14 საუკეთესო რეკრუტმენტ ვიდეო

კომპანიებს სულ უფრო და უფრო უჭირთ მოიზიდონ საუკეთესო ტალანტები სტრატეგიული პოზციების შესავსებად, რეკრუტერების გუნდს კი უწევთ კრეატიულად მოაგვარონ პრობლემა კანდიდატების ინტერესის შესაქმნელად. კრეატიული და ბრენდირებული რეკრუტინგის ბოლო პერიოდის ერთერთ ყველაზე პოპულარული მეთოდი ვიდეო რგოლებია. ეს არის ინფორმაციის მიწოდების მარტივი და საინტერესო გზა  თანამშრომლების, საოფისე გარემოს, წესებისა და ზოგადად, ორგანიზაციული კულტურის შესახებ. 

წარმოგიდგენთ 14 ვიდეოს ცნობილი და ნაკლებად ცნობილი კომპანიებისგან, რომლებიც ბრენდირებული რეკრუტინგის საუკეთესო ნიმუშებია:

1. British Airways

ზოგიერთი კომპანია ცდილობს ხაზი გაუსვას საკუთარი კომპანიისა და კულტურის ექსკლუზიურობას. ბრიტანეთის ავიახაზებმა კი აქცენტი პილოტების ტრენინგებზე გააკეთა. ტრენინგები იმ კანდიდატებისთვის, ვისაც ფრენა ძალიან უყვარს

2. Barklays

ბევრი ძლიერი მოთამაშეა საინვესტიციო საბანკო სექტორში, შესაძლებელია “ბერკლი “ ხშირად პირველივე ჯერზე არ გაახსენდეს ტოპ უნივერსიტეტების სტუდენტებს, თუმცა ბერკლის ვიდეოში სწორედ ესაა მთავარი მესიჯი “რატომ არ მახსოვდა ბერკლი”.

3. Shopify

არაფორმალური გარემო, მოქნილი სამუშაო და მცირე ზომის გუნდები- შოპიფაის ვიდეო ძირითადად ამ მესიჯებსა და გუნდის წევრების, ერთიანობაზეა მიმართული

4. SnazzyRoom.com

სავარაუდოდ არასოდეს გსმენიათ ამ კომპანიის შესახებ - კომპანიაში მხოლოდ  3 წევრია და ეს ვიდეო ნამდვილად არ იქნება მათი პფორსიონალიზმის დამადასტურებელი. ვიდეო იკითხება როგორ სამუშაოს აღწერილობა, მაგრამ იდეალურ კანდიდატს აძლევს ინფორმაციას, თუ რა დახვდება კომპანიაში მის პირველ სამუშაო დღეს. ეს ვიდეო ეფექტურია სამუშაოს შესასრულებალდ შესაფერისი კანდიდატის მოსაძიებლად

5. HubSpot

HubSpot-ის ვიდეო საუკეთესოდ წარმოაჩენს ყველაფერს, რაც პოტენციურ კანდიდატს შეიძლება აინტერესებდეს სამუშაოს მოძიებისას. ვიდეო ასახავს რეალურ სამუშაო პროცესს, პოტენციურ კანდიდატებს აძლევს განცდას, რომ ამ კომპანიაში მუშაობა იქნება სასიამოვნო და მნიშვნელოვანი.

6. Zendesk

ეს ვიდეო მნახველს დაუტოვებს განცდას, რომ შეუძლია შევიდეს ოფისში და მომენტალურად დაიწყოს მუშაობა არსებულ თანამშრომლებთან ერთად. ვიდეო საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ ოფისი, გუნდის წევრები და თანაც ძალიან მარტივად დდა სადად გადმოცემული ინფორმაციის ფონზე.

7. Rackspace

ეს ვიდეო ხანგრძლივია, მაგრამ კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება კანდიდატების მოზიდვა დაბალი ბიუჯეტის პირობებში. აქ არ არის თვალისმომჭრელი კადრები, ესაა მხოლოდ ოფისის და თანამშრომლების რეალური კადრები, სადაც აღბეჭდილია  მათი ენთუზიაზმი.

8. Twitter

ეს ვიდეო კომპანიის, როორც დამსაქმებლის ბრენდიგნის საუკეთესო ნიმუშია. ალბათ ძალიან ბევრი ადამიანის სურვილია იმუშაოს ტვიტერში. ეს ვიდეო საუკეთესოდ ასახავს კომპანიის კულტურას, სადაც  ტოპ მენეჯერების კი ამბობენ - “ნუ მივიღებთ საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად”.

9. Yahoo!

ეს ვიდეო Yahoo!-ს გუნდის წევრობის უპირატესობაზე აკეთებს აქცენტს და არა კომპანიაში არსებულ წესებსა თუ საინტერესო სამუშაო გარემოზე. ვიდეოს ძირითადი მესიჯი კომპანიის უპირატესობის ხაზგასმაა, უპირატესობა რომელსაც ხედავს და გრძნობს კომპანიის გუნდის წევრი

10. Enterprise

მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიდეო კომპანიის ინგლისის  ოფისშია შექმნილია, ის ამერიკის ოფისის ღირებულებებსაც ასახვას. ვიდეოში თქვენ გაიცნობთ კომპანიის მხიარულ, ენერგიულ გუნდს, რომელიც პასუხისმგებელია საკუთარ მომავალზე და აქვს პროფესიული ზრდის საშუალება

11. Sephora

სეფორამ ვიდეო გამოიყენა კომპანიის ისტორიისა და პროგრესის შთამბეჭდავად გადმოსაცემად. ვიდეოში ასახულია კომპანიის თანამედროვე დიზაინის ოფისი. ვიდეო ქმნის ექსკლუზიურობის შეგრძებას და ძირითადი მესიჯია კრეატიულობისკენ სწრაფვა, რაც მათი კონკურენტული უპირატესობაა.

12. Starbucks

ვიდეო თანამშრომლების მიერ ნაამბობი რეალური ისტორიების ერთობლიობაა, თუ  როგორ დაეხმარა კომპანია განვითარებაში, რატომ არის მათთვის კომპანიაში მუშაობა მნიშვნელოვანი და როგორია კომპანიის წევრობის ემოცია

13. KPMG

KPMG, ერთერთი უმსხივლესი აუდიტორული კომპანია საკუთარ რეკრუტინგულ ვეგბვერდსაც კი მართავს youtube-ზე. კომპანიისთვის აუცილებელია საუკეთესო ტალატნების მოზიდვა, ამიტომ ეს სტრატეგია სავსებით გამართლებულია. KPMGის ვიდეობი ძირითადად წარმატებული თანამშრომლების ისტორიაა. ამას გარდა, რეკრუტინგული ვიდეოებით პოტენციურ კანდიდატებს ინფორმაციას აწვდის კომპანიის უნიკალურ სოციალურ პროგრამებზე, რომელიც კორპორატიულ სოციალურ პასუხისგმებლობების საუკეთესო ნიმუშებია

14. Mary Kay

სიძლიერე, მოქნილობა და სანაცნობო ქსელი მსოფლიო მასშტაბით - Mary Kay-ს კონსულტანტების ძირითადი უპირატესობებია.  კომპანიის  ვიდეო ასახავს ამ კომპანიაში მუშაობის ძირითად ღირებუელბასა თ უპირატესობას- იყო წარმატებული ნებისმიერი სტატუსით, ნებისმიერ ქვეყანაში.

 

 

სათაური
გამოქვეყნების დრო
"ერთ კომპანიაში დამიბარეს გასაუბრებაზე"
25.08.2017
როცა პროფესიის შეცვლა გვინდა
16.06.2017
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი
19.12.2016
მე რომ რეკრუტერი ვიყო
12.12.2016
თუ გინდა, რომ განვითარდე
05.12.2016
რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან?
28.11.2016
ფინკა ბანკი - ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
05.08.2016
JTI - ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია
06.06.2016
10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი
17.04.2016
საუკეთესო ოფისი მსოფლიოში
05.01.2016
ინტელის ინტერვიუს შეკითხვები
23.12.2015
როგორ გადაახალისა Netflix-მა ადამიანური რესურსები
22.12.2015
კომპანიები გამორჩეული ბენეფიტებით
17.12.2015
ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს
16.12.2015
ამაზონის ინტერვიუს შეკითხვები
14.12.2015
რა არის პირველი ინტერვიუ?
18.11.2015
საუბარი რეკრუტერთან - “მე შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”
09.11.2015
რეკრუტინგის 10 ყველაზე ინოვაციური კამპანია
09.11.2015
სოციალური ქსელის რეკრუტინგის აპლიკაციები
05.11.2015
დელოიტის ინოვაციური რეკრუტინგი სოციალური მედიის საშუალებით
29.10.2015
ჩაანაცვლებს თუ არა CV ს ვიზიუმე?
28.10.2015
რა არის თქვენთვის მისაღები ხელფასი?
26.10.2015
შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა?
21.10.2015
რა უნდა იცოდეს CEO-მ ადამიანური რესურსის მართვაში
19.10.2015
აბრაამის ბრალია
12.10.2015
CV და 6 წამი
09.10.2015
ახალი თანამშრომლის სირთულეები
05.10.2015
Don’t worry, be happy!
02.10.2015
"ერთი წელია ვეძებთ"
25.09.2015
რატომ წამოხვედით სამსახურიდან?
23.09.2015
„დამიწერე სტრატეგია“
18.09.2015
რატომ არის თანამშრომლის შეფასება რთული?
15.09.2015