მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ბევრი კომპანია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. თუმცა, მოთხოვნაა სახლიდან მუშაობაზე. დისტანციურ მუშაობასა და სახლიდან მუშაობას შორის სხვაობაა- დისტანციურად მუშაობა გულისხმობს ოფისის გარეთ, ნებისმიერი ლოკაციიდან მუშაობას, ხოლო სახლიდან მუშაობა კი ცალსახად სახლიდან მუშაობაა და დღევანდელი მოცემულობა, სწორედ სახლიდან მუშაობას მოითხოვს ჩვენგან.
სახლიდან მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები მალე გამოჩნდება- ჯერ ახალია და არ ვიცით, რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ამ მეთოდმა. საპირისპიროდ, დისტანციური მუშაობის სიკეთეებზე ხშირად იწერება და იმასაც ამბობენ, რომ პროდუქტიულობას ზრდის.
რამდენიმე კვირის წინ, New York Times მა გამოაქვეყნა სტატია, თუ რატომ არ მოსწონდა სტივ ჯობსს მუშობა სახლიდან. მისი აზრი ასეთი იყო: „კრეატივიზმი მაშინ იჩენს თავს, როდესაც ვინმეს შემთხვევით შეხვდები და გამოელაპარაკები, ჰკითხავ რას საქმიანობს, რას აკეთებს, ამ დროს ამბობ „ვაუ“ და მალე, შენთანაც ჩნდება ბევრი ახალი იდეა“.
ჯობსი ასე ფიქრობდა, მაგრამ ღია ოფისის მომხრე საერთოდაც არ იყო! არდა, რამდენჯერ მოგვისმენია, რომ ღია სამუშაო სივრცე აუმჯობესებს კომუნიკაციას და ახალი იდეების გაჩენას გუნდის წევრებს შორის...
კომპანია Pixar, ფაქტიურად,კრეატიული სააგენტოა. კრეატიულ სააგენტოებს რომ ღია სამუშაო სივრცეები აქვთ - ეს თითქოს წესია, მაგრამ საინტერესოა ის, რომ, როგორც კი ჯობსი კომპანიის პრეზიდენტი გახდა, Pixar-ისოფისი ინდივიდუალური სამუშაო „ბოქსებად“ აქცია. „ბოქსები“ მე-20 სკ -ში, თითქმის ყველა ორგანიზაციის საოფისე მოწყობის სტილს წარმოადგენდა. ასეთ ოფისებში, თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის ადგილებად მოიაზრებოდა სამზარეულო, კაფეტერია, ყავისა და წყლის დისპენსერების მიმდებარე ტერიტორიები და მოსასვენებელი ოთახები.
ეს ადგილები დღესაც კომუნიკაციის და თანამშორმლების „ თავშეყრის წერტილებია“, ღია სამუშაო სივრცეს კი კრიტიკული მოსაზრებები გაუჩნდა- ბევრი ვერ ახერხებს კონცენტრაციას, უჭირს საკუთარი იდეის გაჟღერება და კითხვის დასმა „სოციალური წნეხის“ გამო. გამოდის, რომ ღია სივრცე, რომლის პოპულარიზაცია სწორედ კომუნიკაციის გამო მოხდა, არაეფექტურია და საუბრები თანამშრომლებს შორის ან ძალიან ხანმოკლეა, ან არ არსებობს. ამას გარდა, ღია სივრცეში „პირადი“ საუბრებიც იშვიათია, ასეთი საუბრებისთვის თანამშრომლები ისევ კომპანიაში „თავშეყრის ადგილებს“ არჩევენ.
ესე იგი, ჯობსი მართალი იყო- ღია სივრცე შემაფერხებელია ისეთი კომუნიკაციისთვის, რომელიც ახალ იდეებს ბადებს, ხოლო „ბოქსები“ უფრო მოხერხებულია გუნდის წევრებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებისათვის-თუ დასვენება და საუბარი მოგინდება, სამზარეულოში ან წყლის დისპენსერთან მიხვალ და იქ ნაცნობს, ან უცნობსაც გადაეყრები..
შეიძლება ჯობსის იდეა დამაფიქრებელია- სახლიდან მუშაობა მოკლებულია კომპანიის და გუნდის წევრებთან ფიზიკურ შეხვედრას, მაგრამ ჯობსის პერიოდში სოციალური ქსელებით კომუნიკაცია ნაკლებად ხდებოდა. დღეს „ფეისბუქით“ ვირტუალური შეხვედრის ორგანიზებაც კი შესაძლებელია, შემთხვევითი საუბრებიც შესაძლებელია და ვირტუალური მეგობრის შეძენაც. უფრო მეტიც, „ვირტუალური ნაცნობობა“ და საუბრები კონტინეტებს შორისაც კი ხდება.
რას იტყოდა დღეს ჯობსი სახლიდან მუშაობაზე ან კორონა ვირუსზე არავინ ვიცით, მაგრამ სახლიდან მუშაობის დადებით შედეგებს დაველოდოთ, მალე გამოჩნდება.