წარმოიდგინეთ შერჩევის პროცესი, სადაც დეველოპერის პოზიციაზე არჩევანი ორი კანდიდატს შორის გაქვთ გასაკეთებელი. მათ ერთანირი გამოცდილება, უნარები და კარიერული მიღწევები აქვთ. თუმცა, ერთმანეთისგან ერთი რამ განასხვავებთ:
· ნინოს თანდაყოლილი ნიჭი აქვს, თითქოს, ის კოდირებისთვისაა დაბადებული
· მარიამი მონდომებულია - მან ბევრი იშრომა თავისი უნარების გასავითარებლად
რომელზე შეაჩერებდით არჩევანს?
ადამიანთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათთვის მოტივაცია და შრომისმოყვარეობა უფრო მნიშვნელოვანი თვისებებია, ვიდრე თანდაყოლილი ნიჭი. მიუხედავად ამისა, კვლევები ადასტურებს, რომ არჩევანი ნინოზე - „ბუნებრივი ნიჭის“ მქონე კანდიდატზე შეჩერდებოდა.
HBR-მა ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა: მონაწილეებს არჩევანი ორ წარმოსახვით მუსიკოსს შორის უნდა გაეკეთებინათ. ისინი კანდიატებს ვერ ხედავდნენ და მათზე მხოლოდ მოყოლილი ისტორიით შეექმნათ წარმოდგენა. წარმოსახვითი მუსიკოსებიდან ერთს ბუნებრივი მუსიკალური ნიჭი ჰქონდა, ხოლო მეორემ ბევრი იშრომა სასურველი შედეგის მისაღწევად. საბოლოოდ, მონაწილეებს ორი სხვადასხვა ჩანაწერი მოასმენინეს, რომელსაც სინამდვილეში ერთი მუსიკოსი ასრულებდა და სთხოვეს, შეეფასებინათ ისინი.
ექსპერიმენტის დაწყებამდე მონაწილეები ამბობდნენ, რომ მათთვის შრომისმოყვარეობა უფრო მნიშვნელოვანი თვისება იყო, ვიდრე ნიჭი. მიუხედავად ამისა, არჩევანი „ბუნებრივი ნიჭის“ მქონე კანდიდატზე შეაჩერეს. უცნაურია ის ფაქტიც, რომ კვლევის მონაწილეები მუსაკაში განსწავლული ადამაინები იყვნენ.
თუმცა, ბიზნესი მუსიკისაგან განსვავდება. ამიტომ HBR-მა კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩაატარა, სადაც მონაწილეებს არჩევანი ორ წარმოსახვით ენტრეპრენერს შორის უნდა გაეკეთებინათ. ორივეს ერთნაირი უნარები, გამოცდილება და შესაძლებლობები ჰქონდა. მათ ერთი რამ განასხვავებდა: ერთი ამბობდა, რომ ეს უნარები მას თანდაყოლილი აქვს, ხოლო მეორე ამბობდა, რომ მისი უნარები გამოცდილების შედეგია.
კანდიდატების წარდგენის შემდეგ, მონაწილეებმა მოისმინეს ორი ბიზნეს შეთავაზების აუდიო ჩანაწერი, რომლის ავტორიც, სინამდვილეში ერთიდაიგივე ადამიანი იყო. კვლევის დასასრულს, მონაწილეებს სთხოვეს, შეეფასებინათ ისინი.
ამ შემთხვევაშიც არჩევანი „ბუნებრივი ნიჭის“ მქონე კანდიდატზე შეჩერდა. მონაწილეები, რომლებიც თავად იყვნენ ინვესტორები და ენტრეპრენერები, ექსპერიმენტის დაწყებამდე ამბობდნენ, რომ ისინი ყველაზე მეტად შრომისმოყვარეობას აფასებდნენ.
რა თქმა უნდა, ამ ექსპერიენტების შედეგები არ ნიშნავს იმას, რომ არჩევანი ყოველთვის „მონდომებულ“ კანდიდატზე უნდა შეჩერდეს. თუმცა, ამ ორი ტიპის ადამიანებს შორის ერთი დიდი სხვაობა: ადამიანებს, რომლებსაც აქვთ growth mindset, სჯერათ, რომ ინტელექტი, უნარი და შესაძლელობები შრომის შედეგია განსხვავებით Fixed mindset-ის მქონე ადამიანებისგან, რომლებიც სირთულეებს დაბრკოლებად აღიქვამენ და არა გამოწვევად.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანის ცხოვრებაში სასურველი შედეგები მარტივად დგება, სირთულეებსაც მარტივად ნებდება. თუ ადამიანის ცხოვრებაში სასურველი შედეგები რთულად დგება, მან იცის, რომ წარმატება მიიღწევა არა იმის ხარჯზე თუ „ვინ ვარ“ , არამედ იმით თუ „რა მინდა გავხდე.“ არც ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევანი ყოველთვის „მონდომებულ“ კანდიდატზე უნდა შეჩერდეს.
მნიშვნელოვანია, შერჩევის პროცესის დაწყებამდე, დამქირავებელს კარგად ჰქონდეს გააზრებული თუ რა უნარები, გამოცდილება და ხასიათის თვისებები სჭირდება აღნიშნულ პოზიციას. დამქირავებელმა უნდა გაანალიზოს პრობლემა, რომელიც იდეალურმა კანდიდატმა უნდა გადაჭრას და ის ფასეულობები, რომლებიც იდეალურმა კანდიდატმა უნდა მოუტანოს ორგანიზაციას, რადგან კანდიდატის შერჩევის დროს მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა გზა გაიარა მან, არამედ ის თუ რატომ არის საუკეთესო.