ჩვენთან გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, შერჩევის ინტერვიუს დასრულებისას, კანდიდატი და კომპანიის წარმომადგენელი ვაკანსიაზე ანაზღაურების საკითხს განიხილავენ - კომპანიის წარმომადგენელი აუცილებლად დააზუსტებს ჩვენს მოლოდინს, რა ანაზღაურება გვინდა გვქონდეს ახალ ორგანიზაციაში, ახალ პოზიციაზე. ამ კითხვაზე პასუხი ბევრ კანდიდატს აფიქრებს - ვაი თუ ისეთი თანხა დავასახელოთ, დავკარგოთ შემოთავაზება და კარგი სამსახური.
ჩვენთან გავრცელებული პრაქტიკის გარდა, არსებობს ხელფასზე მოლაპარაკების სხვა მეთოდიც, როდესაც კომპანიის წარმომადგენელი კანდიდატს “გაუმხელს” ვაკანსიაზე დაგეგმილ ანაზღაურებას და მიმართავს კითხვით, მისაღებია თუ არა მისთვის განსაზღვურლი ანაზღაურება. ამ მოცემულობაში ძალიან კარგი ქცევა იქნება, თუკი ჩვენს თანხმობას ან უარს მაშინვე არ მოვახსენებთ კომპანიის წარმომადგენელს, ვთხოვთ რომ მოგვცენ მოსაფიქრებლად 1 ან 2 დღე და დავპირედთ, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას შევატყობინებთ ტელეფონით, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. რატომ არის კარგი მოსაფიქრებელი დროის მოთხოვა? პირველი, გვაქვს საკმარისი დრო იმის გასააზრებლად, თუ რა სამუშაოების შესრულება მოგვიწევს ახალ ორგანიზაციაში და არის თუ არა ჩვენი მოლოდინების შესაბამისი; მეორე - გვაქვს დრო გავაანალიზოთ შეთავაზებული ანაზღაურება რამდენად შეესაბამება სამუშაოების შინაარსს, ჩვენს მოლოდინსა და ბაზარზე არსებულ ანაზღაურებას.
კვლავ ჩვენს პრაქტიკას რომ დავუბრუნდეთ, როდესაც გვეკითხებიან რა ანაზღაურება იქნება მისაღები თუ ჩვენ დაგვიქირავებენ, კითხვის შინაარსი ცალსახად კომერციულია - ორგანიზაციის მოლოდინი შემდეგია: რას გვეტყვით, “რა ღირს” თქვენი ცოდნა - გამოცდილება და შემდეგ ჩვენ მივხედავთ ფასწარმოქმნას”. ცხადია ამ კითხვაზე წინდახედული პასუხის გაცემა გვმართებს, რადგან ჩვენი სასურველი ანაზღაურება არ უნდა ცდებოდეს ბაზრის რეალობას. წინააღმდგე შემთხვევაში, ახალ შემოთავაზებას ნამდვილად დავკარგავთ.
კითხვაზე “რა არის სასურველი ანაზღაურება” კარგი პასუხია ბაზარზე არესებული განაკვეთებისა და ჩვენი გამოცდილების კიდევ ერთხელ გააზრებით, რეალური და კომპანიის გადახდისუნარიანობისთვის შესაბამისი ციფრის დასახელება. მაგალითად, თუ მოლაპარაკება გვაქვს ლიდერ კომპანიასთან გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ბაზრის საშუალო ანაზღაურება 1000 ლარია და ჩვენი გამოცდილება მოიცავს 3 წელს, კომპანიის წარმომადენელს შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ჩვენი მოლოდინი გამოცდილების მიხედვით, ბაზარზე არსებულ საშუალო ანზღაურებაზე მეტია, პირობითად, 1500 ლარია.
სასურველი ანაზღაურება პირდაპირი მნიშვნელობით რომ სასურველად არ დაგვრჩეს, კარგი იქნება ვიცოდეთ რა არის ჩვენი პროფესიისა და გამოცდილების ანაზღაურება სხვა კომპანიებში. თუ მსგავს ინფორმაციაზე ხელი არ მიგვიწვდება, უფრო მარტივადაც შეგვიძლია მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემა. დავუშვათ, რომ იგივე გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიაზე გვაქვს მოლაპარაკება კომპანიასთან, რომელიც კვლავ ლიდერია. თუ ჩვენი მიმდინარე ანაზღაურება 1000 ლარია და ჩვენი გამოცდილება 2 წელს არ აღემატება, სასურველი ანაზღაურება 2 ჯერ კიარ უნდა გავზარდოთ, არამედ მიმდინარე ანაზღაურებას უნდა დავამატოთ ბაზარზე არსბეული ანაზღაურება გაყოფილი ჩვენს ნამუშევარ წლებზე (1000+1000/2). რადგან ჩვენი სამუშაო გამოცდილება უკვე 2 წლისაა და ჩვენი მიმდინარე ანაზღაურება 1000 ლარია (გამოდის, 1 წელი=500 ლარს), ორჯერ 1000 ლარის გადახდის ალბათობა მცირეა, რადგან ჩვენი გამოცდილებისა და სურვილის გარდა, არსებობს ბაზრის რეალობა, რომელზეც აქცენტს გააკეთებს მომავალი დამქირავებელი. ამას გარდა, არსებობს კონკურენციაც და სავსებით შესაძლებელია, სხვა კანდიდატმა (შესაძლოა ნაკლები გამოცდილებითაც კი) სწორედ კომპანიისთვის მისაღები ანაზღაურება შესთავაზოს დაკმვეთს და და დავკარგოთ „ოფერი”. თუ ბაზარზე არსებული ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია არ გაქვთ, შესაძლებელია კიდევ უფრო გავამარტივოთ და პირადად ჩვენთვის სასურველი ანაზღაურებაც ავიღოთ მნიშვნელად და მრიცხველად კი კომპანიის მიერ მოთხოვნილი სამუშაო სტაჟი. მაგალითი: თუ ჩვენთვის სასურველი ანაზღაურება 2000 ლარია, ჩვენი მიმდინარე ხელფასია 1000 ლარი და მოთხოვნილი სტაჟია 3 წელი, მაშინ 1000+2000/3. ამ შემთხვევაში სასურველ ანაზღაურებას დავაკლებთ ჩვენი სტაჟის მიხედვით.
არის თუ არა სწორი, მიმდინარე ხელფასის დასახელება სასურველ ხელფასად? ეს დიდწილად დამოკიდებულია სამუშაოს შინაარსზე, კომპანიასა და ჩვენს მოტივაციაზე, რატომ ვეძებთ სამსახურს. როგორც წესი, არსებული ხელფასით გადასვლა ხშირად ანაზრაურების სხვა, ფულად და არაფულად კომპონენტებზეა დამოკიდებული (მაგ: არის თუ არა კომპანია პოზიტიური იმიჯის, როგორია მართვის კულტურა, სამუშაოს შინაარსი და სხვ).
პარადოქსია, მაგრამ ანაზღაურების შეთავაზების ინიციატორი კანდიდატია, მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად სამუშაო წლების სიმრავლე კი არა, დასახელებული ციფრი მოქმედებს კომპანიის გადაწყვეტილებაზე. ასე რომ, მარტივი არითმეტიკა შესაძლებელია დაგვეხმროს.
გისურვებთ წარმატებებს!