ტრადიციული მენეჯერული მიდგომა VS თანამედროვე მენეჯერული მიდგომა

ბოლო წლებში, ბევრი სტატია იწერება იმაზე, რომ ძველი მენეჯერული მიდგომები წარსულს ჩაბარდა და რომ ახლა, ახალი მიდგომების დროა: მითითებების ნაცვლად თანამშრომლებისთვის შეკითხვების დასმა, დაგეგმვის ნაცვლად - მიზნების დასახვა, გადაწყვეტილებების მიღებისას ინტუიციის ნაცვლად მონაცემების გამოყენება და ა.შ.

 „ძველმოდურ“ მენეჯერულ მიდგომას, შეიძლება ტრადიციული ვუწოდოთ, ხოლო ახალს- თანამედროვე. ამ ორ მიდგომას შორის არჩევანის გაკეთებისას მენეჯერები დაბრკოლებებს აწყდებიან. დღევანდელ დროში, წარმატებისათვის ორივე მიდგომის გამოყენებაა საჭირო: ის მენეჯერები, რომლებიც წინ მხოლოდ თანამდებობრივ ავტორიტეტს აყენებენ, წარუმატებლობისთვის არიან განწირულნი, ხოლო ის მენეჯერები, რომლებიც ცდილობენ მხოლოდ მოუსმინონ და არ ილაპარაკონ, გააზიარონ ძალაუფლება და არასდროს გამოიყენინ ის - არაეფექტურობით ხშირდ გამოირჩევიან.

HBR-მა , მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მენეჯერებთან ჩატარებული გამოკითხვებისა და კვლევების საფუძველზე ტრადიციულ და თანამედოვე მენეჯერულ მიდგომებს შორის 7 ძირითადი განსხვავება გამოავლინა. ეს სხვაობები ხშირად მენეჯერების დაბნეულობისა და სტრესის მიზეზი ხდება, რადგან ვერ ხვდებიან რომელი უნარები, კომპეტენციები თუ ქცევები გამოიყენონ ამა თუ იმ სიტუაციაში. სტატიაში ეს სხვაობები ნათლად არის აღწერილი. ამასთან, ხაზგასმულია ის რისკები, რომლების წინაშეც მენეჯერები დგანან და ის მიდგომები, რომლებიც მენეჯერებს დაბალანსებული სტრატეგიის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

სხვაობა #1: ექსპერტი VS მოსწავლე

ტრადიციული მიდგომის შემთხვევაში, მენეჯერები კარიერულ წარმატებას რომელიმე სფეროს სიღრმისეულად შესწავლით აღწევენ. თანამედროვე მიდგომის მიხედვით, მენეჯერებმა „ექსპერტობა“ შეზღუდულ ცნებად უნდა აღიქვან და ყოველთვის მზად იყვნენ ახლის სწავლისათვის - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ციფრულ ტექნოლოგიებს ეხება. ხშირიად იმ მენეჯერებს, რომლებსაც ციფრული ტრანსფორმაციების მართვა ევალებათ, არ აქვთ ტექნიკური ცოდნა. თუ მენეჯერი ამ ორ მიდგომას შორის ბალანსს არ დაიცავს, იგი არასწორი გადაწყვეტილების მიღების რისკის ქვეშ დგას.

რადიო პლათფორმა Pandora-ს დამფუძნებელმა, ტიმ ვესტერგრენსმა, ამ ორი მიდგომის შერწყმა მოახერხა. მას სწამდა, რომ მისი წარმატების ფორმულა ინდუსტრიის ღრმა ცოდნასა და ახალი ტრენდებისა და ტექნოლოგიების შესწავლისთვის მზაობას ეფუძნებოდა. Pandora-ს დაარსებამდე, ორი ათლეულის განმავლობაში ვესტერგრენსი პროდიუსერად და კომპოზიტორად მუშაობდა. მის კომპანიას Pandora Media ერქვა, მისი საქმიანობა კი მუსიკის შესწავლას ეძღვნებოდა. ეს საქმიანობა მომავალში Pandora-სთვის წარმატების მომტანი გახდა- ახალი ბიზნეს მოდელზე გადასვლისას, ტიმ ვერსტერგრენსს  ძველ გამოცდილებასთან ერთად, ახალი ტექნოლოგიებისა შესწავლა, მომხმარებლისა და თანამშრომლების ცოდნის გაზიარება დაეხმარა.

 

სხვაობა #2: მუდმივი VS ადამპტირებადი

ტრადიციული მიდგომა მენეჯერს გადაწყვეტილების მიღების უნარის, დამაჯერებლობისა და თანმიმდევრულობის მიხედვით აფასებს.  თანამედროვე მიდგომის მიხედვით, ძლიერ მენეჯერს ახალი ინფორმაციის მიღების შესაბამისი გადაწყვეტილებების ცვლა და ქმედებებით სწრაფი ადაპტაცია უნდა შეეძლოს. თუ მენეჯერი ამ ორ მიდგომას შორის ბალანსს არ დაიცავს, ის ან ძალიან მკაცრი ან ძალიან მერყევი იქნება.

Red Het-ის (open source ტექნოლოგიების კომპანია) აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ უაითჰარსტმა, შექმნა პროდუქტი, რომელიც, როგორც ახლა,   open-source არ იყო. გასაკვირი არ არის, რომ პროდუქტი წარმატებული არ აღმოჩნდა. საბედნიეროდ, უაიტჰარსტს გუნდში მყარი რეპუტაცია ჰქონდა. საკუთარი შეცდომის აღიარების შემდეგ, თანამშრომლები მზად იყვნენ ეს შეცდომა რაც შეიძლება მალე გამოესწორებინათ.

სხვაობა #3: ტაქტიკა VS ხედვა

ტრადიციული მენეჯერული მიდგომა ოპერაციების სიცხადეს და კარგად განსაზღვრულ გეგმას ეყრდნობა. თანამედროვე მიდგომის მიხედვით, მთავარია მიზნის სწორი ხედვა, რის მისაღწევადაც დეტალური გეგმა აუცილებელი არ არის. თუ ამ ორი მიდგომას შორის მენეჯერი ბალანსს არ დაიცავს, ერთი მხრივ, მის გუნდს მიზნის დაკარგვა ემუქრება. მეორე მხრივ, თუ მენეჯერი რეალობას ცდება, მან შეიძლება მიუღწევადი და არარეალური მიზნები დაისახოს.

Novartis AG-ს აღმასრულებელ დირექტორს, ვას ნარასიმჰანს სჯერა, რომ პროგნოზირებად ანალიტიკასა და ხელოვნურ ინტელექტს ჯანდაცვის ინდუსტრიის გადატრიალება შეუძლია. აქედან გამომდინარე, მან ფინანსური რესურსი ორგანიზაციაში ხელოვნური ინტელექტის განვითარებისკენ მიმართა. გუნდის დიდი ნაწილისათვის ინიციატივა მისაღები აღმოჩნდა, თუმცა მათ ყოველდღიურ საქმიანობაში AI-ის გამოყენება გაუჭირდათ. ამიტომ, ნარასიმჰანმა ყოველდღიურ პროცესებზე დიდი ყურადღება გაამახვილა, რათა ამ ფარმაცევტულ გიგანტს დასახული მიზნისათვის მიეღწია. მან კომპანიის „საოპერაციო გულში“ ხელოვნური ინტელექტისა და პროგნოზირებადი ანალიტიკის სინერგია შეექმნა. შედეგად, შექმნა პროგრამა, რომელიც აწმყო დროში, 500 კლინიკური კვლევის ერთდროულად ნახვის საშალებას იძლევა.

სხვაობა #4: საუბარი VS სმენა

ტრადიციული მიდგომის მიხედვით, მენეჯერი სხვებს უთითებს თუ როგორ შეასრულონ თავიანთი საქმე. თანამედოვე მიდგომა სხვების სმენა და მოსმენილზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს. თუ მენეჯერი ამ ორ მიდგომას შორის ბალანსს არ იცავს, შესაძლოა, თანამშრომლებისაგან ვერ მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ან სათნადოდ ვერ გამოიყენოს მათი ცოდნა.

Burberry-ის ყოფილმა CEO-მ ანჯელა არდენსმა კომპანიაში მუშაობა მკაფიო ხედვით დაიწყო: ს კომპანია მილენიალი მომხმარებლისათვის სასურველი ბრენდი უნდა გამხდარიყო.  მუშაობის პროცესში, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას, არდენსი თანამშრომლებს აქტიურად ეკითხებოდა აზრს. შედეგად, Burberry-ის საოპერაციო მოგება გაორმაგდა.

სხვაობა #5:ძალაუფლების ფლობა VS ძალაუფლების გაცემა

ტრადიციული მენეჯერული მიდგომა მენეჯერების მიერ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებასა და ქმედებებს გულისხმობს. თანამედროვე მიდგომა კი, მიზნის მისაღწევად სხვა თანამშრომლების გაძლიერებას აფასებს. თუ მენეჯერი ამ მიდგომებს შორის ბალანსს არ დაიცავს, ან ავტორიტეტს დაკარგავს, ან - პერსპექტიულ ტალანტს

Gucci-ის აღმასრულებელი დირექტორი მარიო ბიზარი დამოუკიდებლად მართავდა ფინანსებს, თუმცა კომპანიის კრეატიულ დირექტორს, ალესანდრო მიჩელს, დიზაინის შექმნის სრულ თავისუფლებას აძლევდა. მან ასევე შექმნა მილენიალი თანამშრომლების ბორდი, რომელებიც Gucci-ს აღმასრულებელ გუნდს რჩევებს აძლევდა.

სხვაობა #6: ინტუიცია VS ანალიტიკა

ტრადიციული მიდგომის მიხედვით, მენეჯერები საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით იღებენ ინტუიტიურ გადაწყვეტილებებს. თანამედროვე მიდგომა კი გადაწყვეტილებების მონაცემებზე დაყრდნობით მიღებას ემხრობა. თუ მენეჯერმა ამ ორ მიდგომას შორის ბალანსი არ დაიცვა, შეიძლება მიკერძოებული ან მოძველებული გადაწყვეტილებები მიიღოს. მეორე მხრივ, არსებობს რისკი იმისა, რომ მენეჯერმა შინაგანი კომპასი დაკარგოს და გადაწყვეტილების მიღებისას ვერ გამოიყენოს წარსული გამოცდილება.

IKEA-ს CDO, ბარბარა კოპოლა, ამბობს, რომ მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება და ამ მონაცემების გლობალურად სტანდარტიზაცია მნიშვნელოვანია. თუმცა, მისი აზრით, რეგიონებში არსებულ ფილიალებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ადგილობრივი ბაზრის თავისებურებებს მოერგონ. მონაცემთა გლობალური სტანდარტიზაცია რეგიონებს საორიენტაციო ტაქტიკას აძლევს, ინტუიტიურმა გადაწყვეტილებებმა კი შესაძლოა, კომპანიას გაფართოებისა და განვითარების საშუალება მისცეს, არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ ჭრილშიც.

სხვაობა #7: პერფექციონისტი VS აქსელერატორი

ტრადიციული მიდგომის მიხედვით, მენეჯერებს საუკეთესო პროდუქტის შესაქმნელად დიდი დრო სჭირდებათ. თანამედროვე მიდგომის მიხედვით კი მნიშვნელოვანია პროდუქტის სწრაფი შექმნა. თუ მენეჯერი ამ მიდგომებს შორის ბალანსს არ დაიცავს შესაძლოა, არასრულყოფილების შიშის გამო ხელიდან გაუშვას ან გააჩეროს მნიშვნელოვანი პროექტი. ამასთან, პროდუქტის დატესტვისა და შემოწმების გარეშეც მიზანი ვერ მიიღწევა.

შარლოტ ლინდსი, ციფრული ტრანსფორმაციისა და მონაცემების ხელმძღვანელი Red Cross-ში, ცდილობს რაც შეიძლება მეტად დაიცვას ლტოლვილთა იდენტობის კონფიდენციალურობა. თუმცა, ოჯახებში დასაბრუნებლად ლტოლვილებთან სწრაფი კომუნიკაციაა საჭირო. ამიტომაც, ლტოლვილთა ოჯახებთან დასაკავშირებლად იგი თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს, როგორიცაა ბიომეტრია და სხვ.

როგორ დაიცვან მენეჯერებმა ბალანსი?

მენეჯერები უფრო ეფექტურად იმუშავებენ იმ შემთხვევაში, თუ მართვისას მხოლოდ ერთ მიდგომას არ გამოიყენებენ. მათი ქცევა და არჩევანი დამოკიდებული უნდა იყოს სიტუაციის კონტენტზე. ამის მიღწევა კონცენტრირებული ძალისხმევით შეიძლება.

ტენდენციების  განალიზება პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სად არის მენეჯერის კომფორტის ზონა? რა არის მისი პოზიცია? ციფრულ სამყაროში მენეჯერებმა საკუთარ თავზე უკუკავშირი შეუძლიათ „უკუკავშირის აპლიკაციების საშულაებით ან ოლაინ ფორუმებიდან მიიღონ. ამ პლათფორმებზე ადამიანები მათთვის საინტერესო კომენტარებსა და შეფასებებს მიაწვდიან.

თუ მენეჯერმა თავისი მთავარი მიზანი იცის, მას უკვე შეუძლია იმუშაოს ქცევის გაუმჯობესებაზე, რათა ამ ორ მიდგომას შორის ბალანსი დაიცვას და გაუმკლავდეს იმ დაბრკოლებებს, რასაცმიმდინარე ეტაპზე ვერ უმკლავდება. ეფექტური მენეჯერობისთვის მხოლოდ ქცევების ცვლილება არ კმარა. მენეჯერმა აუცილებელია იცოდეს, თუ რომელ კონტექსტში, რომელი მიდგომის გამოყენება ჯობია. ეს მოთხოვს როგორც სიტუაციის აღქმას, ასევე ემოციურ ინტელექტს.  

სათაური
გამოქვეყნების დრო
2020 წლის ივნისის თვის დასაქმების ბაზრის ანალიზი
10.07.2020
შეხვედრების დროის ეფექტურად მართვის მეთოდები
08.07.2020
'ბენჟამენ ფრანკლინის ეფექტი'
06.07.2020
როგორ განვუვითაროთ ბავშვებს კრიტიკული აზროვნების უნარი?
03.07.2020
Covid-19-ის შესაძლო გავლენა ადამიანური რესურსების მართვაზე
01.07.2020
კვლევა: როგორ იმოქმედა Covid -19-მა ჩვენს სამუშაო განწყობასა და მოტივაციაზე
30.06.2020
დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს დაწინაურების ნაკლები შანსი აქვთ
24.06.2020
მილენიალი თანამშრომლების კომუნიკაციის 3 თავისებურება
22.06.2020
HBR: სიცილის მნიშვნელობა დისტანციურად მუშაობის დროს
19.06.2020
'მოგვიყევით თქვენს შესახებ'
15.06.2020
ადამიანები უკეთესად სწავლობენ მაშინ, როდესაც ნაკლებს სწავლობენ
08.06.2020
Linkedin: პოზიციის ხშირი ცვლა თანამშრომლის შენარჩუნებას უწყობს ხელს
05.06.2020
ჯეფ ბეზოსის 10 რჩევა სინანულის გარეშე ცხოვრებისათვის
03.06.2020
HBR: პოზიტიური სამუშაო კულტურის დადებითი მხარეები
01.06.2020
ჯეფ ბეზოსის რჩევა - კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ კომპანიის 10 წლიანი მიზნების დასახვამდე
29.05.2020
HBR: როგორ დავამარცხოთ პროკრასტინაცია
27.05.2020
როცა სხვები გიყურებენ
25.05.2020
თანამედროვე ტექნოლოგიების წინაპრები
22.05.2020
HBR: როგორ გავხადოთ დისტანციური კომუნიკაცია უფრო ეფექტიანი?
20.05.2020
Google-ს და Apple-ს სამუშაო კულტურა
18.05.2020
მენეჯერის 4 კომპეტენცია, რომელსაც გაუმჯობესება სჭირდება
14.05.2020
გაკვეთილი ბიზნესს მსოფლიო ლიდერებისგან
13.05.2020
HBR: როგორ შევამციროთ კომპანიის თანამშრომლების სტრესი?
11.05.2020
Stay Interview
08.05.2020
რჩევა მილენიალებს: როგორ უნდა მართოთ მენეჯერი?
06.05.2020
რატომ არის დამღლელი „ზუმშეხვედრები“?
04.05.2020
რა დროს უთმობენ კომპანიის CEO-ები სამუშაოს?
01.05.2020
დროის მართვის მეთოდები ჯეფ ბეზოსისგან
29.04.2020
ბილ გეითსი: რჩევა სტუდენტებს
27.04.2020
მოსმენის უნარი
24.04.2020
თვისებები, რომლებიც კარგ მენეჯერს ახასიათებს
21.04.2020
რატომ ხდებიან 'B სტუდენტები' კარგი მენეჯერები
17.04.2020
HBR: განვითარება დღევანდელ პერიოდში
15.04.2020
როგორ გავხადოთ სახლში მუშაობა უფრო პროდუქტიული?
10.04.2020
დენ ფრაისი - კრიზისის მართვის განსხვავებული მიდგომა
06.04.2020
სახლიდან მუშაობის დადებითი მხარეები
01.04.2020
თანამშრომლების 8%ით შემცირება Zappos-ში
30.03.2020
HBR: 'მონდომებული' თუ 'თანდაყოლილი ნიჭის' მქონე კანდიდატი?
27.03.2020
ვირტუალური შესვენება კოლეგებთან ერთად
25.03.2020
გაიხსენე კოპმლიმენტი
23.03.2020
რატომ არ მოსწონდა სტივ ჯობსს სახლიდან მუშაობა?
20.03.2020
შერჩევის ინტერვიუ სოციალური დისტანცირების პერიოდში
18.03.2020
ნიუტონიც სახლიდან სწავლობდა
16.03.2020
CV ს რა ფორმატს გვირჩევს მსოფლიოს # 1 ბიზნეს გამოცემა
13.03.2020
დისტანციურად მუშაობის დადებითი მხარეები
11.03.2020
რატომ არ უნდა ვცდილობდეთ სამსახურში ბედნიერების მოპოვებას?
09.03.2020
Ford-ის ოთხფეხა კოლეგა
06.03.2020
რა არის თქვენი სახელფასო მოლოდინი?
04.03.2020
სამსახურში წაძინება ადამიანის მუშაობის ხარისხს ზრდის
28.02.2020
უნარები და გამოცდილება არ არის საკმარისი ახალი პროფესიის შერჩევისას
26.02.2020
რეკრუტინგში მენეჯერი შეუცვლელია
24.02.2020
ინსორსელი მილენიალები
21.02.2020
არასამუშაო საათებში მუშაობა საზიანოა, როგორც თანამშრომლისთვის, ისე კომპანიისთვის
19.02.2020
ორშაბათის რჩევა - დაიწყეთ სამუშაო დღე პოეზიის კითხვით
16.02.2020
როგორ მოვამზადოთ ბავშვები მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისათვის?
14.02.2020
Google: 6 რამ წარმატებული მენეჯერობისათვის
09.02.2020
წარმატებული მენეჯერის სამი ნიშანი
06.02.2020
Everything is personal in business
05.02.2020
უკვე 2020 წელია და რატომ ვიყენებთ ისევ PowerPoint-ს?
02.02.2020
შეარჩიეთ ლიდერები იმის მიხედვით, რისი კეთება შეუძლიათ და არა რა გააკეთეს
31.01.2020
რატომ არ მოსწონთ სხვებს, როდესაც უკეთესობისკენ იცვლები?
29.01.2020
რას ნიშნავს Growth Mindset სინამდვილეში?
26.01.2020
იცხოვრე ყოველი დღე ისე, თითქოს ეს შენი სიცოცხლის ბოლო დღეა, ერთ დღესაც მართალი აღმოჩნდები
23.01.2020
რომელი პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევებია ყველაზე მოთხოვნადი 2020-ში?
22.01.2020
ჯეფ ბეზოსის რჩევა, რომელიც მან თანამშრომელს მარცხის შემდგომ მისცა
19.01.2020
როგორ ინარჩუნებს სწრაფის კვების კომპანია თანამშრომელთა გადინების აბსურდულად დაბალ მაჩვენებელს?
16.01.2020
რომელი უნარ-ჩვევები ჩავწეროთ რეზიუმეში?
14.01.2020
საიდუმლო სანტას ისტორია
12.01.2020
სატია ნადელა - 3 თვისება, რომელიც ყველა ლიდერს უნდა ახასიათებდეს
25.12.2019
17 წარმატებული კომპანიის დამფუძნებლი, რომლებმაც ბიზნესი 35 წლის ასაკის შემდეგ წამოიწყეს
22.12.2019
დღის შუქი ოფისში - დასაქმებულთა არჩევანი
19.12.2019
მართვის სტილი, რომელმაც ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია
17.12.2019
კანდიდატის გამოცდილება - რეკრუტინგის სტრატეგია ტალანტების მოსაზიდად
16.12.2019
5 რჩევა, რომელიც 'ორგანიზაციული რიტმის' სწორად აწყობაში დაგეხმარებათ
11.12.2019
გატესტეთ პრეზენტაცია არაფორმალურ გარემოში
09.12.2019
აშშ-ს შეიარაღებული ძალები ადამიანური რესურსის მართვის მოდელს ცვლის
06.12.2019
10 პროფესია, რომელიც 10 წლის წინ არ არსებობდა
04.12.2019
ნუ იფიქრებთ ჩარჩოებს მიღმა, ეძებეთ ახალი ჩარჩო
03.12.2019
ალბერტ აინშტაინის 10 გამონათქვამი
28.11.2019
სტარტაპი, სადაც მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე ჰარვარდში
27.11.2019
რა მნიშვნელობა აქვს მენეჯერის მხარდაჭერას დასაქმებულისათვის?
25.11.2019
14 ქცევა რომლითაც მილენიალები მშობლებისგან განსხვავდებიან
22.11.2019
Growth Mindset- Microsoft-ის ახალი მართვის მოდელი ლიდერებისათვის
20.11.2019
თუ არ სწავლობთ, არ ხართ პასუხისმგებლიანი
18.11.2019
ჯეფ ბეზოსმა Amazon-ში PowerPoint პრეზენტაციები აკრძალა
15.11.2019
არის თუ არა სიცილი სამუშაო გარემოში პროდუქტიულობისა და კრეატიულობის საწინდარი?
13.11.2019
ROWE
08.11.2019
როგორ ახერხებს Google საუკეთესო ლიდერების იდენთიფიცირებას?
03.11.2019
რატომ გახდა HRM მარკეტინგული?
02.11.2017
რა ენაზე უნდა იყოს CV?
12.10.2017
“ახალ გამოწვევებს ვეძებ”
02.10.2017
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ინსორსის 2016 წლის პროექტების სტატისტიკა
22.12.2016
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო
30.11.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015