფმანი მართალია. ლიდერმა უნდა შექმნას კომპანია, რომლის პროცესები დასარტყამი ინსტრუმენტის რიტმს ემსგავსება. იმედია, ეს რჩევები ორგანიზაციაში „ტრიუმფალური ტემპის“ შექმნაში დაგეხმარებათ.

სათაური
გამოქვეყნების დრო
რატომ არ მოსწონთ სხვებს, როდესაც უკეთესობისკენ იცვლები?
29.01.2020
რას ნიშნავს Growth Mindset სინამდვილეში?
26.01.2020
იცხოვრე ყოველი დღე ისე, თითქოს ეს შენი სიცოცხლის ბოლო დღეა, ერთ დღესაც მართალი აღმოჩნდები
23.01.2020
რომელი პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევებია ყველაზე მოთხოვნადი 2020-ში?
22.01.2020
ჯეფ ბეზოსის რჩევა, რომელიც მან თანამშრომელს მარცხის შემდგომ მისცა
19.01.2020
როგორ ინარჩუნებს სწრაფის კვების კომპანია თანამშრომელთა გადინების აბსურდულად დაბალ მაჩვენებელს?
16.01.2020
რომელი უნარ-ჩვევები ჩავწეროთ რეზიუმეში?
14.01.2020
საიდუმლო სანტას ისტორია
12.01.2020
სატია ნადელა - 3 თვისება, რომელიც ყველა ლიდერს უნდა ახასიათებდეს
25.12.2019
17 წარმატებული კომპანიის დამფუძნებლი, რომლებმაც ბიზნესი 35 წლის ასაკის შემდეგ წამოიწყეს
22.12.2019
დღის შუქი ოფისში - დასაქმებულთა არჩევანი
19.12.2019
მართვის სტილი, რომელმაც ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია
17.12.2019
კანდიდატის გამოცდილება - რეკრუტინგის სტრატეგია ტალანტების მოსაზიდად
16.12.2019
გატესტეთ პრეზენტაცია არაფორმალურ გარემოში
09.12.2019
აშშ-ს შეიარაღებული ძალები ადამიანური რესურსის მართვის მოდელს ცვლის
06.12.2019
10 პროფესია, რომელიც 10 წლის წინ არ არსებობდა
04.12.2019
ნუ იფიქრებთ ჩარჩოებს მიღმა, ეძებეთ ახალი ჩარჩო
03.12.2019
ალბერტ აინშტაინის 10 გამონათქვამი
28.11.2019
სტარტაპი, სადაც მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე ჰარვარდში
27.11.2019
რა მნიშვნელობა აქვს მენეჯერის მხარდაჭერას დასაქმებულისათვის?
25.11.2019
14 ქცევა რომლითაც მილენიალები მშობლებისგან განსხვავდებიან
22.11.2019
Growth Mindset- Microsoft-ის ახალი მართვის მოდელი ლიდერებისათვის
20.11.2019
თუ არ სწავლობთ, არ ხართ პასუხისმგებლიანი
18.11.2019
ჯეფ ბეზოსმა Amazon-ში PowerPoint პრეზენტაციები აკრძალა
15.11.2019
არის თუ არა სიცილი სამუშაო გარემოში პროდუქტიულობისა და კრეატიულობის საწინდარი?
13.11.2019
ROWE
08.11.2019
როგორ ახერხებს Google საუკეთესო ლიდერების იდენთიფიცირებას?
03.11.2019
რატომ გახდა HRM მარკეტინგული?
02.11.2017
რა ენაზე უნდა იყოს CV?
12.10.2017
“ახალ გამოწვევებს ვეძებ”
02.10.2017
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ინსორსის 2016 წლის პროექტების სტატისტიკა
22.12.2016
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015