Massive Open Online Courses (MOOC) ეწოდება ონლიან სწავლების პლატფორმას, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის საინტერესო სასწავლო კურსის გავლა. MOOC -ით შესაძელებლია სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექციების მოსმენა, სერტიფიკატისა და დიპლომის აღება ნებისმიერი ქვეყნიდან და ადგილიდან.
დიდი ხნის წინ და პირველად, დანიელმა მწერალმა და ფილოსოფოსმა, ნიკოლაი ფრედერიკ სევერინ გრუნდტვიგმა შექმნა თეორია თუ როგორი იქნებოდა მომავალში საჯარო სკოლები. მისი თეორიის მიხედვით, „მომავლის“ სკოლის მიზანი იქნებოდა თეორიული და პრაქტიკული განათლების ნებისმიერი მსურველისთვის მიწოდება განურჩევლად ასაკისა, ფინანსური მდგომარეობისა და სოციალური სტატუსისა. ეს თეორია მეოცე საუკუნის ევროპაში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. ინტერნეტის გაჩენსთან ერთად კი თეორიას განხორციელების საშუალება მიეცა.
პირველი ონლაინ კურსები ძალიან მარტივი იყო. კურსის მონაწლეს შეეძლო დარეგისტრირების შემდეგ, სასწავლო მასალები გადმოეტვირთა თავის პერსონალურ კომპიუტერში. ძალიან მალე, გადმოწერას ვიდეო გაკვეთილებიც დაემატა, რაც თავდაპირველად, „ლაივის ჩანაწერს“ ჰგავდა.
2000-იან წლებში, ამერიკაში “უფასო საგანმანათლებლო რესურსების“ (Open Education Resource (OER)) ტექნოლოგიების შექმნა გააქტიურდა და პირველი ონლაინ ლექციების ავტორად მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (MIT) ითვლება, რომელმაც 2002 წლის სექტემბერში თავისი ონლაინ ლექციების „ბეტა“ ვერსია გაასაჯაროვა.
ტერმინი MOOC , პირველად ჯორჯ სიმენსმა გამოიყენა. 2008 წელს, ჯორჯ სიმენსმა და სტეფან დოუნსმა ჩაატარეს ონლაინ ლექცია, სახელწოდებით Connectivism and Connective Knowledge. ონლაინ ლექცია სტეფან დოუნსის ორგანიზებით კანადაში, მანიტობას უნივერსიტეტში ჩატარდა. სალექციო ოთახში კურსს 25 ადამიანი, ხოლო ონლაინ - 2300 ინტერნეტ მომხმარებელი ესწრებოდა. ლექციების ტრასლაციისათვის იმ დროს არსებული რამდენიმე ონლაინ საშუალება გამოიყენეს: wiki, RSS feed, Moodle forum, Pagefalkes, Twitter და UStream პლატფორმა.
2011 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტმა ინტერნეტ მომხამრებლებს სამი უფასო ონლაინ კურსი შესთავაზა. კურსს, სახელწოდებით „ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები“ ,პიტერ ნორვიგი და სებასტიან ტრუნი ხელმძღვანელობდნენ. ონლაინ კურსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 160,000-მა ინტერნეტ მომხმარებელმა ნახა, ხოლო დაახლოებით 20,000-მა კურსი წარმატებით დაასრულა.
2012 წლის თებერვალში, გუგლის ყოფილა ვიცეპრეზიდენტმა და კომპიუტერული ინჟინერიის მეცნიერბა სებასტიან სრანმა კომპანია Udacity დააარსა. Udacity ძალიან მალე გახდა პოპულარული და დღეს პლატფორმა მომხმარებელს 120 ზე მეტ სასწავლო კურსს გვთავაზობს.
MOOC - ის კიდევ ერთი საინტერესო წარმომადგენელია Coursera, რომელიც 2012 წლის აპრილში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორებმა დაფნე კოლერმა და ენდრიუ ენგიმ დაარსეს, Coursera - მ დასაწყისშივე დაიწყო თანამშრომლობა სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და რაც მთავარია, მათ დიპლომტან გათანაბრებული სერტიფიკატის გაცემის უფლებაც მოიპოვა.
2012 წელს, MIT და ჰარვარდმაც განავითარა MOOC პლატფორმა, edX. სულ რაღაც 1 წელში, მათ 1 მლნ სტუდენტი ჰყავდათ, 2014 წელს ონლაინ სკოლის პროგრამაც შექმნეს და 2014 შივე ტექნოლოგია ღია გახდა განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით
დღეს Coursera-ს დაახლოებით 4 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო Udacity და edX მილიონობით მომხმარებელს ითვლის. ონლაინ სწავლების საჭიროება კი დღეს გარდაუვალია, როგორც სებასტიან სრანი ვარაუდობს, რომ 50 წელიწადში მხოლოდ 10 სასწავლო დაწესებულება იარსებებს, ვირტუალური სწავლება კი ჩვეულებრივი რეალობა გახდება.