ბოლო წლებში, ბევრი სტატია იწერება იმაზე, რომ ძველი მენეჯერული მიდგომები წარსულს ჩაბარდა და რომ ახლა, ახალი მიდგომების დროა: მითითებების ნაცვლად თანამშრომლებისთვის შეკითხვების დასმა, დაგეგმვის ნაცვლად - მიზნების დასახვა, გადაწყვეტილებების მიღებისას ინტუიციის ნაცვლად მონაცემების გამოყენება და ა.შ.
„ძველმოდურ“ მენეჯერულ მიდგომას, შეიძლება ტრადიციული ვუწოდოთ, ხოლო ახალს- თანამედროვე. ამ ორ მიდგომას შორის არჩევანის გაკეთებისას მენეჯერები დაბრკოლებებს აწყდებიან. დღევანდელ დროში, წარმატებისათვის ორივე მიდგომის გამოყენებაა საჭირო: ის მენეჯერები, რომლებიც წინ მხოლოდ თანამდებობრივ ავტორიტეტს აყენებენ, წარუმატებლობისთვის არიან განწირულნი, ხოლო ის მენეჯერები, რომლებიც ცდილობენ მხოლოდ მოუსმინონ და არ ილაპარაკონ, გააზიარონ ძალაუფლება და არასდროს გამოიყენინ ის - არაეფექტურობით ხშირდ გამოირჩევიან.
HBR-მა , მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მენეჯერებთან ჩატარებული გამოკითხვებისა და კვლევების საფუძველზე ტრადიციულ და თანამედოვე მენეჯერულ მიდგომებს შორის 7 ძირითადი განსხვავება გამოავლინა. ეს სხვაობები ხშირად მენეჯერების დაბნეულობისა და სტრესის მიზეზი ხდება, რადგან ვერ ხვდებიან რომელი უნარები, კომპეტენციები თუ ქცევები გამოიყენონ ამა თუ იმ სიტუაციაში. სტატიაში ეს სხვაობები ნათლად არის აღწერილი. ამასთან, ხაზგასმულია ის რისკები, რომლების წინაშეც მენეჯერები დგანან და ის მიდგომები, რომლებიც მენეჯერებს დაბალანსებული სტრატეგიის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
სხვაობა #1: ექსპერტი VS მოსწავლე
ტრადიციული მიდგომის შემთხვევაში, მენეჯერები კარიერულ წარმატებას რომელიმე სფეროს სიღრმისეულად შესწავლით აღწევენ. თანამედროვე მიდგომის მიხედვით, მენეჯერებმა „ექსპერტობა“ შეზღუდულ ცნებად უნდა აღიქვან და ყოველთვის მზად იყვნენ ახლის სწავლისათვის - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ციფრულ ტექნოლოგიებს ეხება. ხშირიად იმ მენეჯერებს, რომლებსაც ციფრული ტრანსფორმაციების მართვა ევალებათ, არ აქვთ ტექნიკური ცოდნა. თუ მენეჯერი ამ ორ მიდგომას შორის ბალანსს არ დაიცავს, იგი არასწორი გადაწყვეტილების მიღების რისკის ქვეშ დგას.
რადიო პლათფორმა Pandora-ს დამფუძნებელმა, ტიმ ვესტერგრენსმა, ამ ორი მიდგომის შერწყმა მოახერხა. მას სწამდა, რომ მისი წარმატების ფორმულა ინდუსტრიის ღრმა ცოდნასა და ახალი ტრენდებისა და ტექნოლოგიების შესწავლისთვის მზაობას ეფუძნებოდა. Pandora-ს დაარსებამდე, ორი ათლეულის განმავლობაში ვესტერგრენსი პროდიუსერად და კომპოზიტორად მუშაობდა. მის კომპანიას Pandora Media ერქვა, მისი საქმიანობა კი მუსიკის შესწავლას ეძღვნებოდა. ეს საქმიანობა მომავალში Pandora-სთვის წარმატების მომტანი გახდა- ახალი ბიზნეს მოდელზე გადასვლისას, ტიმ ვერსტერგრენსს ძველ გამოცდილებასთან ერთად, ახალი ტექნოლოგიებისა შესწავლა, მომხმარებლისა და თანამშრომლების ცოდნის გაზიარება დაეხმარა.
სხვაობა #2: მუდმივი VS ადამპტირებადი
ტრადიციული მიდგომა მენეჯერს გადაწყვეტილების მიღების უნარის, დამაჯერებლობისა და თანმიმდევრულობის მიხედვით აფასებს. თანამედროვე მიდგომის მიხედვით, ძლიერ მენეჯერს ახალი ინფორმაციის მიღების შესაბამისი გადაწყვეტილებების ცვლა და ქმედებებით სწრაფი ადაპტაცია უნდა შეეძლოს. თუ მენეჯერი ამ ორ მიდგომას შორის ბალანსს არ დაიცავს, ის ან ძალიან მკაცრი ან ძალიან მერყევი იქნება.
Red Het-ის (open source ტექნოლოგიების კომპანია) აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ უაითჰარსტმა, შექმნა პროდუქტი, რომელიც, როგორც ახლა, open-source არ იყო. გასაკვირი არ არის, რომ პროდუქტი წარმატებული არ აღმოჩნდა. საბედნიეროდ, უაიტჰარსტს გუნდში მყარი რეპუტაცია ჰქონდა. საკუთარი შეცდომის აღიარების შემდეგ, თანამშრომლები მზად იყვნენ ეს შეცდომა რაც შეიძლება მალე გამოესწორებინათ.
სხვაობა #3: ტაქტიკა VS ხედვა
ტრადიციული მენეჯერული მიდგომა ოპერაციების სიცხადეს და კარგად განსაზღვრულ გეგმას ეყრდნობა. თანამედროვე მიდგომის მიხედვით, მთავარია მიზნის სწორი ხედვა, რის მისაღწევადაც დეტალური გეგმა აუცილებელი არ არის. თუ ამ ორი მიდგომას შორის მენეჯერი ბალანსს არ დაიცავს, ერთი მხრივ, მის გუნდს მიზნის დაკარგვა ემუქრება. მეორე მხრივ, თუ მენეჯერი რეალობას ცდება, მან შეიძლება მიუღწევადი და არარეალური მიზნები დაისახოს.
Novartis AG-ს აღმასრულებელ დირექტორს, ვას ნარასიმჰანს სჯერა, რომ პროგნოზირებად ანალიტიკასა და ხელოვნურ ინტელექტს ჯანდაცვის ინდუსტრიის გადატრიალება შეუძლია. აქედან გამომდინარე, მან ფინანსური რესურსი ორგანიზაციაში ხელოვნური ინტელექტის განვითარებისკენ მიმართა. გუნდის დიდი ნაწილისათვის ინიციატივა მისაღები აღმოჩნდა, თუმცა მათ ყოველდღიურ საქმიანობაში AI-ის გამოყენება გაუჭირდათ. ამიტომ, ნარასიმჰანმა ყოველდღიურ პროცესებზე დიდი ყურადღება გაამახვილა, რათა ამ ფარმაცევტულ გიგანტს დასახული მიზნისათვის მიეღწია. მან კომპანიის „საოპერაციო გულში“ ხელოვნური ინტელექტისა და პროგნოზირებადი ანალიტიკის სინერგია შეექმნა. შედეგად, შექმნა პროგრამა, რომელიც აწმყო დროში, 500 კლინიკური კვლევის ერთდროულად ნახვის საშალებას იძლევა.
სხვაობა #4: საუბარი VS სმენა
ტრადიციული მიდგომის მიხედვით, მენეჯერი სხვებს უთითებს თუ როგორ შეასრულონ თავიანთი საქმე. თანამედოვე მიდგომა სხვების სმენა და მოსმენილზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს. თუ მენეჯერი ამ ორ მიდგომას შორის ბალანსს არ იცავს, შესაძლოა, თანამშრომლებისაგან ვერ მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ან სათნადოდ ვერ გამოიყენოს მათი ცოდნა.
Burberry-ის ყოფილმა CEO-მ ანჯელა არდენსმა კომპანიაში მუშაობა მკაფიო ხედვით დაიწყო: ს კომპანია მილენიალი მომხმარებლისათვის სასურველი ბრენდი უნდა გამხდარიყო. მუშაობის პროცესში, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას, არდენსი თანამშრომლებს აქტიურად ეკითხებოდა აზრს. შედეგად, Burberry-ის საოპერაციო მოგება გაორმაგდა.
სხვაობა #5:ძალაუფლების ფლობა VS ძალაუფლების გაცემა
ტრადიციული მენეჯერული მიდგომა მენეჯერების მიერ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებასა და ქმედებებს გულისხმობს. თანამედროვე მიდგომა კი, მიზნის მისაღწევად სხვა თანამშრომლების გაძლიერებას აფასებს. თუ მენეჯერი ამ მიდგომებს შორის ბალანსს არ დაიცავს, ან ავტორიტეტს დაკარგავს, ან - პერსპექტიულ ტალანტს
Gucci-ის აღმასრულებელი დირექტორი მარიო ბიზარი დამოუკიდებლად მართავდა ფინანსებს, თუმცა კომპანიის კრეატიულ დირექტორს, ალესანდრო მიჩელს, დიზაინის შექმნის სრულ თავისუფლებას აძლევდა. მან ასევე შექმნა მილენიალი თანამშრომლების ბორდი, რომელებიც Gucci-ს აღმასრულებელ გუნდს რჩევებს აძლევდა.
სხვაობა #6: ინტუიცია VS ანალიტიკა
ტრადიციული მიდგომის მიხედვით, მენეჯერები საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით იღებენ ინტუიტიურ გადაწყვეტილებებს. თანამედროვე მიდგომა კი გადაწყვეტილებების მონაცემებზე დაყრდნობით მიღებას ემხრობა. თუ მენეჯერმა ამ ორ მიდგომას შორის ბალანსი არ დაიცვა, შეიძლება მიკერძოებული ან მოძველებული გადაწყვეტილებები მიიღოს. მეორე მხრივ, არსებობს რისკი იმისა, რომ მენეჯერმა შინაგანი კომპასი დაკარგოს და გადაწყვეტილების მიღებისას ვერ გამოიყენოს წარსული გამოცდილება.
IKEA-ს CDO, ბარბარა კოპოლა, ამბობს, რომ მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება და ამ მონაცემების გლობალურად სტანდარტიზაცია მნიშვნელოვანია. თუმცა, მისი აზრით, რეგიონებში არსებულ ფილიალებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ადგილობრივი ბაზრის თავისებურებებს მოერგონ. მონაცემთა გლობალური სტანდარტიზაცია რეგიონებს საორიენტაციო ტაქტიკას აძლევს, ინტუიტიურმა გადაწყვეტილებებმა კი შესაძლოა, კომპანიას გაფართოებისა და განვითარების საშუალება მისცეს, არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ ჭრილშიც.
სხვაობა #7: პერფექციონისტი VS აქსელერატორი
ტრადიციული მიდგომის მიხედვით, მენეჯერებს საუკეთესო პროდუქტის შესაქმნელად დიდი დრო სჭირდებათ. თანამედროვე მიდგომის მიხედვით კი მნიშვნელოვანია პროდუქტის სწრაფი შექმნა. თუ მენეჯერი ამ მიდგომებს შორის ბალანსს არ დაიცავს შესაძლოა, არასრულყოფილების შიშის გამო ხელიდან გაუშვას ან გააჩეროს მნიშვნელოვანი პროექტი. ამასთან, პროდუქტის დატესტვისა და შემოწმების გარეშეც მიზანი ვერ მიიღწევა.
შარლოტ ლინდსი, ციფრული ტრანსფორმაციისა და მონაცემების ხელმძღვანელი Red Cross-ში, ცდილობს რაც შეიძლება მეტად დაიცვას ლტოლვილთა იდენტობის კონფიდენციალურობა. თუმცა, ოჯახებში დასაბრუნებლად ლტოლვილებთან სწრაფი კომუნიკაციაა საჭირო. ამიტომაც, ლტოლვილთა ოჯახებთან დასაკავშირებლად იგი თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს, როგორიცაა ბიომეტრია და სხვ.
როგორ დაიცვან მენეჯერებმა ბალანსი?
მენეჯერები უფრო ეფექტურად იმუშავებენ იმ შემთხვევაში, თუ მართვისას მხოლოდ ერთ მიდგომას არ გამოიყენებენ. მათი ქცევა და არჩევანი დამოკიდებული უნდა იყოს სიტუაციის კონტენტზე. ამის მიღწევა კონცენტრირებული ძალისხმევით შეიძლება.
ტენდენციების განალიზება პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სად არის მენეჯერის კომფორტის ზონა? რა არის მისი პოზიცია? ციფრულ სამყაროში მენეჯერებმა საკუთარ თავზე უკუკავშირი შეუძლიათ „უკუკავშირის აპლიკაციების საშულაებით ან ოლაინ ფორუმებიდან მიიღონ. ამ პლათფორმებზე ადამიანები მათთვის საინტერესო კომენტარებსა და შეფასებებს მიაწვდიან.
თუ მენეჯერმა თავისი მთავარი მიზანი იცის, მას უკვე შეუძლია იმუშაოს ქცევის გაუმჯობესებაზე, რათა ამ ორ მიდგომას შორის ბალანსი დაიცვას და გაუმკლავდეს იმ დაბრკოლებებს, რასაცმიმდინარე ეტაპზე ვერ უმკლავდება. ეფექტური მენეჯერობისთვის მხოლოდ ქცევების ცვლილება არ კმარა. მენეჯერმა აუცილებელია იცოდეს, თუ რომელ კონტექსტში, რომელი მიდგომის გამოყენება ჯობია. ეს მოთხოვს როგორც სიტუაციის აღქმას, ასევე ემოციურ ინტელექტს.