CEO სტატუსის მიღწევის, ან საკუთარი სტარტაპ იდეის წარმატების განხორციელებით, შესაძლებელია ადამიანამა იფიქროს, რომ თუკი ასეთ წარმატებას მიაღწია, სასწავლი და გასაუმჯობესებელი აღრაფერია.
სასურველი პოზიციის თუ სტატუსის მიღწევა, ან იდეის ბიზნესად გადაქცევა, არ ნიშნავს, რომ ამ კომპანიის მართვა უპირობოდ წარმატებულად მოხდება. ყველა იმ CEO მ, ვისაც აქვს სურვილი იყოს ინოვაციური იდეების დამფასებელი, გამოირჩეოდეს მზარდი შედეგებით, მუდმივად უნდა იფიქროს საკუთარი, ადამიანური რესურსის მართვის უნარის გაუმჯობესებაზე.
არსებობს ოთხი მიმართულება, სადაც CEO მუდმივად უნდა ცდილობდეს საკუთარი კომპენტეციების გაუმჯობესებას:
1. თანამშრომელთა დაქირავება
რთულია იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ ვინ იქნება გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა, და განსაკუთრებით რთულია ეს გუნდის წევრის შერჩევის პროცესში. ხშირია, რომ შერჩევის პროცესში კანდიდატების ცოდნამ, უნარებმა და გამოცდილელბამ მოწონდება დაიმსახუროს, მაგრამ როდესაც ოფისში საქმიანობაზე მიდგება საქმე, აღმოჩნდება, რომ წარმატებული კანდიდატი საქმეს არც თუ ისე წარმატებულად აკეთებს.
თანამშრომლის შერჩევა მენეჯერებისა და CEO-ს ის კომპეტენციაა, რომელზეც ექსპერტები ურჩევენ, რომ მუდმივად გაიუმჯობესონ, ეს კი პრაქტიკული გამოცდილებით ხდება, რომლის დროსაც აუცილებელია CEO-ს ახსოვდეს, თუ რომელი იყო წარუმატებელი თანამშრომლის ის უნარი, რომელმაც არ გაამართლა მოლოდინები
Onboarding- ანუ ახალი თანამშრომლის ინტერგირება ახალ სამუშაო გარემოსთან
ახალი თანამშორმლის სამუშო პროცესსა და კომპანიაში ინტეგრირება, საერთოდ არ არის მარტივი საქმე და არც მხოლოდ კომპანიის HR მენეჯერის საქმე. ეს პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გუნდის წევრის დაქირავება. ონბორდინგის წარუმატებლად წარმართვისას, მაღალია პოტენციური ტალანტის დაკარგვის რისკი. და რა არის CEO-ს როლი ონბორდინგის მართვაში? როგორც საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, CEO უნდა დაინტერესდეს, თუ რა ტექნოლოგიით ან რა სტრუქტურით ხდება ახალი თანამშრომლების ინტეგრაცია კომპანიაში, რა არის ის ინფორმაციები, რასაც მიიღებენ ახალი თანამშრომლები და ზოგადად, რა პროცესებია საჭირო ახალი თანამშრომლისგან შედეგების მისაღებად. ამ პროცესში ჩართულობა, CEO-ს ეხმარება გაიაქტიუროს და კიდევ უფრო განავითაროს გუნდის მართვისა და შეკვრის უნარები, რაც აუცილებელი პირობაა კომპანის წარმატებისთვის.
3. ქოუჩინგი
ქოუჩინგი მართვაზე მნიშვნელოვანია.
ქოუჩები მუშაობენ გუნდის წევრებთან მათი უნარებისა და შედეგების გასაუმჯობესებლად, ახალ კარიერულ ეტაპზე გადასასვლელად და პიროვნული თვისებების გასაუმჯობესებლადაც. ზოგადად, ქოუჩები უკეთეს ადამიანებს და უკეთეს თანამშრომლებს ქმნიან. ნებისმიერი აღმასრულებელი უნდა იყოს ქოუჩი და აუცილებელია, რომ CEOმ ხელი შეუწყოს კომპანიაში ქოუჩების იერარქიის შექმნასაც. ქოუჩინგის დროს CEO კვლავ ავითარებს საკუთარ პროფესიულ ცოდნასა და პიროვნულ უნარებს, რადგან საუკეთესო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ზრდის მის მოტივაციასაც, რომ შეძლოს კიდევ უფრო მეტი.
4. განვითარება
წარმატებული გუნდი იქმნება თანამშრომლების სწორი შერჩევით, სწორი ონბორდინგითა და ქოუჩინგით. თუმცა, წარმატებულ გუნდი აგრძელებს არსებობას მომავალი ლიდერების განვითარებით.
ენდრიუ კარნეგიმ, „რეპორტერისთვის“ ინტერვიუში, ისაუბრა თუ როგორ გარდაქმნა მილიონერად 43 ადამიანი. კარნეგიმ აღნიშნა, რომ 43 ადამიანის უნარები გააუმჯობესა „ოქროს მოპოვებამ“, როდესაც ადამიანები იცილებდნენ არაასასურველ უნარებს (ჭუჭყი) რომ ეპოვათ „ოქრო“. CEO-მაც უნდა იცოდეს „როგორ მოიპოვოს ოქრო“ გუნდში, რა უნარები სჭირდება კომპანიას რომ სწორი და წარმატებული ლიდერები აღმოაჩინოს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას. ამ პროცესს კი ცხადია, კვლავ სჭირდება მომავალზე მიმართული ფიქრი და საკუთარი კომპეტენციების სწორად შეფასებაც- რა ‘ჭუჭყი“ არ უნდა ვეძებოთ მომავალ ლიდერებში.
შესაძლოა, კომპანიის ხელმძღვანელებისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდეს ზემოთ დასახელებული უნარების განვითარება, მაგრამ კარგი გუნდის შექმნაში გაკეთებული ინვესტიცია კომპანიის წარმატებაში გაკეთებული ინვესტიციის ტოლფასია