2011 წელს, ჯობსმა კუპერტინოს მმართველობას წარუდგინა ეფლის ახალი ოფისის გრანდიოზული გეგმა, ასევე გრანდიოზული ამბიციით - შეექმნა საუკეთესო ოფისი მსოფლიოში. ოთხი წლის შემდეგ ოფისის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯობსის სურვილი მალე ასრულდება.
შენობას აქვს წრის ფორმა და ფაქტიურად შუშისაა
გათვლილია 13.000 თანამშრომელზე, 772 ჰექტარიდან 80% -ს დაიკავებს გამწვანება, ფორთოხლის და ვაშლის ნერგებით (ბიოლოგიურად სუფთა ხილს კი კომპანიის კაფეტერია გამოიყენებს თანამშრომლების მენიუში)
ოფისს აქვს 1000 ადამიანზე გათვლილი მიწისქვეშა აუდიტორია სხვადასხვა ღონისძიებების გამართვის მიზნით
ენერგომოხმარებას მთლიანად უზრუნველყოფს ბიოსაწვავი და მზის "ეკრანები"
კამპუსში გადაადგილება შესაძლებელი იქნება 1000 ველოსიპედით, რომელიც როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე სტუმრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი
კამპუსს მოემსახურება 15 000 მომხმარებელზე გათვლილი ღია და მინის კედლებიანი კაფეტერია (5500 კვადრატული მეტრი)