მილენიალები, თაობა , რომელიც დაიბადა 1981-1996 წლებში, დაკვირვებისა თუ კვლევის ხშირი ობიექტია. მილენიალების ქცევა მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი წინამორბედი X და განსაკუთრებით კი Baby Boomer თაობისგან.
მილენიალები საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ და მათ უკვე შეძლეს და შეცვალეს ისეთი ინდუსტრიები, როგორიცაა კვება, ტანსაცმლით და აქსესუარებით ვაჭრობა და განათლების სისტემა.
მიუხედავად იმისა, რომ მილენიალებიც „იზრდებიან“, მათი ქცევა მათივე მშობლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. Pew Research Center მა (აშშ) მორიგი კვლევა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ ამ თაობას ურჩევნია დაოჯახდეს 30- 35 წლის შემდგ, ისარგებლოს სტუდენტური სესხით და არ დახარჯოს რესურსი საკუთარი ბინის ან სახლის შესაძენად.
Pew Research Center მა კვლევისას საინტერესო ახალი მახასიათებლები აღმოაჩინა მილენიალების შესახებ, კერძოდ:
მილენიალები არჩევენ შეიძინონ მზა საკვები და ისარგებლონ საკვების ადგილზე მიტანის სერვისით, ვიდრე თვითონ მოამზადონ სადილი- კვების ინდუსტრიამ უკვე გაითვალისწინა მილენიალის პრეფერენცია და შესაბამისად, სწრაფად ვითარდება foodtech, ანუ საკვების ადგილზე მიტანის ან ვირტუალური სამზარეულოებისა თუ რესტორნების ბიზნესი.
მილენიალები უპირატესობას ღვინოს ანიჭებენ- ეს თაობა ალკოჰოლური სასმელის მოყვარული არ არის, მაგრამ სასმელებში ღვინოს ანიჭებენ უპირატესობას და შემდეგ ლუდს.
ლექციებზე დასწრების ნაცვლად, ურჩევნიათ ონლაინ სწავლება-კიდევ ერთი კვლევითი ორგანიზაციის Harris Poll ის გამოკითხვის მიხედვით, 18-24 ასაკობრივი ჯგუფის გამოკითხულთა 69% აღნიშნავს, რომ მათ უფრო მეტი ისწავლეს ტექნოლოგიების დახმარებით, ვიდრე ხალხისგან, ანუ ლექტორებისგან
მილენიალები ანაზღაურების შესახებ ინფორმაციას მარტივად აზიარებენ- ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურად დაცვა, ამ თაობისთვის უცხოა- ფული მათთვის ტაბუდადებულ თემას არ წარმოადგენს. ისევ Harris Poll კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30% არჩევს საკუთარი ანაზღაურების კოლეგებთან და მეგობრებთან განხილვას.
წელიწადში ორჯერ შეფასება მათთვის უცხოა- როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, თანამშრომლების შედეგების შეფასება კორპორაციებში წელიწადში ორჯერ ტარდება. აღმოჩნდა, რომ მილენიალებს მათ მიერ შერულებულ სამუშაოებზე უკუკავშირის მიღების ეს მიდგომაც არ მოსწონთ და ხშირი უკუკავშირები ურჩევნიათ. შესაბამისად, იცვლება შეფასებისა და უკუკავშირის მიდგომებიც და ცნობილმა კორპორაციებმა მილენიალების ეს ხედვა ასე „გაითვალისწინეს“ : IBM -მა 2016 წლიდან შემოიღო კვარტალური შეფასება და უკუკავშირი, მეთოდს კი ეწოდება Checkpoint; Amazon ის შეფასების მეთოდს ეწოდება “Any Time Feedback”, რომელიც ნებისმიერ დროს უკუკავშირის გაცემას გულისხმობს; Deloitte -ში პროექტის დასრულებისთანავე შესაძლებელია უკუკავშირის მიცემა თანამშრომლისთვის, ეს მეთოდი ცნობილია Snapshot ის სახელით ; Accenture- ყოველდღიური უკუკავშირი თანამშრომლის ან მენეჯერის ინციატივით. კორპორაციების ჩამონათვალი დიდია და კიდევ უფრო იზრდება, მაგრამ ფაქტია, ბიზნესი ითვალისწინებს მისი არსებული და მომავალი ტალანტების ინტერესებს..
მილენიალები არ მალავენ ინფორმაციას საკუთარი ბიუჯეტისა თუ ფინანსური დანაზოგის შესახებ-განსხვავებით მშობლებისგან, მილენიალებს არ ერიდებათ საკუთარი ხარჯების შესახებ საუბარი, რადგან ისინი ისედაც ხელმომჭირნე მხარჯველები არიან და როგორც უკვე ავღნიშნეთ, მათთვის ფულზე საუბარი ტაბუ დადებული თემა არ არის
კოჰაბიტაცია მათი მოგონილია- გამოკითხული მილენიალების 72% მიიჩნევს, რომ დაოჯახებამდე, უმჯობესია თანაცხოვრება. მათი აზრით, თანაცხოვრება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებათ და შესაბამისად, განქორწინების მაჩვენებელიც ნელნელა იკლებს
მილენიალებს ურჩევნიათ იქირავონ ბინა და შეიძინონ სახლი მოგვიანებით - დიახ, მილენიალებსაც უნდათ საკუთრი სახლი, მაგრამ ისინი ასეთი შენაძენისთვის ემზადებიან- აგროვებენ თანხას, ცხოვრობენ იჯარით აღებულ ბინებში და ელოდებიან „კარგ შეთავაზებას“, ანუ მათი ბიუჯეტისთვის შესაბამისი ღირებულების სახლის შეძენას.
მილენიალებს უყვართ Netflix და სერიალები- გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ მათ არ მოსწონთ ტრადიციული ტელევიზია და ურჩევნიათ Netflix ან Apple TV.
არ უყვართ ძვირადღირებული კურორტები- თუ წინა თაობა არჩევდა ძვირადღირებულ ან კომფორტულ კურორტებზე დასვენება, მილენიალებს უყვართ ბუნებაში კემპინგი და ჰაიკინგი
რჩევებისთვის არსებობს გუგლი- საოჯახო ან სხვა, პირადულ თემებზე რჩევის მისაღებად, მილენიალები კითხვას „გუგლავენ“, როცა მათი წინამორბედი თაობა X ( და დიდი ალბათობით, მილენიალების მშობლები) ამჯობინებდა რჩევის მეგობრებისგან მიღებას და ამისთვის „მეგობრული შეკრების“ ორგანიზებასაც.
მილენიალი მამები სოციალურ ქსელში აქტიურობენ- Survey Monkey სა და Time ის გამოკითხვის მიხედვით, 5 დან 4 მილენიალი მამა შვილის მიმართ სიყვარულს სოციალურ ქსელში ფოტოების ხშირი გაზიარებითაც გამოხატავს.
მილენიალები „უცნაური“ ინვესტორები არიან - ახალი თაობა ტრადიციულ ბიზნესში ინვესტირებას ნაკლებ უპირატესობას ანიჭებს. სამაგიეროდ, მათთვის საინტერესოა ვენჩურული კაპიტალდაბანდება და კერძო აქტივების მმართველი კომპანიები.
მილენიალები ბრენდების მყიდველებად ნაკლებად მოიაზრებიან- ამ თაობას არ ახასიათებს ძვირადღირებული ბრენდის სამოსის ან აქსესუარების შეძენა, მათი არჩევანია ე.წ fast fashion ბრენდები, მაგ: H&M და Zara
თუ დავაკვირდებით, მილენიალების დამოკიდებულება საქმიანობის, სოციალური ნორმებისა თუ ეკონომიკური საქმიანობის მიმართ, წინამორბედებისგან იმდენად განსხვავებულია, რომ იცვლება მმართველობითი სისტემებიც, პროდუქტის წარმოებაც და საინვესტიციო საქმიანობის შინაარსიც კი.. საინტერესოა რას შეცვლის Z თაობა, რომელიც მილენიალებისგან კიდევ უფრო მეტად განსხვავებული ღირებულების მატარებელია, მათ early adopter უწოდებენ ( ტექნოლოგიური სიახლეების აქტიური „მომხმარებელი) და მათთვის მნიშვნელოვანია გარემო, ეკოლოგია და სოციალური პრობლემები.