პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. დასაქმებულებს მოუწიათ სწრაფად ადაპტირება, სახლიდან მუშაობა და განსხვავებული უნარების ათვისება. თუმცა, ეს ცვლილებები, პანდემიამდეც მიმდინარეობდა.
კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიის, Gartner-ის მიხედვით, ყოველწლიურად თითო პოზიციისთვის საჭირო უნარების ჩამონათვალი 10%-ით იზრდებოდა. ამასთან, 2017 წლის მოთხოვნების 1/3 2021 წლისთვის რელევანტურობას დაკარგავს. Gartner-ის მიხედვით, კანდიდატის შერჩევა პოზიციისთვის საჭირო უნარების მიხედვით არ არის ეფექტური. კონკურენტული უპირატესობის მოპოვება არარელავნტური უნარების დაჯგუფებით არ ხდება.
პანდემიის პირობებში ორგანიზაციები განაგრძობენ მუშაობას და მომავლის დაგეგმვას, ექსპერტები კი, პროგნოზირებენ სამომავლოდ გამოსადეგ რამდენიმე მნიშვნელოვან უნარ-ჩვევას.
საკუთარი თავის მართვის უნარი / ორიენტირება
Rethinkery Foresight -ის დამაარსებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი დევინ ფიდლერის აზრით, მუდმივი ცვლილებების გამო, როგორც დასაქმებულებს, ისე ანტერპრენერებს მოუწევთ საკუთარ თავზე და როლზე პასუხისმგებლობის აღება და მიმართულების მიცემა. დასაქმებულებს, განსაკუთრებით კი, დამწყებებს, უნდა ჰქონდეთ DIY ( გააკეთე შენით) მენტალობა.
პოზიციების და ორგანიზაციების სწრაფი ცვლილებების გამო, ტრენინგის ტრადიცული მეთოდიც დაკარგავს აქტუალობას. დასაქმებულებს მოუწევთ გამოიჩინონ ინიციატივა და თავად მოახდინონ საკუთარი პოზიციისთვის საჭირო უნარების იდენტიფიცირება.
ციფრული შესაძლებლობები
PwC-ის სამუშაოძალის სტრატეგიული პარტნიორის ჯულია ლამის აზრით, თანამშრომლებს მოუწევთ კომფორტულად გამოიყენონ ვიდეო ზარები, საერთო სამუშაო პლატფორმა და ასევე, აღიარონ ციფრული ტექნოლოგიების როლი შეფასებასა და ანალიტიკაში. PwC-ს ბოლო გამოკითვის მიხედვით, HR ინვესტიციებს შორის ანალიტიკა ლიდერობდა.
დისტანციურად მუშაობისას, სამუშაო ძალის მენეჯმენტი უფრო რთულია. პროდუქტიულობის გასაზომად, HR-სა და მენეჯერებს მოუწევთ სხვადასხვა ციფრული ხელსაწყოების გამოყენება.
ემპათია
რეკრუტინგული კომპანიის PeopleScout-ის პრეზიდენტის, ბრანონ ლეისის აზრით, დამსაქმებლები თანამშრომლებში ეძებენ ემპათიას. ემპათია არის უნარი, რომელიც დასაქმებულს დაეხმარება გაიგოს საკუთარი, სხვისი და კომპანიის გამოწვევა.
კომუნიკაციების მენეჯმენტი
კომუნიკაციები ყოველთვის იყო მოთხოვნათა სიაში, თუმცა ახლა მისი მნიშვნელობა და როლი გაზარდა ციფრული პლატფორმების მრავალფეროვნებამ. ვიდეოკონფერენციებისა და კოლაბორაციების პლატფორმების ერაში, მნიშვნელოვანია საკომუნიკაციოდ სწორი არხის შერჩევა და მისი სწორად გამოყენების ცოდნა.
ადაპტაცია
ჰიბრუდული მოდელის თუ მიმდინარე ცვლილებების გამო, მნიშვნელოვანია ადაპტირება. გააგრძელო მუშაობა მაშინაც კი, როცა კომფორტული გარემო არ გაქვს ან საკუთარ თავზე აიღო უფრო მეტი- კარგი გზაა ადაპტირების უნარის გამოსაწვრთნელად. მიუხედავად ყველაფრისა, შენ მაინც გიწევს იყო პროდუქტიული და ამისთვის, გამოწვევებზე პასუხი, დაბრკოლებების გადალახვა და წარმატებისთვის საჭირო ახალი გზების ძიება გიწევს.
მოტივაცია
არტ მაზორის, საერთაშორისო HR ტრანსფორმაციის ლიდერის აზრით, ინტელექტუალურ შესაძლებლობასთან ერთად და ყველა ზემოთ ჩამოთვნილ უნართან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივაციისა და დარწმუნების უნარს. სხვების შთაგონება და ხედვის გაზიარება, შესაძლოა, ანტიდოტიც კი იყოს გაურკვევლობით გამოწვეულ ინერციაში.
და ბოლოს, როგორც არ უნდა შეიცვალოს დასაქმების ბაზარი, კომუნიკაციის, დარწმუნების, ადაპტირების და გამოსავლის პოვნის უნარი „მოდიდან“ არ გადადის.
წყარო: fastcompany.com